წარმოგიდგენთ ყველაზე ექსტრემალურ კერძებს მსოფლიოში.
პერუელი ქალბატონი აბლენდერებს წინასწარ გამზადებულ ბაყაყს. პერუში თვლიან, რომ სოკი ბაყაყიდან (extracto de rana) უძლიერესი აფროდიზიაკია.
ბოლივიელი ყასაბი ასუფთავებს ცხვრის თავს. სუპი ცხვრის თავიდან ბოლივიელების ერთ-ერთი საყვარელი კერძია.
ეს ქალი ჭრის შემწვარ კატას კოტ დივუარიის ერთ-ერთი რესტორნის სამზარეულოში. კატის ხორცი ტრადიციული კერძია აზიისა და აფრიკის უმრავლეს რეგიონებში.
კუს ხორცი ყოველთვის შეგიძლიათ შეიძინოთ ნიკარაგუის ერთ-ერთ საპორტო ქალაქში. ერთი ფუნტის (454 გრ) ფასი 1, 10 დოლარია.
ინდონეზიაში შეგიძლიათ ნებისმიერ რესტორანში დააგემოვნოთ კობრის ხორცი. კვირაში დაახლოებით 1000 კობრამდე იჭერენ და ერთ ცალს ყიდიან 1, 15 დოლარად.
ქალი სუდანიდან ამზადებს კერძს აქლემის ღვიძლიდან.
ეს ადამიანი ვიეტნამიდან ამზადებს ძაღლებს გასაყიდად. ძაღლის ხორცი აზიის უმეტესი მცხოვრებთა ტრადიციული კერძი არის.
ოდესღაც ვიეტნამში ვირთხებს ჭამდნენ მხოლოდ ძალიან გაჭირვებულ პერიოდში. ეხლა კი მას მიირთმევენ მთვარის კალენდრის დასრულების დროს.
ეს ქალბატონი ამზადებს კერძს ზღვის გოჭიდან. ის ითვლება დელეკატესად სამხრეთ ამერიკაში.
სუპს ქვეწარმავლებიდან ხშირად ამზადებენ ჩინეთში. გველის ხორცს ჩინურ სამზარეულოში დიდი ადგილი უკავია, ის ითვლება სასარგებლო პროდუქტად.
ტაივანში თვლიან, რომ კობრის კვერცხებს ემბრიონიდან სამკურნალო თვისებები აქვს.
ეს კაცი საუდის არაბეთში ჭამს ეგვიპტური ხვლიკის ფეხებს უმად. ამბობენ რომ ხვლიკის სისხლი კურნავს ბევრ დაავადებებს და აძლიერებს ორგანიზმს.