1989 წლის, 9 აპრილი. საქართველოს უახლეს ისტორიაში, ერთერთი ტკივილიანი თარიღი. თარიღი რომელიც, მეოთხედი საუკუნის შემდეგაც კი მწველი ტკივილით ახსოვს ბევრს! დღე, როდესაც დაიღუპნენ პატრიოტები!
1. ადამია აზა, 22 წლის
2. ბაშალეიშვილი ეკა, 16 წლის
3. ბეჟანიშვილი ეკა, 16 წლის
4. გიორგაძე ნატო, 23 წლის
5. დოლიძე თამუნა, 28 წლის
6. ენუქიძე თინა, 70 წლის
7. თოიძე ნინო, 25 წლის
8. კიკვიძე ზაირა, 61 წლის
9. ლოლაძე მანანა, 33 წლის
10. მამულიშვილი თამარი,
50 წლის 11. მეტრეველი ვენერა,
12. ნოზაძე მამუკა, 22 წლის
13. სამარგულიანი ნანა, 41 წლის
14. ქვასროლიაშვილი შალვა,
15. ჭყონია-სამარგულიანი მარინა, 31 წლის
16. ჭიპაშვილი ელისო, 25 წლის
17. ჭოველიძე თამარი,16 წლის
18. ჯანგირაშვილი ნოდარი, 40 წლის
19. ჯინჭარაძე მზია, 43 წლის
20. მელქაძე მანანა 23 წლის
21. ქარსელაძე გია 25 წლის.
ბოლო რამოდენიმე წელია, ჩვენი საიტის www.bazieri.ge-ს წევრი მონადირე, მეთევზე, ბაზიერები და უბრალოდ ბუნების მოყვარული ადამიანები. ყოველ 9 აპრილს, ვატარებთ, გამწვანების-ბუნების დაცვის აქციას! ვაგროვებთ თანხას, შემდეგ ვყიდულობთ, სხვადასხვა ნერგებს და რომელიმე ეკლესია-მონასტრის ეზოში ვრგავთ ამ ნერგებს! ვცდილობთ, რომ ამ აქციაში ჩავრთოთ, ჩვენი შვილებიც და ზოგადად, მონადირეთა დამწყები თაობა! რადგან სამაგალითო იყოს, დამწყებთათვის, ბუნების დაცვა! მონადირე, სანადირო სეზონის განმავლობაში, რასაც იღებს ბუნებისგან, ამ აქციით ვცდილობთ უმცირესი ნაწილი მაინც დავუბრუნოთ ბუნებას უკან და მონადირული “ცოდვების” მიტევებაც ვითხოვოთ! 2014წ. 9 აპრილი. ნუცუბიძის პლატოზე მდებარე, წმ.გიორგის სახელობის მამათა მონასტერში ჩავატარეთ გამწვანების აქცია! მონასტრის ეზოში დავრგეთ სხვადასხვა სახის, მარადმწვანე ნერგები! ისევე როგორც წინა წლებში, წელსაც ყველაფერი ძალიან ლამაზი იყო, მაგრამ წელს ძალიან სიმბოლურად მოხდა ყველაფერი! როდესაც ნერგებს ვყიდულობდით, აღმოჩნდა რომ სულ 9 ძირი, კოლხური ბზა აღმოაჩნდა ნერგების გამყიდველს და ჩვენც ცხრავე შევიძინეთ! (ბზის ნერგები, მამაოს თხოვნა იყო). დილით, მონასტრის ეზოში შეკრებილნი, ველოდით, სად მიგვითითებდნენ ადგილს, ნერგების დასარგავად. მონასტრის წინამძღვარმა, მამა სერგიმ, მორჩილს უთხრა: სადაც თვითონ სურთ იქ დარგონ ნერგებიო. ჩვენ მაინც მამაოს შევუთანხმეთ ადგილი და დავიწყეთ ორმოების ამოღება, ნერგებისთვის! ჩვენმა მეგობარმა, ლექსომ, მანქანიდან გადმოიღო, დამატებითი სამუშაო იარაღები, რომლებსაც სანადიროდ იყენებს ხოლმე და ყოველთვის მანქანაში აქვს! შემთხვევით აღმოაჩნდა ლექსოს, “მესანგრის ნიჩაბი” ეგრეთწოდებული “საპიორნი ლაფატკა”. ზუსტად ისეთი, მესანგრის ნიჩაბი, რომლებითაც , 1989 წლის 9 აპრილს დაჩეხეს, რუსმა ჯარისკაცებმა, ქართველი პატრიოტები! ესეც ძალიან სიმბოლური გამოვიდა! მრავალი წლის შემდეგ, 9 აპრილს, მესანგრის ნიჩაბი, გამოვიყენეთ, ახალი ნერგის, დასარგავად, როგორც ახალი სიცოცხლის საწყისი! ყველა მონაწილე ბოლომდე ჩართული იყო ნერგების დარგვის პროცესში, მონასტრის ეზოს დასუფთავებაში! როგორც მამაკაცები და ბიჭები, ასევე, მშვენიერი სქესის წარმომადგენლები, გოგონები! ნერგების დარგვის პროცესი დამთავრდა. დავასუფთავეთ ეზო. შემდეგ კი შევედით ეკლესიაში და სანთლები ავანთეთ! ვითხოვეთ მონადირული ცოდვების მიტევება! მოსახსენიებელში, ჩავწერეთ ყველას სახელი, ვინც წვილილი შეიტანა ამ აქციაში! ასევე მიცვალებულთა მოსახსენიებელში ჩავწერეთ, ჩვენი, გარდაცვლილი მონადირე მეგობრების სახელები! პლატოს სიმაღლიდან, კიდევ ერთხელ გადმოვხედეთ თბილის-ქალაქს! კიდევ ერთხელ გავუზიარეთ მეგობრული სითბო ერთმანეთს და დავემშვიდობეთ, მამა სერგის. ზურას(მორჩილი). დავემშვიდობეთ ერთმანეთს და ყველანი, მომავალი წლის, მომავალი 9 აპრილის აქციაზე ფიქრით, რომ მომავალი აქცია უფრო მასშტაბური იქნება. გამოვეშურეთ შინისკენ!
ავტორი: გიორგი სარიშვილი
წყარო: http://www.bazieri.ge/news
|