გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ თბილისის მიმდებარედ, დიდგორის რაიონის სოფელ შინდისში გამოვლენილ იქნა არსებულ საძოვარზე ცხენის, ვირისა და სხვა მსხვილფეხა პირუტყვის ძვლების, თავებისა და ცხოველური ნარჩენების განთავსების ადგილი. საძოვართან ახლოს ასევე დათვალიერებული იქნა ერთ-ერთი კომპანიის კუთვნილი ტერიტორია, რომლის ძირითად საქმიანობას შინაური ცხოველების დაკვლა წარმოადგენს. დათვალიერებისას აღმოჩნდა, რომ აღნიშნულ კომპანიას არა აქვს მოწყობილი ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობა და შესაბამისად, ცხოველის დაკვლის შედეგად წარმოქმნილი ნარჩენებითა და ჩამდინარე წყლებით ხდება მიწის დაბინძურება. დეპარტამენტში აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საქმის ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს.
ამბოლო დროს გახშირდა ცხენის ნარჩენების (ტყავი,ჩლიქვები, და ასე შემდეგ) აღმოჩენის ფაქტებიმეც შემხვდა და საინტერესოა სად მიდის ეს ხორცი? ან რა ბიზნესი გააჩაღეს და ვის მიერ არის მოფიქრებული?
ამის გამკეთებელი უნდა დაკიდო ფეხებით და დაამათრახო რა 2 დღის წინ ვიყავი 31 ქარხნის თბებზე ალბათ ყველამ იცით სადაცაა,გვერდით მიყვება არხი ალბათ ეგაც იცით სავსეა საქონლის შიგნეულობით რასაცქვია სავსეა გული ამერია კინაღამ ძალი ვერგადმოვსვი საბარგულიდან ამის გამკეთებელს რაეკუთნის არაა ჩამოსახრჩობი?ბინძური და არაადამიანები არიან მდინარეში თევზი ა ათასი გარეული ფრინველი ჯდება ბეკასებით იყო სავსე მარა თოფს რაამაწევინებდა სამწუხაროდ არმმქონდა გადაღების საშვალება რო დამეფიქსირებინა დაახლოვებით 7 - 8 პირუყვის შიგნეულობა სხვადასხვა ადგილებში მდინარეში ეყარა და იქე კიდე ვიყაცეები ადგილობრივები თევზაობდნენდავიჯერო არიცოდნენ მაგ ამბავი
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!