ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ტყის ქათამზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4114
მტკვარზე თევზაობა   
Shamanპასუხების რაოდენობა: 55
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 200
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2013 » აპრილი » 12 » ცოფი – ჰიდროფობია    

22:41:59
ცოფი – ჰიდროფობია
 

მსოფლიოში, ყოველ 15 წუთში ცოფისგან 1 ადამიანი იღუპება. ალბათ ამ წინადადებამ უკვე ყველაფერი თქვა, მაგრამ ამ პოსტში თქვენ ნახავთ თუ როგორი საშიში დაავადება ცოფი და როგორ შეიძლება მისი თავიდან აცილება. ამ პოსტში მოცემული იმფორმაცია მიღებულია პროფესიონალი მედიკოსებისგან

ცოფი ერთ-ერთი ყველაზე საშიში ინფექციური დაავადებაა, რომელიც ყოველთვის ლეტალურად სრულდება. სიკვდილის თავიდან ასაცილებლად ერთადერთი გზა იმუნიზაციაა.
როგორ გადავურჩეთ ამ მომაკვდინებელ დაავადებას ან როგორ მოვიქცეთ დასნებოვნების შემთხვევაში? ამ კითხვებზე კომპეტენტური პასუხის მისაღებად ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის ბოქსირებული განყოფილების გამგეს მარინა ენდელაძეს ვესტუმრეთ.
– ცოფი მწვავე ინფექციური დაავადებაა, რომელიც ცენტრალური ნერვული სისტემის მძიმე, აღუდგენელი დაზიანებით მიმდინარეობს და ყოველთვის ლეტალურად მთავრდება. ადამიანში ამ დაავადების კლინიკური სურათი პირველ საუკუნეში აღწერა ცელსიუსმა და მას ჰიდროფობია – წყლის შიში – უწოდა.
ცოფი ადამიანს ცხოველებისგან გადაედება. მას ვირუსი იწვევს. ამ ვირუსის ორი ტიპია ცნობილი: ქუჩისა (ველური), რომლის მატარებლებიც ცხოველები არიან და ფიქსირებული, რომელსაც ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინის დასამზადებლად იყენებენ. გარემოში მოხვედრისას ცოფის ვირუსი სწრაფად იღუპება.


ცოფის ვირუსით თბილსისხლიანი ცხოველები ინფიცირდებიან. ამრიგად, ჰიდროფობიისთვის განწირულნი არიან: ძაღლი, კატა, ძროხა, თხა, ცხენი, ბოცვერი, ზაზუნა, ღამურა, თახვი, მელა, მაიმუნი… ამერიკელების დაკვირვებით, მათ ქვეყანაში ცოფს ყველაზე ხშირად ღამურა, კოიოტი და სკუნსი ავრცელებენ. აი, ჩვენში კი ჰიდროფობიის მთავარი წყარო მაწანწალა ძაღლები და კატები გახლავთ.
ცივსისხლიანი ცხოველები (მწერები, ქვეწარმავლები) ცოფით არ ავადდებიან.
ცოფს ვირუსმატარებელი ცხოველი კბენისას ან დაკაწვრისას გადმოგვდებს, მაგრამ არც ის არის გამორიცხული, სხეულზე ნერწყვის უბრალო მოხვედრითაც დასნებოვნდეთ – კანზე არსებული მიკროტრავმებიდან ვირუსი სისხლში მოხვდეს.
კბენის შემდეგ ინფიცირება ყველაზე სწრაფად ტუჩებისა და თვალის ლორწოვანის დანერწყვის შემდეგ ხდება.
ცოფის საინკუბაციო (ფარული) პერიოდი რამდენიმე დღიდან ერთ წლამდე, ზოგჯერ – უფრო მეტხანსაც, გრძელდება. საინკუბაციო პერიოდი ხანმოკლეა, როდესაც ადამიანს ძლიერ აქვს დაკბენილი სახე, თავი, ხელები. გარდა ამისა, დაავადება უფრო მალე იჩენს თავს ბავშვებში.
ცოფის პირველი ნიშნებია ქავილი, დაკბენილი ადგილის მჭრელი და მწვავე ტკივილი. ნაწიბური წითლდება და შუპდება, თავს იჩენს რევმატული ხასიათის ტკივილები, უმადობა, პირის სიმშრალე, გულისრევა, პირღებინება, ყაბზობა. შესაძლოა, სხეულის ტემპერატურამ 38-40 გრადუსამდე მოიმატოს. რამდენიმე დღის შემდეგ იწყება აღგზნების პერიოდი: ავადმყოფს წყლის დანახვისთანავე შიში ეუფლება, ტანჯვისგან სახე ემანჭება, უვითარდება ხახისა და ხორხის კუნთების ძლიერი სპაზმი, ხდება ძალზე აგრესიული, გარშემო ყველაფერს ამტვრევს, ბოდავს, უხვად გამოყოფს ნერწყვს. აღგზნებას დამბლა მოსდევს, რომელიც ქვედა კიდურებიდან იწყება და გულისა და სუნთქვის ფუნქციის მოშლით მთავრდება, რაც სიკვდილს იწვევს.

