ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ტყის ქათამზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4114
მტკვარზე თევზაობა   
Shamanპასუხების რაოდენობა: 55
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 200
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2014 » იანვარი » 21 » ბრძნული გამონათქვამები (ნაწილი 1)    

19:37:28
ბრძნული გამონათქვამები (ნაწილი 1)


დღეს წარმოგიდგენთ სხვადასხვა ეპოქისა და ეროვნების ბრძენი ხალხის გამონათქვამებს.

1. ღირსეული ადამიანი არ მიჰყვება სხვის კვალს (კონფუცი)

2. შეცდომა ყველას მოუვა, მაგრამ ვინც შეცდომას იცავს სულელია (ციცერონი)

3. დაინტერესებული იყავი შენი პატივისმცემლების არა რაოდენობით, არამედ ღირსებით: ცუდებისაგან დაწუნება ადამიანის საქებარია (სენეკა)

4. სწავლულმა იცის რა არის უვიცი, რადგან ის ოდესღაც თავად იყო ასეთი, მაგრამ უვიცს არ ესმის სწავლულის მდგომარეობა, რადგან ის არასდროს ყოფილა სწავლული (ფიხტე)

5. სწავლას მხოლოდ ძალიან ჭკვიანები და ძალიან სულელები არ ექვემდებარებიან (მენ-ძი)

6. გინდა გახდე ბედნიერი? უპირველესად ისწავლე ტანჯვის გაძლება (ტურგენევი)

7. უმეცარი კაცი ყოველთვის უფრო თავდაჯერებულია, ვიდრე მცოდნე (დარვინი)

8. ადამიანის უფლებების დაკარგვა მაშინვე ემსგავსება პიროვნების ბიოლოგიურ ერთეულად გარდაქმნას (არენდატი)

9. ფული რყვნის ყველაფერს, რასაც ეხება (ლოიდი)

10. ამქვეყნად ცოტაა პატიოსანი ქალი, თავს რომ არ აბეზრებდეს საკუთარი პატიოსნება (ლაროშფუკო)

11. ვინც აკეთებს არჩევანს სილამაზესა და ჭკუას შორის, მან ჭკვიანი ცოლად უნდა აირჩიოს ლამაზი კი საყვარლად (ბარკა)

12. ადამიანის ღირსება მის არჩევანშია (ფრიში)

13. ღმერთმა ერთი დღით რომ მომანიჭოს თავისი ძლევამოსილება, ნახავდით, როგორ შევცვლიდი სამყაროს, მაგრამ თავისი სიბრძნეც რომ მომცეს, ყველაფერს ისე დავტოვებდი, როგორც არის (მონსაბრე)

14. შური არის მოუსვენრობა სულისა, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენთვის სასურველ სიკეთეს ფლობს სხვა, რომელიც არ მიგვაჩნია ამის ღირსად (ლაიბნიცი)

15. ჩვეულებები გაცილებით უფრო აუცილებელია, ვიდრე კანონები. კანონები- ხომ თითქმის მათზეა დამოკიდებული (ბიორკი)

16. ეშმაკ ადამიანებს სძულთ ცოდნა, უბრალო ხალხს უკვირს იგი, ბრძენი ადამიანები კი სარგებლობენ მისით (მაკალეი)

17. ყველაფერი იციან და ყველაფერს იგებენ მხოლოდ სულელები და შარლატანები (ჩეხოვი)

18. ადამიანი, რომელიც ცოტას საქმიანობს, მეტისმეტად ყბედია; ვინც ცოტას ფიქრობს ის ბევრს ლაპარაკობს (მონტესკიე)

19. ადამიანის დანიშნულება ის კი არ არის, რომ ჯაჭვით შეკრული ცოცავდეს. ადამიანის დანიშნულება ფრთის გასლა და აღმაფრენაა (ჰიუგო)

20. ადამიანი ყველგან ერთნაირია. ყველგან არის გაჩაღებული ბრძოლა ღარიბსა და მდიდარს შორის (ბალზაკი)

21. არც ცოდნა, არც აზროვნება არ იწყება სრული ჭეშმარიტებით … აზროვნება არ იქნებოდა საჭირო, რომ მზა ჭეშმარიტებები არსებულიყო (გერცენი)

22. მამა მშობელი არ არის, მამა აღმზრდელია (მენანდრე)

23. ყველაზე ბედნიერი ადამიანები უმეცრები არიან, სახელი და დიდება კი ალალბედზე ჰკიდია და მის მისაღწევად მხოლოდ მოხერხებაა საჭირო (ლეოპარდი)

24. ადამიანი ერთადერთი ცოცხალი არსებაა დედამიწაზე, რომელმაც იცის, რომ უნდა მოკვდეს (სტენდალი)

25. ყორანს სურც, ყველაფერი მასავით შავი იყოს (ბლეიკი)

