ფოტოები გადაღებულია ორი კვირის წინ. გიჩვენებთ, რა ხდება ბორჯომ ხარაგაულის ტყეპარკის მიმდებარე სოფლებში კერძოდ: სოფელ "ზვარესა" და სოფელ "ნუნისში"
ფოტოზე ასახულია გზისპირა ბუნებრივი ხევი, რომელიც ნაწილობრივ ამოივსო გვირაბიდან გამოტანილი ნაშალი მასალითა და ქვა-ღორღით რის შემდეგაც სამანქანო გზას მოემატა რამოდენიმე ერთეული მეტრი სიგანეში და მდინარე დაიფარა მიწით და ლოდებით რომელიც დღესაც ნანგრევების ქვეშ გაედინება.
გასწორებული ნანგრევი მასალა, რომელიც ვითომ და გზის პირს წარმოადგენ, არადა სინამდვილეში უფრო სასიკვდილო მახეს წარმოადგენს, რადგან ფოტოზე გარკვევით ჩანს თუ რამხელა ნაპრალებია მიწაზე
ზემოთ მოცემულ ფოტოში ნაჩვენებია თუ, როგორ შედის მიწის ქვეშ მდინარე...
სადაც ხევი განიერი იყო. იქ ჯერ ამოავსეს, მერე სამანქანო გზა გააკეთეს და საფუძვლიანად დაიწყეს ხევის ამოვსება რის შედეგადაც რამოდენიმე მეტრი მიწის მასა დაეყარა მდინარეს.
ადრე ამ ადგილას მდინარე იყო. ეხლა ის მიწის ქვეშაა მოქცეული. ამ მდინარეში ბინადრობდა, მთის კალმახი. ეხლა კი მისი ყოფნა საკითხავია, როგორ მოახერხებს ორაგული მიწისქვეშ გასვლას? რათა მთის სიღრმეში ავიდეს და ქვირითი დადოს??
ხედი სოფლად მიმავალი ხიდიდან...
მთის კალთები, რომელიც ჩინელებმა შეალამაზეს.
ჩინელი მშენებლების საცხოვრებელი.
საინტერესოა, როგორ შეაფასებს ყოველივე ამას მნახველი?
სტატია ეკუთვნის საიტ http://www.bazieri.ge-ს სხვა საიტზე გადატანისას ან რაიმე საინფორმაციოში გამოყენებისას მიუთითეთ სტატიის სილკა (ლინკი) ან საიტის დასახელება ადმინისტრაცია...
ეს თემა მაწუხებდა რამდენი ხანია და არ ვიცოდი რა მექნა. მაგ სოფელში ვარ ნახევრად გაზრდილი და ბავშვობიდან ყველაზე დიდი სიამოვნება რაც მახსოვს, ამ მდინარეზე კალმახის დაჭერა იყო. მეორე წელია დავდივართ და ერთი ცალიც არ დამიჭერია. გაქრა.... მადლობა თემის წამოწევისთვის.
მთავარი პრობლემა ისევ საქართველოს "მთავრობაშია" და არა ჩინელებში. კონტროლი, მოვლა, დაცვა და პატრონობა სჭირდება ყველაფერს. ჩინურ თუ ნებისმიერი სხვა უცხოურ კომპანიას, ბოდიშით და მაგრად კიდიათ, ჩვენი ფლორა-ფაუნა. ამიტომ ერმაც და ბერმაც უნდა აიმაღლოს ხმა და დაიცვას თავისი!!!
როგორც მანოკები ვითომდა აიკრძალა და ქუთაისს გარშემო სოფლებში სადაც ვიყავი სტუმრად ყოველდღე პასტაიანად ჩართული ქონდათ მანოკები. აკრძალონ რამდენიც უნდათ თუარ შეამოწმენ არაფერი არ გამოვა. ეს ყველაფერი ჯაჭვურადაა ერთმანეთზე გადაბმული და ასე ჩანაგდება საქართველო
სულ ფეხებზე კიდიათ საქართველო ძველ და ახალ მთავრობასაც. ოღონდ ტერიტორიები გაყიდონ და ჯიბეში ფული ჩაიჯიბონ და საქართველოს მომავალი სულ არ ადარდებთ. მალე შეგვჭამენ ეს მახინჯი ჩინელები
ასეა როდესაც უკონტროლოდ მიუშვებ სადავეებს. ქართველი არ ზოგავს ბუნებას და ამის შემყურე ჩინელებისგან კარგს რას იზამს? იმედია ეს სტატია მივა იმ ხალხის ყურამდე, ვისაც ამ ყველაფრის კონტროლი ევალება
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს [ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!