ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ტყის ქათამზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4114
მტკვარზე თევზაობა   
Shamanპასუხების რაოდენობა: 55
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 200
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2013 » ნოემბერი » 4 » რეპრესიები: პარლამენტი ძროხების წინააღმდეგ!    

00:28:20
რეპრესიები: პარლამენტი ძროხების წინააღმდეგ!
რეპრესიები: პარლამენტი ძროხების წინააღმდეგ!
რეპრესიები: პარლამენტი ძროხების წინააღმდეგ!
02-11-2013
ერთხელ მე და ჩემი ორი მეგობარი ამბროლაურიდან შაორის ტბამდე ერთმა ქუთაისელმა მძღოლმა წამოგვიყოლა. გზაში რამოდენიმე წუთით ნახირმა შეგვაყოვნა და ეს ჩვენი ქუთაისელი მწყრობიდან გამოვიდა. აესე უთავბოლოდ დადიან ე ძროხები, მიდი აბა, თუ ბიჭი ხარ, დაარტყი, სიმონ?! მოვა მერე პატრონი და უნდა გოდოუხადო ძროხის საფასური. გამოის, რომ ძროხა "ვეჩნად" მართალია, სიმონ - ცხარობდა ქუთაისელი. 

ამ ამბის მერე რამოდენიმე წელი გავიდა და სულ სიცილით ვიხსენებდით "ძროხა ყოველთვის მართალიას" ამბავს. თუმცა გამოხდა ხანი და ჩვენმა ორიგინალური იდეების გენერატორმა პარლამენტმა, ისმინა რა ქუთაისელის ვედრება, განაჩინა, რომ ამიერიდან ძროხა ყოველთვის მართალი ვერ იქნება. პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში იფიქრეს, იფიქრეს და პრეზერვატივების კანონის მერე, რომელიღაც მეგამოაზროვნე ძროხებს მისდგა, აქაოდა უკვე ძალიან თავს გავიდნენ ეს ძროხები, პრობლემებს უქმნიან მგზავრებს და ეს მეხრეებიც არაფერს აკეთებენო. ამიტომ, ის ძროხა, რომელიც ამის მერე დაარღვევს მოძრაობის წესს, დაჯარიმდება ათი ლარით. წინა ხელისუფლებას რა ვუთხარი მე - აშენებდნენ შუშის შენობებს და ასეთი სახელმწიფოებრივი საკითხები გვერდზე რჩებოდათ. ალბათ, ძროხებს ზანზალაკში ჩაუკუჭავენ ათლარიან ჯარიმას და მეხრესაც საკუთარი ფეხით მიართმევს პირუტყვი ათლარიან გადასახდელ ბარათს. 

ისე, ვის თავშიც ეს გენიალური აზრი იშვა, საერთოდ ნამყოფია სოფელში? ბევრ ოჯახში დილით ძროხას რომ გაუშვებენ და საღამოს თავისით რომ ბრუნდება, ნეტავ გაუგია?! საარსებო მინიმუმი უკვე ზღვარს გადაცდა და აღარ იცით, რა მოიგონოთ?! ან ვინმეს სადმე უნახავს გავეშებული ძროხა დარბოდეს ტრასაზე? ისე, ძალიან მაინტერესებს, როგორ აპირებენ ძროხას ჩაუნერგონ წესრიგის ცნება. ალბათ, დაიწყება საყოველთაო პროგრამა და ჩამოიყვანენ ევროპიდან მასწავლებლებს - იქ ხომ ძროხაც წესიერად იქცევა. საინტერესოა, თუ ძროხა არასრულწლოვანია, მაინც მეხრე აგებს პასუხს? ალბათ, ძროხას სამოქალაქო ურთიერთობის სუბიექტად დააკანონებენ, დაე, თავად დაიცვას საკუთარი თავი. 

მიბაძე ევროპას - ჯერ მოქალაქეებს ჩაუნერგე წესრიგის შეგნება და მერე გადადი ძროხებზე, ღორებზე, ბატებზე და ინდაურებზე. 15 ნაბიჯის მოშორებით რომ მიწისქვეშა გადასასვლელია და მაინც წითელზე გადადის ადამიანი და შენ ამ დროს მეხრეს აჯარიმებ 10 ლარით, რავიცი.... ნახევარზე მეტმა მანქანის ტარება რომ არ იცის, მაგაზე ვინმე ამახვილებს ყურადღებას? ეტყობა მავან პარლამენტის წევრს თბილისიდან ქუთაისამდე მგზავრობისას ნახირი 15-20 წუთით უგრძელებს გზას. ძროხებს აპატიეთ, რამეთუ არა უწყიან, რასა სჩადიან უგუნურნი.