26. ბუნება არასოდეს ცდება. თუ ის სულელს ბადებს, ეს ნიშნავს, რომ ასეა საჭირო (შოუ)

27. თავისთავად ჭიანჭველა ბრძენი არსებაა, მაგრამ იგი ბაღის მტერია (ბეკონი)

28. გაიაზრეთ აუჩქარებლათ, მაგრამ გაბედულათ იმოქმედეთ, დაუთმეთ სულგრძელად მაგრამ მყარად შეეწინააღმდეგეთ (კოლტონი)

29. იმისთვის, რომ ადამიანებს ესმოდეთ შენი, გოლგოთიდან უნდა ელაპარაკო მათ, ჭეშმარიტება ტანჯვით უნდა დამტკიცო ან უკეთესია- სიკვდილით (ტოლსტოი)

30. შენ ბრმა ხარ, მე ყრუ-მუნჯი, მოდი, ჩავკიდოთ ხელი და შევეცადოთ, გავუგოთ ერთმანეთს (ჯებრანი)

31. ჩვეულებრივად, ადამიანები იმით ნაკლებად ტკბებიან, რაც მიეცათ და უფრო მეტს დარდობენ იმის შესახებ, რაც არ მიეცათ (ბელინსკი)

32. ძალიან ჭკვიანები დაძალიან ჭკვიანები ვერ იცვლებიან (კონფუცი)

33. უკეთესია, ათი დამნაშავის გამართლება, ვიდრე ერთი უდანაშაულოს დადანაშაულება (ბერტონი)

34. სხვას რომ ასწავლო, ამას უფრო მეტი ჭკუა სჭირდება, ვიდრე თვითონ რომ ისწავლო (მონტენი)

35. ჩვენ კმაყოფილები ვართ, როცა ჩვენს გონიერებაზე იცინიან და არა ჩვენს სიბრიყვეზე (სვიფტი)

36. არ ჰკითხო ჩვენს ნაკლოვანებებზე მეგობრებს, გაჩუმდებიან და არ გიპასუხებენ. უკეთესია გაიგო რას ამბობენ შენზე, შენი მტრები (საადი)

37. მე ვისწავლე დუმილი ბევრის მეტყველებისგან, მოთმინება- მოუთმენლობისგან და სიტეთე -არაკეთილისგან. მაგრამ, რაც უნდა გასაკვირი იყოს, მე არ განვიცდი არანაირ პატივისცემას არც ერთი ამ მასწავლებლის მიმართ (ჯებრანი)

38. სხვას ბევრი აპატიე, საკუთარ თავს- არაფერი (პუბლუისი)

39. გულის სიღრმეში ადამიანთა უმრავლესობას სიამოვნებს, როცა უახლოესი ადამიანი რამეში ჩამორჩება მას (ჩესტერფილდი)

40. მეგობრობა ქალსა და მამაკაცს შორის ღამის მოახლოებასთან ერთად სულ უფრო სუსტდება (ბისმარკი)

41. მომავალი ჩადებული უნდა იყოს აწმყოში, ამას გეგმა ჰქვია. ამის გარეშე სამყაროში არაფერი კარგი არ მოხდება (ლიხტენბერგი)

42. დღევანდელი ერთი საათი უდრის ხვალინდელი დღის ორ საათს (ფულერი)

43. მოთმინება ბრწყინვალეთვისებაა, მაგრამ დიდხანს თმენისთვის ცხოვრება ძალზე მოკლეა (აბულ-ფარაჯი)

44. არ არსებობს სიტყვა, რომელსაც შეუძლია გამოხატოს სრულად, თუ რას ნიშნავს დედა და ვინ არის იგი ჩვენთვის (პეტეფი)

45. ადამიანის ხასიათი უფრო მეტ ნაკლს შეიცავს ვიდრე მისი გონება (ლაროშფუკო)

46. ზოგს თავისი ნაკლიც უხდება, ზოგს კი თავის ღირსებაც აუშნოებს (სმაილსი)

47. სასაცილოა, გაურბოდე სხვათა ბიწიერებას, რაც შეუძლებელია და არ გაურბოდე შენსავე საკუთარს, რაც შესაძლოა (ავრელიუსი)

48. ნიჭი ძალზე საშიში შეიძლება აღლოჩნდეს, თუ ის ადამიანს არ ემსახურება (სოფოკლე)

49. სიყვარულს განსჯა არ მართავს (მოლიერი)

50. უნდა ძლიერ გრძნობდე, რომ სხვებმაც იგრძნონ (პაგანინი)

51. წარმოდგენაც არ გვაქვს, სად შეიძლება გადაგვჩეხოს ჩვენივე ვნებამ (ლაროშფუკო)

52. რაც ჭკუას სირცხვილად მიაჩნია, ის გულისთვის დიდი სილამაზეა (დოსტოევსკი)

