ინფორმაციას მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს. "მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრისთვის ცნობილი გახდა, რომ არხოტში მყოფ ბარისახოელ ერეკლე ჭინჭარაულს ამღასთან ახლოს ყინულზე ფეხი მოუცურდა და ასაში ჩავარდა. ის, მასპინძელ პაატა წიკლაურთან ერთად 2 იანვარს დილას ადრე ამღიდან მესაზღვრეებისკენ მიდიოდა ახალი წლის მისალოცად. საზღვარი ამღიდან 9 კილომეტრშია.
დეტალების დაზუსტება რთულია, რადგან ერთადერთ მოწმეს ასევე უტელეფონობის გამო არხოტში ვერ ვუკავშირდებით. თბილისსა და ბარისახოში მყოფებმა კი ეს ამბავი ასევე გადმოცემით იციან.
პაატა წიკლაურის ოჯახი ამღის ერთადერთი მოსახლე კომლია, პაატა და მისი ძმა გიგი მარტო ცხოვრობენ სოფელში დედასთან, სანდო წიკლაურთან ერთად.
როგორც ჩანს, დასველებულმა ერეკლემ მოძრაობა ვეღარ შეძლო. მარტო პაატაც ვერ დაეხმარა მეგობარს. სანამ ის მესაზღვრეებთან ჩავიდა, სანამ საზღვრიდან სამაშველო სამსახურს დაუკავშირდნენ, სანამ ვერტმფრენი ექიმებით არხოტში ჩაფრინდა, 26 წლის ერეკლე ჭინჭარაული გარდაიცვალა...."
წყარო: http://newposts.ge/?l=G&id=27489-%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%AE%E1%83%9D%E1%83%A2%E1%83%98#.UsfDRwxS_CY.facebook
|