გახსოვდეთ: კბენის, დაკაწვრისა და დადორბლის შემთხვევაში, თუნდაც ცხოველი ჯანმრთელი გეგონოთ, უთუოდ მიმართეთ ექიმს, რადგან დაავადების ფარული პერიოდის უკანასკნელი 10 დღის განმავლობაში ცოფის ვირუსი უკვე ნერწყვშია და არ არის გამორიცხული, ერთი შეხედვით ჯანმრთელი ცხოველი ცოფით დაავადებული აღმოჩნდეს.

კბენისა და დაკაწვრის შემდეგ ცხოველს 10 დღის განმავლობაში უნდა დააკვირდეთ (ცხადია, თუ შესაძლებელია, ანუ თუ ცხოველი არ დაიკარგა). ცოფიან ძაღლს შემდეგი ნიშნებით ამოიცნობთ: ეცვლება ქცევა, უმიზეზოდ ყეფს, იფხანს ნაკბენ ადგილს, არ ჭამს, არ სვამს, ღრღნის და ყლაპავს უჩვეულო საგნებს – ლურსმნებს, ქვებს, ჩვრებს… ჩვეულებრივზე მეტად ელაქუცება პატრონს, სიბნელეში იმალება ან, პირიქით, აღგზნებულია. თუ დაბმულია, ცდილობს, აიწყვიტოს და თუ ნებას მისცემთ, დიდ მანძილზე გაიქცევა. უმიზეზოდ ესხმის თავს და კბენს ცხოველებს, ფრინველებს, უცხო ადამიანებს და პატრონსაც კი.
რამდენიმე დღის შემდეგ ძაღლს გამოაჩნდება დამბლის ნიშნები, ყეფს ხრინწიანი ხმით, ჩამოსდის დორბლი, ბარბაცით დადის, მიათრევს კიდურებს, უჭირს სუნთქვა, ბოლოს წაიქცევა და კვდება.

თუ ცხოველმა დაგკბინათ
. ნაკბენი ჭრილობა საპნიანი წყლით დაიმუშავეთ და არა იოდითა და სპირტით.
. დროულად მიმართეთ ქირურგ-რაბიოლოგს, რომელიც ჭრილობას სათანადოდ დაამუშავებს და დროულად და კვალიფიციურად ჩაგიტარებთ ანტირაბიულ (ცოფის საწინააღმდეგო) აცრებს. ამჟამად ვაქცინაცია 6-ჯერადია და 28 დღის განმავლობაში კეთდება.
. თუ ცხოველს ათდღიანი დაკვირვების შედეგად გაცოფების ვერავითარი ნიშანი ვერ შეატყვეთ, შესაძლოა, ვაქცინაციის სრული კურსის ჩატარება არც კი დაგჭირდეთ. ამის თაობაზე გადაწყვეტილებას ექიმი მიიღებს.
  

ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შემდეგ
ექვსი თვის განმავლობაში აკრძალულია ნებისმიერი სახის ალკოჰოლიანი სასმლის მიღება, ლუდისაც კი. სასმელი ასუსტებს ცოფის ვირუსისადმი ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს.
ერიდეთ გადაღლას, გადაცივებას, ზედმეტ ჩაფუთვნას.
ზედმიწევნით დაიცავით კანის ჰიგიენა.
ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პერიოდში და მისი დამთავრებიდან 2 თვის განმავლობაში აკრძალულია ყოველგვარი პროფილაქტიკური აცრის ჩატარება, გარდა ანტიტეტანურისა.








წყაროhttp://ucnauri.com/219672/ცოფი-ჰიდროფობია/
კატეგორია: იცით თუ არა რომ | ნანახია: 5275 | დაამატა: avtandil | ტეგები: ცოფი – ჰიდროფობია | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 3
0   Spam
3 kaxelo-ij27   (13.04.2013 17:20:52) [მასალა]
საშინელებაა ღმერთმა გვაშოროს ყველას gimili

0   Spam
2 tiotio   (13.04.2013 16:36:57) [მასალა]
ზალზედ საშიშია

0   Spam
1 paitona17   (13.04.2013 08:53:15) [მასალა]
167

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 11
    სტუმარი: 11
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика