გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დედოფლისწყაროს რაიონში, საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი ფრინველის სახეობის, კერძოდ „ბუხრინწას“ სახეობის უკანონო დატყვევების ფაქტი გამოავლინეს. სამართალდამრღვევის მიმართ კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები გატარდა. აღნიშნული ფრინველი სპეციალისტების დათვალიერების შემდეგ და მათივე რეკომენდაციით გაშვებული იქნა ველურ გარემოში, კერძოდ ჭიაურის ტყეში.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!