საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ახლადშექმნილ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში ამა წლის 29 მაისიდან ცხადდება კონკურსი თანამშრომელთა მისაღებად. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი უზრუნველყოფს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში სახელმწიფო კონტროლის განხორციელებას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.