გამოცემა Daily Mail-ი სანდლერების ოჯახის დაუნდობელ გადაწყვეტილებას აშუქებს.
ინდიანას შტატის 68 წლის მაცხოვრებლის შეილა სტადლერის უკანასკნელი სურვილი, მისი ძაღლის მასთან ერთად დასაფლავება იყო. ერთი შეხედვით ეს ძაღლისადმი განსაკუთრებული სიყვარულის გამოვლენას ნიშნავს, თუმცა შთაბეჭდილება მთლიანად იცვლება მას შემდეგ, რაც ცნობილი ხდება რომ ძაღლი ცოცხალია. მოხუცმა ქალბატონმა მხოლოდ იმიტომ, რომ ძაღლი სახელად ტოფი მასთან ერთად დასაფლავებულიყო, ოჯახისწევრებს ანდერძად მისი მოკვლა დაუბარა.
სტადლერების ოჯახიც ასე მოიქცა. მათ ტოფი ქალბატონის გასვენების დღეს მიაძინეს. შეილას შვილის ენდი სტადლერის თქმით ძაღლს დედა ძალიან უყვარდა და მასზე ზედმეტად დარდობდა.
ამ ოჯახის დაუნდობელმა საქციელმა ადგილობრივი ცხოველთა უფლებადამცველები აღაშფოთა.