რუსული საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, შავმა ზღვამ სოჭში - საკურორტო ქალაქ გოლოვინკაში ივერიის ღვთისმშობლის ხატი სანაპიროზე გამორიყა, რაც ძლიერმა ღელვამ გამოიწვია.ღვთისმშობლის ხატის ერთ - ერთმა თვითმხილველმა დამსვენებელმა წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში მიასვენა აღნიშნული ხატი.. იმავე რუსული სააგენტოს ცნობით, ტაძრის წინამძღვრის კონსტანტინე ხადარინის განცხადებით, აღნიშნულ ხატზე მისი შექმნის თარიღია მონიშნული. როგორც ირკვევა, ხატი 1896 წელს დაიწერა, ამასთან მოძღვარი განმარტავს, რომ მისი ავტორი ან მფლობელი სავარაუდოდ მოსკოველი ალექსანდრე სმირნოვია.
თვითმხილველების განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ხატი ზღვაში დიდი ხანი იყო, ძალიან დაზიანებული არ არის.მათივე თქმით: - " ხატი ოქროსა და ვერცხლშია შესრულებული და ძვირფასი ქვებითაა მოჭედილი. ჩვენ გაგვაოცა იმან, რომ ივერიის ღვთისმშობლის ხატი ნაპირზე სწორედ იმ დღეს გამოვიდა, რა დღესაც მართლმადიდებლური სამყარო ტაძრებში სწორედ ამ ხატის დღეს აღნიშნავენ" - აცხადებს წინამძღვარი.( ივერიის ღვთისმშობლის ხატის ხსენების დღე 13 ოქტომბერია). წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში დასვენებულ ხატს რესტავრაცია ჩაუტარდება. ხატი ამ დრომდე ტაძარში ინახება და მის საპატივცემულოდ ქალაქი საღვთო - სადღესასწაულო წირვა - ლოცვას სწორედ დღეს 25 ოქტომბერს გეგმავს. გარდა ამისა, წმინა ნინოს ტაძრის წინამძღვარი უკვე ეძებს ოსტატებს, რომლებიც ხატის რესტავრაციას შეძლებენ. |