ეჰეიდა ბიჭებო გვეძახის ჩვენი მრავალჯერ ფეხქვეშ ამოდებული სანადირო სანახები და სავარგულები,
გველიან შემოდგომის ყვითელ ხელებშემოხვეული მინდვრები, გველიან მშვილდივით წელში მოხრილი თავთავდაცვარული ბალახები.. რომელიც ჰა და ჰა მიწას მიაბარებს დამწიფებულ თესლს რათა ეგ სილამაზე მრავალჯერ და მრავალჯერ შეგვაგრძნებინოს მრავალჟამიერ,