ბელგიელი ოსტატის, ალფონს ფორჟერონის ეს თოფი დამზადებულია М.Leve-ს
პატენტის მიხედვით; ყალიბი 12, სავაზნე 70მმ, ლულის სიგრძე 72სმ, გამორთვად
ეჟექტორებზე(მარჯვენა ვაზნის ეჟექციას გვერდზე ახდენს მარჯვნივ, ხოლო
მარცხენასი კი გვერდზე მარცხნივ. გაუსროლელი ვაზნა მხოლოდ გამოაქვს),
ახალი ვაზნა მიეწოდება ქვემოდან.
М.Leve-ს მიერ დაპატენტებულია 1926-1928 წლებში. გამომგონებელი კარგი
მონადირე იყო და როგორც აღნიშნავენ ბეკასებსა და ღორზე სანადიროდ გამოიგონა
ეს სისტემა
რთ-ერთი უიშვიათესი ყტუპი, რომელიც ინგლისელმა ოსტატმა ნელსონმა დაამზადა.
მათი უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ ლულები კრუპის ფოლადისაგან არის
დამზადებული(ინგლისელები, როგორც წესი, საკუთარ ფოლადს სწყალობდნენ მხოლოდ
და არც თუ უსაფუძვლოდ).
წარმოგიდგენთ ძალიან საინტერესო ეგზემპლიარს, რომელიც რამდენიმე ცნობილი მეიარაღის სახელთანაა დაკავშირებული.
ლულაზე წარწერის მიხედვით: ფრანგი მეიარაღეები 1) C.H. Houllier-Blanchard_
მუშაობდა სანტეტიენში 1845-1855 წლებში და პარიზში(Paris, Rue of Clery)
1855-1870 წლებში. 2) Pidault_ ცნობილი პარიზელი მეიარაღეა, რომელიც
მუშაობდა მეცხრამეტე საუკუნის ბოლოდან მეოცეს დასაწყისამდე.
დამღები ბელგიურია და კალაპოტი აწყობილია ანტუან ჯოზეფ დეფურნის მიერ დამზადებული ნაწილებით.
უნდა ვივარაუდოთ, რომ იარაღი აწყობილია საფრანგეთში ბელგიური ნაწილებით.
ასე ხდებოდა ხოლმე, რადგან ბელგიური ხარისხი ფრანგულს არაფრით
ჩამოუვარდებოდა, ამასთან ფასი ბელგიაში იარაღის ნაწილებზე საკმაოდ დაბალი
იყო საფრანგეთთან შედარებით...
Burkard Behr-ის პატენტი(გერმანია)
მეცხრამეტე საუკუნის ბოლოსა და მეოცეს დასაწყისში ნიტროდენთზე გადასვლასთან
დაკავშირებით, მწარმოებლებმა თოფების ლულათა რყევისაგან
დასაცავად(კლიენტთა დასარწმუნებლად) ასეთი კონტრუქციების გაკეთებაც კი
დაიწყეს
გასაგები მიზეზების გამო მათ დიდი მოწონება არ დაუმსახურებიათ...
ლეონიდ ილიჩ ბრეჟნევის შტუცერი МЦ-10-09, რელიეფური გრავირებითა და ფერადი მოვარაყებით. კონდახის სახელურზე გენსეკის ინიციალებით.
МЦ-10-09
Гладиаторы ა.ვ. შურინოვის გრავირება
ხრახნილლულიანები
წარმოგიდგენთ თოფს, რომელიც დამასკურის ვიდზეა, თუმცა ტექნიკური
მაჩვენებლებით არაფრით ჩამოუვარდება თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური
ლითონისაგან დამზადებულ იარაღს. ვინ გააკეთებდა ასეთ თოფს თუ არა პერდე?!!!
Purdey Damascus
ამ უნიკალურმა თოფმა 2010 წელს იხილა დღის სინათლე. მოდელი "Damascus"
განსაკუთრებულია იმით, რომ მასალად გამოყენებულია დამასკური
ფოლადი(დეტალების უმეტესობა ამ ფოლადისაა). ამის გამო პერდეს ეს მოდელი
ვიზუალურად განსხვავდება სხვებისაგან.
განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ის გარემოება, რომ ამ თოფის მასალა
თვისობრივად განსხვავდება წარსულში ცნობილი(დღევანდელობაში კი ცივი იარაღის
დასამზადებლად იყენებენ ზოგჯერ) დამასკისაგან. პერდეს ოსტატებმა
გამოიყენეს 2 მარკის ძალიან მყარი ფოლადის მაღალტექნოლოგიური, თანამედროვე
შენადნობი, რომელიც ნიტროგენით ავსებულ ჰერმეტულ კამერაში დნება და
იწრთობა.
ამ ტექნოლოგიით დამზადებული მასალა დამასკური ფოლადის ნახატს იმეორებს და
ამავე დროს ყველაზე თანამედროვე ფოლადს სიმყარით არაფრით ჩამოუვარდება.
თოფის ყალიბია 20; ლულის სიგრძე 30 დიუმი; წონა 3,1კგ.
ახლა კი თოფის ფასით ისიამოვნეთ: 104 575 გირვანქა სტერლინგი(ფასი ბრიტანეთში).
GEBRUDER REMPT იგივე REMO(გერმანია, ზული)
ტყუპების პირველი ნომერი, 16 ყალიბი, ლულის სიგრძე 75სმ.
პერდე დამასკუსზე საერთოდ ვჭედავდიი.....ნალებს კი არაა, იმენა ვჭედავდიიიი, სულ სხვა რაღაცაა, მაღალი მატერიალები და ეთიკურობის საწყისიც კი არის ეს თოფი ვიდრე უბრალოდ ლამაზად დამუშავებული ლითონისაგან მიღებული ცეცხლსასროლი იარაღი. მც-109 რაც არის ყველას მოეხსენება, უნიკალური მეტალისაგან შექმნილი მც-ს ძვირფასი და სპორტული მოდელები მსოფლიოს მოწინავე იარაღმწარმოებელთა რიგებში ამაყად დგას.დღესაც კი გასაიდუმლოებულია მისი ფოლადის დამზადების მეთოდი. ზედმეტად რომ არ იყოს აჭრელებული სომხურ გიტარასავით ხო მთლად უკეთესი,
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!