ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ტყის ქათამზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4114
მტკვარზე თევზაობა   
Shamanპასუხების რაოდენობა: 55
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 200
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2013 » აპრილი » 20 » სხვადასხვა ქვეყნების უცნაური დელიკატესები    

20:39:44
სხვადასხვა ქვეყნების უცნაური დელიკატესები

უამრავ ქვეყანაში დელიკატესად ითვლება ის რისი ჭამაც ჩვენ უბრალოდ ვერ წარმოგვიდგენია. აქედან გამომდინარე უნდა გაგაფრთხილოდ, რომ პოსტის წაკითხვა არც ისე სასიამოვნო იქნება , მაშ ასე დავიწყოთ:

1. ბალუტი (ფილიპინები)

ეს არის იხვის კვერცხი, რომელშიც ნაყოფს გაზრდილია აქვს ფრთები, ნისკარტი. მას მიითმევენ მოხარშულ მდგომარეობაში. ამბობენ, რომ ძვლები ძალიან სასიამოვნოდ ხრაშუნობს პირში. მას აგრეთვე კამბოჯაშიც მიირთმევენ.

2. პაჩა (ერაყი)

ეს არის უბრალოდ ცხვრის მოხარშული თავი. ამ დელიკატესს ყაზახეთშიც მიირთმევენ და მას პირველ რიგში მიაწოდებენ მაგიდის ყველაზე უფრო საპატიო წევრს.

3. ღვინო … თაგვებისაგან (კორეა)

ამ ტრადიციულ გამაჯანსაღებელ სასმელს სვამენ კორეასა და ჩინეთში. გემოთი ამბობენ ის ნავთს მოგვაგონებს. სულ ახალი დაბადებული წრუწუნები, ჯერ კიდევ თვალაუხილავი მოთავსებული არიან ბრინჯის ღვინოში.

4. Casu Marzu (სარდინია, იტალია)

ეს არის დამპალი ცხვრის ყველი, რომელსაც ესევა მატლები. ნახევრადგამჭირვალე მატლებს შეუძლიათ ხტუნვა, ასე რომ ჭამის დროს უნდა გაუფრთხილდეთ თვალებს. ყველიდან გადმოდის მყრალი წვენი, რომელსაც ქვია lagrima – ცრემლები, მატლები არ მოინელება და შეიძლება გამრავლდნენ, რაც იწვევს გულისრევას და სისხლიან ფაღარათს. ყველი ითვლება დელიკატესად სარდინიაში, მაგრამ მისი წარმოება არალეგალურია. სწორედ იქ სადაც ვინმეს შეუძლია ის შეჭამოს ის აკრძალულია :)

5 . ესკამოლეს (მექსიკა)

ეს არის გიგანტური შავი ჭიანჭველების კვერცხები, რომლებიც ცხოვრობენ აგავაში. ამ კვერცხების შეგროვება ძალიან რთული საქმეა, ვინაიდან ჭიანჭველები შხამიანი არიან და არ უყვართ ადამიანები. თავისი კონცენტრაციით კვერცხები მიახლოებით ისეთია, როგორც ხაჭო. ჩვეულებრივ მათ მიირთმევენ სოუს გუაკომოლესთან ერთად. გემო მათ საკმაოდ სასიამოვნო აქვთ, ასე რომ მექსიკაში ყოფნისას თუ შეიძენთ რაიმეს ნაციონალური სამზარეულოდან, შეიძლება ვერც შეამჩნიოთ რომ მიირთვით ჭიანჭველის კვერცხები.

6. ცოცხალი რვაფეხა

კორეაში დიდ დელიკატესად ითვლება რვაფეხა. მისი არჩევა შეგიძლიათ დიდი აკვარიუმში, რომლებიც როგორც წესი განთავსებულია რესტორნების შესასვლელში. მისი ჭამა უნდა დავიწყოთ თავიდან, მაშინ ის არ შეგაწუხებთ თქვენ თავისი საცეცებით. მაგრამ ეს მაინც მძაფრი შეგრძნებების მოყვარულთათვისაა, როგორც წესი რვაფეხას ჭრიან პატარა ნაწილებად, დაახლოებით 1-2 სმ და მიირთმევენ კუმჩისთან ერთად (საკულტო კორეული კერძი-განსაკუთრებული წესით დამჟავებული კომბოსტო). რავაფეხას ნაჭრებს ხარშავენ კუმჩიში. ის სასარგებლოა იმ მხრივ , რომ საერთოდ არ შეიცავს ცხიმს.

7. ტარანტული

კამბოჯაში, დიდ დელიკატესად, ისევე როგორც ევროპაში ხიზილალა, ითვლება დიდი ობობა "ა-პინგი”, შხამიანი ტარანტულას ნაირსახეობა. ეს არის ქალაქ სკოუნის საფირმო კერძი. მანამდე, სანამ მოამზადებენ მას, საჭიროა მოძებნონ იგი გამოიყვანონ ბუდიდან და მოაძვრონ შხამიანი ეშვები. შემდეგ მას ნელნელა წვავენ ცეცხლზე (აუცილებლად შეშის ცეცხლზე) და უმატებებნ დიდი რაოდენობით მარილს და ნიორს. მაშინ როცა ის მიიღებს მოწითალო-მოყავისფერო შეფერილობას, ის მზადაა და შეიძლება მიირთვათ. სასურველია მიირთვათ ძალიან ცხელი, ჭამენ ხელებით. გემოთი მოგვაგონებს ქათმის ხორცს. სასარგებლოა იმით, რომ შეიცავს მაღალხარისხიან ცილებს და თითქმის არ შეიცავს ცხიმს. ხსნის ზურგის ტკივილს და კურნავს სასუნთქი ორგანოების დაავადებებს.