53. ადამიანები დაბადებულნი არიან იმისთვის, ერთმანეთს დაეხმარონ, როგორც ხელი- ხელს, ფეხი- ფეხს, ზედა ნაწილი- ქვედას (ავრელიუსი)

54. დავა შეიძლება მასთან ვისაც არ ეთანხმები და თანაც კარგად გესმის მისი (ბელინსკი)

55. დაცინვა, თუ მასში მისამართის ნასახიცაა, სულში მომაკვდინებელ იარას ტოვებს (ტაციტი)

56. აწმყო ეკუთვნით- ცოცხალთ, ნამყო- მეცნიერთ და მერმისი დიდბუნოვან ადამიანებს (დემოკლიტე)

57. წლები გვასწავლიან იმას, რაც დღეებმა არ იციან (ემერსონი)

58. ეჭვიანობა არყევს და წამლავს ყველაფერს, რაც კარგი და ლამაზია სიყვარულში (ბრუნო)

59. თავისუფლება თავშეუკავებლობაშიკი არა, საკუთარი თავის ფლობაშია (დოსტოევსკი)

60. იდეები მხოლოდ მოაზროვნე ადამიანების თავში არსებობს (ვინდელბანდი)

61. ისტორია მეორდება ამაშია მისი ნაკლი (ბდაროუ)

62. კანონის დარღვევაში უფრო მეტია სისუსტე ვიდრე -ძალა (ბიორკი)

63. არავისთვის ვარგა ის , ვინც მხოლოდ საკუთარი თავისთვის ვარგა (ვოლტერი)

64. ვიწრო ბილიკზე გზა შეანელე და გზა გამვლელს დაუთმე. ჭამისას მესამედი მიირთვი, დანარჩენი ახლობელს მიაწოდე, ესაა ბედნიერების საიდუმლო (ძიჩენი)

65. ნაკითხი სულელი სულელის ყველაზე დოკუმენტური ნაირსახეობაა (ტეილორი)

66. ვისაც კეთილი გული აქვს, მას მადლიერების გრძნობა არ ამძიმებს (ბომარშე)

67. მხდალთა გარემოცვაში ადამიანი მარტოსულად გრძბობს თავს (კამიუ)

68. თუ სამნი შევიკრიბებით, ამით უთუოდ შევიძენ ორ მასწავლებელს. ვეცდებილ კეთილ ადამიანს მივბაძო, ხოლო გარყვნილის ნაკლოვანებებზე დაკვირვებით- გამოვსწორდე (კონფუცი)

69. ქალებზე მხოლოდ ნამდვილმა მამაკაცებმა უნდა ისაუბრონ (ნიცშე)

70.მოდი ვილაპარაკოთ ის, რასაც ვფიქრობთ და ვიფიქროთ იამაზე რა ვილაპარაკოთ (სენეკა)

71. პოლიტიკაში გენიოსობა შექნა კი არა შენარჩუნებაა (რივაროლი)

72. ადამიანი საზოგადოების გარეშე ან ღმერთია ან ცხოველი (არისტოტელე)

73. ლაპარაკისთვის ბევრი დაჯილა, დუმილისთვის კი- არავინ (ციცერონი)

74.საუბრის წაყავანა ნიჭია (სტენდალი)

75. ჩვენ ხშირად უფრო მნიშვნელოვანს საუბრიდან ვიღებთ, ვიდრე წიგნიდან (ბიორკი)

76. თუ ადამიანი ორ ერთმანეთის საპირისპირო საქმეს მოჰკიდებს ხელს, ერთ-ერთი ნამდვილად არ გამოვა (ეზოპე)

77. პატარა საქმეები პატარა ადამიანებს ბადებენ (დიზრაელი)

78. საშიშროების უმრავლესობა სწორედ მაშინ გვაწყდება თავს, როცა მისგან გაუაზრებლად ცდილობთ გაქცევას (მონტენი)

79. სიამაყე, რომელიც გვაიძულებს, დავგმოთ ყველა ის ნაკლი, რაც ,,ჩვენი აზრით”, არ გაგვაჩნია, იმავდროულად გვაიძულებს ზიზღით ვუყურებდეთ ყველა იმ ღირსებასაც, რომლებიც ასევე უცხა ჩვენთვის (ლაროშფუკო)

80. უდიდესი სიამოვნებაა პატიოსანი ადამიანისთვის – სიამოვნება მიანიჭო საკუთარ მეგობარს (ვოლტერი)

81. ჭკუის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უპირატესობაა ის, რომ ჭკუა ადამიანს სიბერეში პატივისცემას ანიჭებს (სტენდალი)

82. ბრძენი ჩვეულებრივი ლიდერია, რომელიც გამარჯვების ნიჭის მიუხედავათ ყოველთვს ჩრდილში რჩება (მენეგეტი)

