ამ ახალგაზრდა, ნიჭიერმა ჭაბუკმა შეძლო თავისი საკუთარი ხელებით შეექმნა „ელვა". ელვა- ელექტროსტატიკური მუხტის ნაპერწკლოვანი განმუხტვაა, რომელიც ელვის ღრუბლებში წარმოიქმნება და თან ახლავს მკვეთრი ნათება;
1001 ცხენის ძალის ზღაპარი - დუბაიში პოლიციელები მართლაც საოცნებო ავტომობილებით დადიან, მაგრამ ამ მანქანების სიმძლავრეს თითქმის არ იყენებენ ინტერნეტსივრცეში გავრცელებული ფოტო, რომელზეც Bugatti Veyron დუბაის პოლიციის ავტომობილის რანგშია გამოყვანილი, ყალბი აღმოჩნდა. ფოტო, რომელმაც მთელი მსოფლიოს მედია მოიარა, ფოტოშოპით ისე ოსტატურადაა გაკეთებული, რომ ყველას ნამდვილი ეგონა. დუბაის პოლიციის შეფის რეაქცია სენსაციურია: მან მართლაც შეუკვეთა ხსენებული მანქანა ”სულ რაღაც” 2 მილიონ ევროდ და იმისათვის, რომ ვიღაც ცელქი იუზერის ხუმრობა ტყუილი აღარ იყოს, უძვირფასეს, 1001 ცხენის ძალის მქონე ”ბუგატის” ახლო მომავალში საპატრულო საქმიანობაში ჩართავს. ეს ამბავი 1001 ღამის ზღაპარს ჰგავს, მაგრამ სინამდვილეში 1001 ცხენის ძალის ზღაპარია.
1977 წელს შვედეთში მეიარაღე ოსტატის ვიგო ოლსონის მიერ დაარსებული კომპანია VO Vapen მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული სანადირო თოფების წარმოებითაა ცნობილი. მისი პროდუქციის ღირებულება რამდენიმე ასეული ათასი დოლარიდან იწყება. ძვირადღირებულ და მაღალი ოსტატობით შესრულებულ თოფებს მხოლოდ ხელით აწყობენ. პროდუქციის თავისებურებიდან გამომდინარე, წელიწადში მხოლოდ რამდენიმე ეგზემპლიარი მზადდება.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!