ცხენების სახეობებს შორის არაბულ ცხენს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს . მისი სამშობლოა არაბეთის ნახევარკუნძული, სადაც I ათასწლეულში, ხალხური სელექციის გზით იგი ცალკე ჯიშად ჩამოყალიბდა.
შუა საუკუნეებში არაბული ცხენი ევროპაში შეიყვანეს და ადგილობრივი ცხენების გაუმჯობესებით მიიღეს მსუბუქი საკავალერიო ცხენი. აღმოსავლეთ ქვეყნებში მას საჯდომ ცხენად იყენებედნენ. არაბული ცხენის მონაწილეობით გამოყვანილია საჯდომი (ინგლისური წმინდასისხლიანი) და ჩორთმავალი (ორლოვის) ცხენის ჯიშები. არაბული ცხენი ტანად მომცროა, მკვრივი კონსტრუქციისა, ღონიერ ფეხებს და მსუბუქად ადგამს. ფერად ლურჯაა, ქურანა ან თაფლა. განაზომი (სმ): სიმაღლე მინდაოში 150-152, ტანის ირიბი სიგრძე 149-150, გულმკერდის ირგვლისი 170-175, ნების ირგვლივი 18-19. არაბული ცხენი ნაკლებმომთხოვნია და კარგად იტანს შორ მანძილზე გადარბენას. ჯიშში 3 ტიპს განასხვავებენ: ხადბანს, ქუჰეილანს და სიგლავს
მუსტანგი , გაველურებული შინაური ცხენი. ფართოდ იყო გავრცელებული ჩრდილოეთ ამერიკის პრერიებში. ადგილობრივი მოსახლეობა — ინდიელები — მუსტანგზე ნადირობა ხორცისა და ტყავისათვის, აგრეთვე მოსაშინაურებლად. მუსტანგების რაოდენობა XVIII საუკუნეში 4 მლნ. აღწევდა, XX საუკუნეში კი 20 ათასამდე შემცირდა და სულ უფრო მცირდება.
შესანიშნავად ასახავს მუსტანგის ცხოვრებას ჩემი აზრით ანიმაციური ფილმი ”სპირიტი–პრერიების სული” მეგრული ცხენი, საჯდომ-სასაპალნე ჯიშის ცხენი. უხსოვარი დროიდან არის მოშენებული საქართველოს შავის ზღვის სანაპირო რაიონებში. ტანად პატარაა, სიმაღლე (სმ-ობით) მინდაოში — 129, ტანის ირიბი სიგრძე — 139,5, გულმკერდი ირგვლივ — 145, ნების ირგვლივ — 16. აქვს კვადრატული ფორმა, საშუალოდ მასიური კორპუსი; ძვალმსხვილია, მშრალი და მაგარი კონსტიტუციისაა, კარგად აქვს განვითარებული კუნთოვანი სისტემა. ფერად წაბლაა, გვხვდება ლურჯა, იშვიათად ყორნისფერი, გამოირჩევა მუშაობის დიდი უნარით. მისი საპალნის მასაა 100-130 კგ — ცოცხალი მასის 35-40%. სელის დროს ფრთხილია, რის გამოც მშვიდად დადის როგორც მთაგორიან, ისე ჭაობიან ადგილებში. მუშაობის კარგი თვისებების, ადგილობრივი ბუნებრივ-კლიმატური პირობებთან შეგუების დიდი უნარის, სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო სამუშაოზე გამოყენების ფართო შესაძლებლობის გამო საჭიროა მისი ხალასად მოშენება.
წყარო: http://ucnauri.com/
|