. ვალერიკას ჩვენ თანასაიტელს, კარგ ქართველს, კარგ მსროლელს, კარგ მონადირეს გუშინ ქუთაისში, ჭავჭავაძეზე, სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე დაეკარგა ორი ძუ პოინტერი,(ან მოიპარეს) 2 წლის მუქი ჩალისფერი და 8 თვის თეთრი შავი კოპელებით.თუ რაიმეს ინფორმაცია გაქვთ აღნიშნულთან დაკავშირეებით გთხოვთ შეგვეხმიანოთ მითითებულ ნომერზე: 593 54 00 54
მწყერზე აპარატები ყველგან დევს და არავინ კითხულობს ნადირობა მწყერზე აღარ შეიძლება აპარატის გამო ურეკის და შეკვეთილის ტერიტორიებზე პილოციის და სამსახურის თანამშრომლებს დადებული აპარატები და არავის უშვებენ ტერიტორიებზე სანადიროთ
არა ძმაო ძან გახშირდა ქუთაიში ძაგლის ქურდობა მეც მომპარეს ერთი თვე არაა გასული. 8 წელი მყავდა ძაგლი და ის წაიყვანეს გაბოროტებულივარ როცა იქნება გავიგებ ვინც წაიყვანა და ყველას ჯავრს ამოვინაზგაურებ ვინც კი გაუმწარებია. გულით გისურვებ ძმაო რო იპოვო შენი მეგობრები....
მეოთხე ფაქტია ეს რაც მე ვიცი. ჩემიანად და რამდენია კიდე ეგეთი?! თან ორი როგორ წაიყვანეს? დაკარგვით ორივე როგორ დაიკარგებოდა? მაგის შანსი ნულია მოპარულია უეჭველი, იქნებ და იპოვო ჩემგან განსხვავებით აგერ უკვე 27 დღეა უშედეგოდ ვეძებ მეც ჩემ ლეკვს. იქნებ შენ მაინც იპოვო ძმაო წარმატებებს გისურვებ მე თუ რამეს მოვკარი ყური აუცილებლად შეგეხმიანები...
მე არ მგონია ძაღლი თავისით დაიკარგოს, (თუ რა თქმა უნდა კარგად უვლის პატრონი)ის სხვაგან არ წავა,აქ ყოველთვის არაკაცების ხელი ურევია,თუ ვინმე გაიგებს რომ , თუნდაც თქვენს საახლობლოდან ძაღლი მოიყვანა, აუცილებლად გამოკითხეთ საიდან ყავს ეს ძაღლი, (მე ვიცი ძაღლის დაკარგვის სიმწარე და მესმის ყველასი ვინც ძაღლს დაკარგავს)და თუ არასწორი გზით ყავს მოპოვებული არ მოუწონოთ საქციელი და მკაცრად გააკრიტიკეტთ, იქნებ გადაეჩვიოს საქართველოში ძაღლრბის მოპარვას, ეს ვაი მონადირეები
valerika გული არ გაიტეხო,ინახება უეჭველი,ერთ წელიწადს ყულევში მოგვპარეს ძაღლი მანქანაში ბიჭებს ჩაეძინათ დასველედნენ და შრებოდნენ,ძაღლი მანქანასთან იწვა და ვიღაცამ გააყოლა ხელს,4 წლის მერე ვიპოვეთ ის ძაღლი ქუთაიში.მოიძებნება აუცილებლად
სხვათაშორის, ბრაკობასა და სხვა უმსგავსოებებთან ერთად ამ პრობლემასაც უნდა ბრძოლა. მონადირემ მონადირეს ძაღლი როგორ უნდა მოპარო, მითუმეტეს, რომ პატარაა ეს ქვეყანა და მომპარავის მოძებნა ყოველთვის შეიძლება. მონადირეებმა უნდა გავავრცელოთ ინფოები ახლად გამოჩენილ ძაღლებზე ჩვენს ახლო ტერიტორიებზე. როგორ შეიძლება დაკარგული ძაღლის პატრონის გულში არ ჩაიხედო?
სადმე მაინც გამოჩნდება,შარშან სეზონის გახსნის დროს ქუთაიში საპიჩხიაზე მომპარეს პოინტერი, წელს კიდევ ვიყოლიე და ეხლა გადავმალე ისეთ ადგილას იმედია ვერ მიაგნებენ, სადმე წამაჭერია ის არაადამიანი ნეტა ვინც ესეთ რამეს ჩადის.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!