მთავარი » 2013»აპრილი»17 » თბილისის ზოოპარკში იაგუარმა ანამ სამი კნუტი გააჩინა
22:58:01
თბილისის ზოოპარკში იაგუარმა ანამ სამი კნუტი გააჩინა
როგორც "ამბები.გე"-სთან ზოოპარკის მტაცებელ ცხოველთა და პრიმატ მღრღნელების განყოფილების გამგე რამაზ ძამუკაშვილმა განაცხადა, იაგუარმა თბილისის ზოოპარკში კნუტები უკვე მეორედ გააჩინა. იაგუარი მზრუნველი დედაა და ზოოპარკის თანამშრომელთა დახმარება ახალდაბადებულ კნუტებს არ ესაჭიროებათ. როგორც კი დათბება, ზოოპარკის ღია ვოლიერში ცოტა ხნის წინ დაბადებულ ლომის ბოკვერებს, მუკას და მაკოს გადაიყვანენ, მანამდე მასზე ძიძა, გულიკო კონცელიძე ზრუნავს. რძეს კი ახალდაბადებულ ბოკვერებს ძაღლი დოდოლინა აჭმევს. ზოოპარკში კიდევ ერთი სიახლეა: როგორც ცნობილია, დაახლოებით 1 თვის წინ ზოოპარკში საპატრულო პოლიციამ დათვის ბელი მიიყვანა, რომელსაც საბა დაარქვეს.
საბა ზოოპარკიდან ყინწვისის მონასტრის ბერებმა წაიყვანეს და მას ველურ ბუნებას აჩვევენ, რათა დათვის ბელმა ტყეში დამოუკიდებელი ცხოვრება შეძლოს.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!