ვოიტეკ კვიატკოვსკი (Wojtek Kwiatkowski) დაიბადა 1954 წელს ვარშავაში. ჯერ კიდევ სტუდენტობის წლებში, ის იყო ცხენების მომშენებელი. დღეს კი ვოიტეკ კვიატკოვსკი, არაბული ცხენების ერთ-ერთი მთავარი ექსპერტია; ნახეთ ვიდეოები არაბულ ცხენებზე, 4 წლის წინ ვოიტეკმა პირველად შეიძინა პროფესიული ფოტოკამერა, და მას შემდეგ, ის ფოტოგრაფიით დაინტერესდა და თავდაუღალავი შრომითა და დიდი მონდომებით, გახდა პროფესიონალი ფოტოგრაფი
როგორც თვითონ, ვოიტეკმა განაცხადა, ბავშვობიდანვე ის ცხენის სილამაზემ დაატყვევა, რომელიც გრაციოზულობითა და უშრეტი ენერგიით გამოირჩევა; დროთა განმავლობაში ის ცხენების მომშენებელი გახდა, განსაკუთრებით კი არაბული ცხენების, რომლებიც საჯდომი ცხენის უძველესი ჯიშია და მისი სამშობლო არის არაბეთის ნახევარკუნძული; ექსპერტმა განაცხადა, რომ არაბული ცხენი ერთ-ერთი ძველი სუფთა ჯიშის ცხენია, რომელიც 4500 წლის წინ გამოიყვანეს; არაბული ცხენის მონაწილეობით გამოყვანილია საჯდომი- ინგლისური წმინდასისხლიანი და ჩორთმავალი -ორლოვის ცხენის ჯიშები. ვოიტეკი (Wojtek Kwiatkowski), რომელსაც არაბული ჯიშის ცხენები გამოჰყავს, ამბობს: –„ისინი ყველაზე წმინდა და უძველესი ჯიშის ცხენებს მიეკუთვნებიან და გამოირჩევიან არა მარტო სილამაზით და მგზნებარე ტემპერამენტით, არამედ თავიანთი გაბედულებით და ამტანობით." ვოიტეკმა მოგვაწოდა მცირედი ინფორმაცია, რომ არაბულ ცხენს ძლიერი ფილტვების დახმარებით, რომელიც მის ღრმა და განიერ გულმკერდშია განთავსებული, შეუძლია დაუღალავად დიდ მანძილზე რბოლა, საკმაოდ დიდ მანძილზე…
აღსანიშნავია, რომ პოლონეთი, ცენტრალური ევროპის ქვეყანა, განთქმულია არაბული ცხენების მოშენების მდიდარი ტრადიციით. მომშენებლებისა და სელექციონერების აზრით, საუკეთესო ჯიშის, წმინდასისხლიანი არაბული ცხენები სწორედ პოლონეთში გამოჰყავთ -სულ მცირე, 30 ცხენსაშენში გამოჰყავთ. ამ საქმეში პოლონეთს 200-წლიანი გამოცდილება აქვს, რაც იმის გარანტიაა, რომ იქ მართლაც საუკეთესო ჯიშის ცხენებია. ამ მხრივ, პოლონეთი ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა და იზიდავს ცხენების სელექციონერებსა თუ მოყვარულებს, რომლებიც ნაკადად მოედინებიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ყოველწლიურ წარმოდგენებსა თუ აუქციონებზე დასასწრებად… ნახეთ ვიდეო:
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!