83. თითქმის ყოველთვის და ყველგან , სადაც გონივრული არგუმენტი თავდება, იწყება ყვირილი (ლეონარდო)

84. სიკეთის საკეთებლად ჭკუაა საჭირო. სულელებს ეს არ ხელეწიფებათ (პომპადური)

85. იყავი სამართლიანი, ნუ გაცხარდები, მიეცი მავედრებელს- სი ხომ ბევრს არ გთხოვს! ამ სამი მცნებით შენ წმინდანებს მიუახლოვდები (ბუდისტური სიბრძნე)

86. ქალს აქვს ილუზიის შექმნის უდიდესი უნარი, მას შეუძლია ისეთი გამოჩნდეს, როგორიც სინამდვილეში არ არის (ბერდიაევი)

87. ქალს დიდხანს შეუძლია უერთგულოს თავის პირველ სიყვარულს, თუკი არ შეხვდა მეორეს (სტენდალი)

88. ყოველი ადამიანი, ყოველი ცხოველი, ყოველი საგანი სახიფათოა. დროს გააჩნია მხოლოდ (კონსტანტინე)

89. ავადმყოფობა ადამიანს ჩვეულებრივს ხდის, მთლიანად სხეულად აქცევს (მანი)

90. სწავლის მსურველთ ხშირად თავიანთ მასწავლებელთა ავტორიტეტი ვნებთ ხოლმე (ტულიუსი)

91. ორივე მხარის სისუსტე, ეს არის ნებისმიერი დავის დამახასიათებელი ნიშანი (ვოლტერი)

92. ვისაც დაცინვის ეშინია ის უფრო მეტად მხდალია, ვიდრე ის , ვისაც მტრის ეშინია (პლუტარქე)

93. ეჭვიანის სიყვარული უფრო სიძულვილს გავს (მოლიერი)

94. აზროვნების პატიოსნება უფრო იშვიათი შემთხვევაა, ვიდრე ყოფა-ცხოვრების პატიოსნება (ბერნე)

95. გეშინოდეს მომთმენი ადამიანის მრისხანების (დრაიდენი)

96. დროზე ნათქვამი ერთი საყვედური ასეულ ქებას გვიმზადებს (შტრეინბერგი)

97. როგორ ლამაზადაც უნდა ილაპარაკოს ადამიანმა, თუ ის ბევრს ლაპარაკობს, ბოლოს მაინც სისულელეს იტყვის (დიუმა)

98. ბრიყვები არასოდეს პატიობენ და არც ივიწყებენ. გულუბრყვილოები პატიობენ და ივიწყებენ. ბრძენები პატიობენ და არ ივიწყებენ (საადი)

99. ზოგიერთი პოლიტიკოსის დღევანდელი დიდება მომდევნო თაობის წყევლაა (შვებერი)

100. პოლიტიკის მთელი საიდუმლოება იმაში მდგომარეობს, რომ იცოდე დრო, როდოს მოიტყუო და იცოდე დრო, როდის უნდა გაჩუმდე (პომპადური)

დღეს ამით დავამთავრებ. ეს იქნება დასაწყისი სტატიების ციკლისა ,,ბრძნული გამონათქვამები”. ამდენად, ელოდეთ მომავალშიც ბრძენი ხალხის ნააზრევს.



წყაროhttp://ucnauri.com/
კატეგორია: სხვადასხვა | ნანახია: 9088 | დაამატა: giorgi1998 | ტეგები: გამონათქვამები, ბრძნული | რეიტინგი: 5.0/1

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 3
0   Spam
3 toko001   (26.01.2014 02:56:27) [მასალა]
პირველს რაც შეეხება ქრისტიანი კაცისთვის ერთადერთი კვალი დატოვა უფალმა რაზეც ბევრმა წმინდანმა და პატრიოტმა ადამიანმა იარა და პირიქით კვალი არ წაშალა შემოგვინახა და დღესაც შეგვიძლია ამ კვალით გზა გავიკვლიოთ ჭეშმარიტებისკენ! ბრძენი კაცი შეცდომებს არ უშვებს ჭკვიანი კიდე სხვის შეცდომებზე სწავლობს. პირიქით კარგ ადამიანებს უნდა მივბაძოთ და მათ კვალზე ვიაროთ რადგან ცოდნა თანდაყოლილი არ არის! ეს უბრალოდ ჩემი აზრია. ძაან მაგარია! განსაკუთრებით მომეწონა 4_ე 10_ე და 29_ე. 23_30_126

0   Spam
2 giorgi1998   (24.01.2014 01:39:05) [მასალა]
nika98,მადლობა

0   Spam
1 xvicha1   (22.01.2014 09:38:20) [მასალა]
შვებერი მაგარია

166

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 2
    სტუმარი: 2
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика