გახსოვთ, ბოლოს როდის ჩაიდინეთ კეთილი საქციელი? დამეთანხმებით, თანამედროვე შეშლილ სამყაროში ყველას როდი შეუძლია სიკეთის გაკეთება.ამ პოსტში მინდა წარმოგიდგინოთ კეთილი საქმეების ნაკრები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან.
ავსტრალია-მეხანძრე წყალს ასმევს კოალას ტყეში გაჩენილი ხანძრის დროს
იტალია-სკოლის მასწავლებელმა ანტონიო ლაკავამ იყიდა სამთვლიანი სატვირთო მანქანა და მასში მოძრავი ბიბლიოთეკა მოაწყო. ის დადის მთელი იტალიის სოფლებსა და ქალაქებში და ცდილობს იტალიელ ბავშვებს წიგნის სიყვარული შთაუნერგოს, ყველა წიგნი ანტონიომ საკუთარი ფულით შეიძინა. მისი მანქანის გამოჩენას პატარები ყველგან სიხარულით ხვდებიან
ნორვეგია-ორმა ყმაწვილმა გარისკა და აღელვებული მდინარიდან თიკანი გამოიყვანა
ეგვიპტე-ეგვიპტეში არეულობის დროს ქრისტიანებმა მუსულმანებს ცოცხალი ჯაჭვი შემოარტყეს, რომ მათ ლოცვა შეძლებოდათ
ეგვიპტე-მუსულმანები იცავენ ქრისტიანებს საშობაო წირვის დროს
ტაილანდი-სპილოს, რომელიც ფუგასზე აფეთქდა, ფეხზე პროთეზს უკეთებენ
ბელორუსია-პენსიონერმა ვიაჩესლავ ივანოვიჩმა საკუთარი სახსრებით აქვაპარკი ააშენა. მასში ბანაობა და გართობა ნებისმიერ მსურველს უფასოდ შეუძლია
ავღანეთი-ავღანელი მამაკაცი ჩაის სთავაზობს ამერიკელ ჯარისკაცს.ყურადღება გაამახვილეთ, რომ ავღანელს მეორე ჩაის ჭიქაც უჭირავს ხელში და იქვე მეორე ამერიკელი ჯარისკაცი მოჩანს
ბანგალედეში-მამაცმა ყმაწვილმა თავი საფრთხეში ჩაიგდო, რათა წყალდიდობის დროს შვლის ნუკრი გადაერჩინა
ტაივანი-ჟაკლინ კიპლონო ეხმარება მორბენალ ინვალიდს, რომ მან ფინიშს მიაღწიოს
კანადა-კანადის მეტროში ტურნიკეტი გაფუჭდა და მომსახურე პერსონალიდან იქ არავინ აღმოჩნდა. აი რა დატოვეს მგზავრებმა შესასვლელთან
ბოსნია და ჰერცოგოვინა-პატარა გოგონა წყალს აწვდის პოლიციელებს
ფინეთი-წარწერა სახლის სადარბაზოში ჰელსინკში: “20 ევრო ნაპოვნია პირველ და მეორე სართულებს შორის, 11 სექტემბერს 18.30 საათზე”
ინდოეთი-მატარებლის მგზავრებმა შენიშნეს, როგორ ჩავარდა პატარა სპილო ორმოში. მათ მემანქანე დაითანხმეს გაეჩერებინა მატარებელი და სპილო ორმოდან ამოიყვანეს
რუმინეთი-რუმინელი ბავშვი პოლიციელს აწვდის ბუშტს საპროტესტო მიტინგის დროს ბუქარესტში
აშშ- 10 000 ადამიანი შეიკრიბა ქუჩაში 8 წლის დილეინ ბრაუნის სახლის წინ, რათა მისი უკანასკნელი სურვილი შეესრულებინათ: მათ კიბოთი დაავადებულ გოგონას საშობაო მესა უმღერეს
ბრაზილია-მამაკაცი თავის ფეხსაცმელს აძლევს უსახლკარო გოგონას
სერბეთი-სერბეთის ქალაქ პირატის გამოსაშვები სკოლის მოსწავლეებმა უარი თქვეს ძვირფას კაბებსა და კოსტიუმებზე გამოსაშვები საღამოსათვის. მათ ის თანხა, რაც ამ ტანსაცმელში უნდა დაეხარჯათ, შეაგროვეს და მძიმედ დაავადებულ ბავშვებს გადასცეს სამკურნალოდ
წყარო: http://intermedia.ge
|