საინტერესოა, როგორ მოხდება ხოლმე კანონდამრღვევი ძროხების დაპატიმრება. როგორც წესი, ყოველი პატიოსანი ძროხა (ორფეხებისგან განსხვავებით) მარტო მუუუუუ-ს იძახის - როგორ უნდა გაიგოს პატრულმა, ვისმა ძროხამ დაარღვია მოძრაობის წესები? წარმოიდგინეთ სოფელში მოსიარულე პატრული რუპორით - თეთრი ძროხა შავი კოპლებით ვისიაო, რომ გაიძახის.
არადა, ევროპაში და ავსტრალიაში ტაშ-ფანდურა აქვთ ძროხებს გამართული. შეიძლება ამ კანონს იმიტომ იღებენ, რომ ინდოელებმა პროტესტის ნიშნად დატოვონ ქვეყანა, არ ვიცი, უბრალოდ ახსნა არ მაქვს. ნუთუ იმ ქუთაისელ მძღოლს ასეთი გავლენა აღმოაჩნდა ახალ ხელისუფლებაზე? 

ისე, სიამოვნებით დავაფიცებდი კონსტიტუციაზე ამ კანონის მიმღებს - პარლამენტი რომ ქუთაისში არ გადაეტანათ, ვის დააინტერესებდა ნახირის არსებობა. ხომ გაგიგიათ უცოდინართა ქვეყანაში ძროხებს აზმუვლებდნენო და მეხრეებს აჯარიმებდნენო. არ მგონია, ეს ბლოგი მეხრემ წაიკითხოს, მაგრამ წარმოიდგინეთ დაღლილი მეხრე მიდის სახლში და აღმოაჩენს, რომ სანამ ალთას იყურებოდა, ძროხა ბალთას გადასულა და ჯარიმაც "აურტყია". ვერაფერიშვილ გუნებაზე დადგება ადამიანი. 
კიდევ ერთი - ამ კანონმა რატომღაც ჯორჯ ორველის "ცხოველთა ფერმა" გამახსენა. ამ ჩვენ ძროხებს ჯერ მოძრაობის წესები ვასწავლოთ, მერე წერა-კითხვა, მერე სხვა ვალდებულებებიც მოვთხოვოთ და მერე იქნებ საზოგადოების სრულფასოვანი წევრებიც გახდნენ. ბარეორს ახლანდელ მდგომარეობაშიც ჯობიან ზრდილობითა და პატიოსნებით. ბევრს აღარ გავაგრძელებ, ამ ბლოგს ერთი ძველი ანეკდოტით დავასრულებ:

პატრული: ათლარიან ჯარიმას გიწერ და მეტი აღარ ქნა!
ძროხა: მუუუუუ...
პატრული: ჰა, მიპასუხე, იზამ კიდე?
ძროხა: მუუუუ...
პატრული: რა, მუუუუუ?
ძროხა: აბა, რა ათლარიანი ჯარიმა?!


წყაროhttp://www.kvirispalitra.ge/
კატეგორია: საქართველოს ამბები | ნანახია: 1971 | დაამატა: Admin | ტეგები: წინააღმდეგ!, პარლამენტი, ძროხების, რეპრესიები: | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 5
0   Spam
5 otomari   (06.11.2013 19:35:17) [მასალა]
10 10 10 10 10

0   Spam
4 dato75   (05.11.2013 22:53:55) [მასალა]
069 069 069 069 069 069 069 069

0   Spam
3 cheisi   (05.11.2013 10:36:28) [მასალა]
069 069 069 166

0   Spam
2 mere   (05.11.2013 01:12:38) [მასალა]
კი მართალია ერტი მხრივ მაგრამ გზაზე რომ არ უნადა ბორიალებდენ ესეც სწორია არა? გადადენონ და მორჩა ,უკეტესია მოსვრილი გზადა ბუზების მოგერიებიტ გართული ძროხების გვერდისავლა?

0   Spam
1 TURA   (05.11.2013 00:37:49) [მასალა]
069 069 069 10

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 3
    სტუმარი: 3
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика