ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ტყის ქათამზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4114
მტკვარზე თევზაობა   
Shamanპასუხების რაოდენობა: 55
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 200
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2013 » ივლისი » 19 » გურული კურიოზები    

12:13:06
გურული კურიოზები
მერაბ ფირცხალაიშვილი, პროდიუსერი

შენი დედაც...

ლანჩხუთის ტრასაზე ზღვის სეზონის დროს ძალიან ხშირია პირუტყვის მიზეზით გამოწვეული ავტოავარიები. მიკროავტობუსის მძღოლს გზაზე გოჭმა გადმოურბინა.

_ შენი დედაც ..., _ შეაგინა მძღოლმა.

_ ეე, გახედე ძამა, ეგერ მოდის დედამისი, _ დედა ღორი დაანახა მგზავრმა მძღოლს.

 

ჭინკა

ჩემ სოფელში ერთი მონადირე იყო, ჩემი მოგვარე, სახელს შეგნებულად არ ვიტყვი, თორემ მისი სახელი ცალკე კურიოზია. ასეთ სახელს მარტო გურულები თუ დაარქმევენ ბაღანას. აი კაცი წასულა "საჭინკიეს ღელეში" წვრილ ფრინველზე სანადიროდ. ცოტა შიში კი ჰქონია, რადგან ამბობდნენ, "საჭინკიეს ღელეში" ჭინკები იცისო. ჭინკა, ალბათ, იცით რაც არის, მაგრამ ვინც არ იცის, განვმარტავ, რომ ეს არის პატარა არსება ეშმაკის ოჯახიდან, რომელიც, თურმე, აგიჟებდა ვისაც შეეყრებოდა. ჰოდა, ამ მონადირეს დაუკავებია ერთი ადგილი "საჭინკიეს ღელეში" და ელოდება გადმომფრენ ფრინველს. შებინდდა და რაღაცამ გადმოიფრინა. ესროლა ერთი, ესროლა მეორე და ჩამოაგდო. მივიდა იქვე, სიბნელეში ბუჩქებში ჩავარდნილი ნადავლის ასაღებად, და უცებ ესმის _ დურაააკ!

კაცს შიშისგან გააცია და მოკურცხლა! სოფლელებთან ერთად დაბრუნდა ჩირაღდნებით და ხელში არც მეტი არც ნაკლები... დაჭრილი თუთიყუში შერჩათ! თურმე, ბათუმის ცირკს გამოქცევია...

 

ინკოგნიტო ავტორები

ჯანმრთელი ქი წევიდა

მამაჩემი იყო გურიაში ნათესავთან სტუმრად. სუფრაზე, მეზობლის კაცი სულ იმას გაიძახოდა, თუ როგორი ლამაზია გურია, როგორი ჭკვიანი ადამიანები არიან გურულები და რომ ბახმარო მსოფლიოში უნიკალური კურორტია.

მამაჩემა ჰკითხა:

_ შენ იცი, როგორ დასახლდნენ აქ გურულები?

_ არა.

_ ბახმაროში ხომ ამოჰყავდათ ფსიქიურად დაავადებულები სამკურნალოდ?

_ კი.

_ ჰოდა, ვინც გამოჯანმრთელდა ქი წევიდა აქედან, ვინც ვერა _ დარჩნენ აქანე!

 

კარლ მარქსი

ჯანსუღ ჩარკვიანს მოუყოლია სუფრაზე თამადობის დროს: _ კომუნიტების დროს, გადახდილი "ვილისით" ჩავედით თბილისელები გურიაში. ქორწილში ვართ დაპატიჟებული ერთ-ერთ სოფელში, მაგრამ ზუსტი მისამართი არ ვიცით.

ვხედავთ სოფლის შესასვლელთან, ყანაში გურული გლეხი მუშაობს,

გავაჩერეთ მანქანა და ვეკითხებით:

_ ბიძია, ესა და ეს პიროვნება სად ცხოვრობს?

_ ბიძია, ვინ ხარ შენ? ჩამოი მანქანიდან, თქვი სალამი და მერე მკითხე, რაც გინდა, _ უთხრა გურულმა.

_ ვინ ვარ და კარლ მარქსი! _ უპასუხია ცოტა შექეიფებულ ჯანსუღს.

_ კარლ მარქსი, ბიძია, შენისთანა აბდალი რომ ყოფილიყო, რა გვიჭირდა მაშვინ! _ არ დარჩა გურული ვალში.

 

"ცოცხალი კედელი"

ფოთში, ადგილობრივ გუნდს, "კოლხეთს" მორიგი საშინაო შეხვედრა აქვს. კოლხთა კაპიტანი ზაველი ღაღანიძე ჯარიმის დასარტყმელად ემზადება, მსაჯს 9 მეტრიანი დისტანციის დაცვას თხოვს. მსაჯმა დააყენა "ცოცხალი კედელი", მაგრამ ზაველი ეჩხუბება _ ეგ რა 9 მეტრია, კიდე გასწიეო. მსაჯი გაბრაზდა და ნაცვლად იმისა, რომ ბურთიდან გადაეთვალა 9 მეტრი, ადგა და კედლიდან გადადგა 9 ნაბიჯი _ კედლის გაწევის ნაცვლად, ბურთი უკან გააწევინა მობურთალს. გაოცებული ზაველი უყვირის: აი ბურთი ჩემ კარში დავარტყა, თუ რა გინდაო!



წყაროhttp://www.gurianews.com/home/2010-11-27-08-10-35/1185---18052011.html
კატეგორია: სახუმარო ამბები | ნანახია: 3810 | დაამატა: giohunt1982 | რეიტინგი: 5.0/3

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 7
0   Spam
7 mirzagg   (26.08.2016 20:31:16) [მასალა]

0   Spam
6 ტორა   (08.04.2015 18:46:28) [მასალა]
069 069 069 ბოლო იყო ყველაზე მაგარი

0   Spam
5 gi_chxaidze   (30.06.2014 19:49:29) [მასალა]
10 166

0   Spam
4 tedo99   (26.12.2013 12:16:26) [მასალა]
მაგარია 069 069 069 069 10 10 13

0   Spam
3 hunter74   (25.07.2013 22:51:38) [მასალა]
069 069 069

+1   Spam
2 TURA   (22.07.2013 10:01:15) [მასალა]
069 069 მე გავიგონე გუშინ.."ნიყვი იყო თუ არყა იყო,მე ქე მამკლა რაცხა იყო"-ვო ასე დაუწერიათ საფლავზე სოკოთი მკვდარი კაცისთვის 069 069

+1   Spam
1 bichi2009   (19.07.2013 18:54:47) [მასალა]
ჩვენთან ერთი ენაკვიმატი კაცი იყო და ერთ წელს კაი ღვინო დააყენა ყველამ რო გაოგო ხოდა ერთ დღეს მისმა ნათლულმაც გაიგო და მიაკითხა ნათლიას ანუ გურულად ბუდუას ხოდა ბუდუ ღვინო დავლიოთო და დაალევინა ღვინო მას მერე ხშირად დადიოდა ბუდუასთან ნათლული ხოდა ერთხელაც რომივიდა ამ კაცმა უთხრა ლექსად:
ბუდუ ღვინო, ბუდუ ღვინო
ქი დევიდა მთხლეზეო,
დეილია, აღარ არის
დამეკიდეთ ყ..ზეო 069 069

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 14
    სტუმარი: 14
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика