მოგესალმებით , მინდა წარმოგიდგინოთ 4 მთავარი გადაშენებული ცხოველებისა და ფრინველების სახეობები, რომლებიც არაერთი ცდის შედეგად, ასე თუ ისე ზოგიერთი მათგანი აღადგინეს.
მინდა წარმოგიდგინოთ მოხეტიალე მტრედი (სურათზე პირველი). ერთ დროს ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთ ცას მილიარდობით ასეთი ფრინველი ფარავდა. უკანასკნელი მტრედი მართა 1914 წელს ცინცინატის ზოოპარკში დაიღუპა. გენეტიკოსები ვარაუდობენ, რომ შეძლებენ ამ სახეობის აღდგნენას.
ბეწვიანი მამონტი (სურათზე მეორე). ბეწვიანმა მამონტებმა აღმოსავლეთ ციმბირისაკენ 10 000 წლის წინ დაიხიეს, შემდეგ კი ამოწყდნენ. სუროგატი დედა-სპილოების მეშვეობით მუზეუმის დიორამები ახალი დაბადების კანდიდატები არიან.
ჩანთოსანი მგელი(სურათზე მესამე) მას ტასმანიურ ვეფხვსაც ეძახდნენ ( ცნობისათვის , კუნძული ტასმანია ავსტრალიის შემადგენლობაშია. მას და ავსტრალიას შორის არის ბასის სრუტე). ის სინამდვილეში ჩანთოსანი ცხოველი იყო – კენგურუებისა და კოალების ნათესავი. მე-20 საუკუნის 30-იან წლებში ნადირობის გამო გაწყდა.
ხმალკბილა კატა (სურათზე მეოთხე). ისინი გამყინვარების პერიოდის შემდეგ გადაშენდნენ. პალეოანთროპოლოგებმა არ იციან მათი გადაშენების მიზეზი. ამ კატას სიცოცხლე მეთოჯინემ დაუბრუნა. ჯიმ ჰენსიონის ქმნილებათა მაღაზიიდან.
იმედია მოგეწონათ ჩემი სტატია :)
მოგესალმებით, მინდა მოგიყვეთ რამოდენიმე გადაშენებული და იშვიათი სახეობების შესახებ , რომლების ნახვა ჩემთვის უცნაური , საინტერესო და ამასთანავე მოულოდნელი იყო. იმედია თქვენც დაინტერესდებით.
ბუკარდო (სურათზე),იგივე პირენეს თხა დიდი ზომის, მოქნილი ქმნილება იყო. მისი წონა 100 კილოგრამს აღწევდა და გრძელი, ოდნავ მოხრილი რქები ქონდა.რამოდნიმე ათასწლეულების მანძილზე , იგი საფრანგეთში (პირენეს მთებში) ცხოვრობდა, კლდეებზე დაძვრებოდა და მკაცრ ზამთარს უმკლავდებოდა.მაგრამ მასზე ხშირმა ნადირობამ , გამოიწვია ის, რომ თითქმის გაანახევრა მათი რაოდენობა.
1989 წელს , მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა, რომლის მიხედვითაც დამტკიცდა, რომ ამ მომენტისათვის მხოლოდ 12 ინდივიდი იყო შემორჩენილი, ათი წლის შემდეგ , 1999 წელს მხოლოდ ერთადერთი ინდივიდი დარჩა , რომელსაც მეტსახელად "სელია” უწოდეს.იმავე წელს , ეროვნული პარკის წევრებმა, გადაწყვიტეს, რომ ცხოველი ხაფანგში გაებათ. ასეც მოიქცნენ, ცხოველს კისერზე რადიოგადამცემი საყელო დაუმაგრეს და ისევ ბუნებაში გაუშვეს. სამწუხაროდ , 9 თვის შემდეგ სელია დაიღუპა. ბუკარდო ოფიციალურად გადაშენებულად ჩაითვალა, მაგრამ ცხოველის ლაბორატორიაში მიტანის შემდეგ , მისი უჯრედები კვლავ განაგრძნობდნენ სიცოცხლეს. მეცნიერებმა დიდი წვალებით შეძლეს და მისი კლონი გააკეთეს ,მაგრამ უშედეგოდ, კლონი ორიოდე წუთში დაიღუპა.
შემდგომში გაკვეთამ დაასკვნა, რომ პატარა კლონს ფილტვზე ღვიძლის ქსოვილის მსგავსი სიმკვრივის მქონე გიგანტური დამატებითი ე.წ ”წანაზარდი” იყო გამოზრდილი.