საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა კინტრიშის დაცულ ტერიტორიაზე, ველურ გარემოში, ორი შველი გაუშვეს.
გასული წლის შემოდგომაზე, სოფელ აჭარისაღმართის მცხოვრებმა ცირა დემურაძემ სოფლის ძაღლებისგან დაკბენილი შველი შეიფარა და სიკვდილს გადაარჩინა. შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით მან დაუყოვნებლივ აცნობა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს. დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ვეტერინარებთან ერთად, დაშავებულ ცხოველებს ყველა საჭირო დახმარება აღმოუჩინეს.
წყარო: http://moe.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=40&info_id=2811
|