8. მორიელი

მორიელს ჭამენ არა მარტო აზიაში. ნიუ-იორკის და ამსტერდამის ელიტურ რესტორნებში აგრეთვე შეგიძლიათ შეუკვეთოთ იგი, სადაც პუბლიკას ანებივრებენ ეგზოტიკური კერძებით. მას მოგართმევენ ყველთან და სალათის ფურცლებთან ერთად. ჭამენ თავისა და ფეხების გარეშე. შიგნიდან მას ააქვს თეთრი, ადგილ-ადგილ მოყავისფერო ფერი. მომზადების შემდეგ ის აღარაა შხამიანი. ჩინურ რესტორნებში მორიელებს უფრო ხშირად ორთქლზე ხარშავენ და მოგართმევენ მჟავე სოუსითა და ბოსტნეულით. აქვს ცოტათი მომწარო გემო.

9. ღამურა

ვიეტნამის ქუჩებში შეხვდებით უამრავ ეგზოტიკურ კერძს. მაგრამ ტრაპეზის მეტად ფასეულ და ძალინ ძვირ აპოფეოზად გვევლინება კერძები ღამურასაგან. რესტორნებში ისინი ჰყავთ დამწყვდეული გალიებში და კლიენტს შეუძლია თავად აირჩიოს , რომელი ღამურის მირთმევა სურს. შემდეგ მზარეული ერთ თვალის დახამხამებაში თავს მოაჭრის ღამურას და სისხლს აგროვებს ჭიქაში, მას კლიენტი აგრეთვე სვამს. ვიტნამელებს სჯერათ, რომ ღამურის ხორცი ამყარებს მამაკაცის ძალას.

10. მაიმუნის ტვინი

ჰონკონგის საუთესო რესტორნებში ძვირფასს დელიკატესად ითვლება ცოცხალი მაიმუნის ტვინი. რა თქმა უნდა ეს არ არის სუსტი ნერვების მქონე ადამიანებისათვის და ბევრი ვერ ბედავს მის ჭამას. ჭამის წინ მისი სათანადოდ მომზადებაა საჭირო, აბამენ მაიმუნს სპეციალურ მაგიდაზე, პარსავენ თავზე თმას, შემდეგ ჩაქუჩით უტეხავენ თავს. ამის შემდეგ ტვინს მიირთმევენ ჩაის კოვზით პირდაპირ მაიმუნის თავიდან. რაც მთავარია ტვინი უნდა შეიჭამოს სანამ მაიმუნი ცოცხალია, ვინაიდან ტვინი ძალიან სწრაფად იწყებს გახრწნას. გემოთი ის მოგვაგონებს ცივ ბრინჯის პუდინგს. ის შეიცავს ორჯერ უფრო ნაკლებ ქოლესტერინს ვინემ ხორცი.

11. ვირთხა

ადრე პარაგვაიში ვირთხის ხორცს ჭამდნენ მხოლოდ პატარა სოფლებში, მაგრამ ეხლა ეს მოდა გავრცელდა მთელს ქვეყანაში. თუმცა ხანდახან მას ცვლიან ზღვის გოჭით და ირწმუნებიან, რომ მისი ხორცი არაფრით ჩამორჩება ვირთხისას და უფრო რბილია. მათ მიირთმევენ ნებისმიერი სახით შემწვარს, მოხარშულს, ფარშირებულს. ყველაზე უფრო მეტად ეტანებიან ახალდაბადებულ ვირთხებს, მათ პირდაპირ ყლაპავენ და აყოლებენ რძეს. გემოთი შემწვარ იხვს ჰგავს. პარაგვაელები თვლიან, რომ ვირთხის ხორცი მდიდარია ცილებით, არა არის ცხიმიანი და აუმჯობესებს სახის ფერს.

 



წყაროhttp://ucnauri.com
კატეგორია: სხვადასხვა | ნანახია: 4397 | დაამატა: IRAKLIG | ტეგები: სხვადასხვა ქვეყნების უცნაური დელიკა | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 3
0   Spam
3 ddevidze   (03.04.2014 21:31:48) [მასალა]
არაფერი გასაკვირი აქ არ არის... ადამიანმა არ უნდა ჭამოს ის რასაც ვერ ინელებს. დანარჩენი ყველაფერი იჭმევა...
ისე ერთი მონადირე ვიცი ცაგერში. მგელსაც ჭამს, ტურასაც და მელასაც.

0   Spam
2 chibati   (21.04.2013 23:27:19) [მასალა]
დანუ .... გული ამერია

0   Spam
1 vajikaxadeli   (20.04.2013 22:49:40) [მასალა]
გული ამერია ამათი. არა ძმაო ისევ მაგათა ჭამონ მაგათი .........

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 5
    სტუმარი: 5
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика