ეს მონადირე მოვლილი და სახლში გაზრდილი ძაღლი დღეს პატრონმა თავშესაფარში ჩააბარა. საზღვარგარეთ მივდივარო. ერთი შეხედვიტ ჩვეულებრივი ისტორიაა მაგრამ მე ძარლის ასეთი ნერვიულობა პირველად ვნახე. ადამიანივით ტირის გულის ცუდად გახდომამდე. კანკალებს ძვლებიანად. ისეთ დღეშია რომ თავშესაფრის ვეტერინარმა კესომ ამაღამ სახლში წამოიყვანა რომ იქნებ როგორმე დააწყნაროს. თუმცა უშედეგოდ. თავშესაფრიდან კესოს სახლამდე ყველა სადარბაზოში შერბოდა, ყველა გამვლელ პატრონის ასაკის ქალს სუნავდა და ყველა ტაქსში იყურებოდა (ტაქსით მოიყვანეს) ძაღლი ასაკიანია მაგრამ ჯანმრთელი ენერგიული , მოვლილი. ბევრი წელი კიდევ უპრობლემოდ გაგიწევთ მეგობრობას. სასწრაფოდ სჭირდება პატრონი თორემ კესოს ხვალ თავშესაფარში უწევს მისი დაბრუნება და ვერ გადაიტანს.
დაგვაინტერესა ამ ძაღლმა და დღეს ვიყავით ხაშურიდან წასულები ,და პატრონმა იმიტო ჩააბარა რო ვეგარ ნადირობდაოო ესე გვითხრა თამაზმა,ხუმრობა იყო თუ რა იყო ვერ ვხვდები ესს.,ძაღლი რო ვნახეთ ჯოხით გამოვიდა ეზოში ისეტი ბებერი იყო.ძაღლთა სახლმა ეცადა ჩვენი გაცურება თუ რა მოხდა ვერ ვხვდები.სურათზე კაი ვიდზეა ძაღლი და რავიციიი.. ხარჯი გაწიო კეთილი საქმისთვის და ესე დასრულდესსს
ძალიან შემეცოდა მეც მყავდა პოინტერი რომელიც უჩემოდ არ ნადირობდა და სულ მეძებდა მინდორში თუ უცხოებტან მყავდა წაყვანილი ერთხელ სოფელში წავიყვანე და 3დღით დავტოვე ბიძაშვილთან იმ სამ დღეში პირი არაფერს დააკარა სანამ არ ჩავედი. ჩემი ძაღლი გამახსენდა
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!