The Puffer Fish (პირდაპირი თარგმანით- თევზი რომელსაც შეუძლია გაბერვა )
ხალხის უმეტესობა ცდილობს რომ თავიდან აიცილოს საშიში კერძების ჭამა. მათ არ უნდათ რომ ავად გახდნენ. თუმცა არსებობს ისეთი კერძი რომელიც შეიძლება იყოს მომაკვდინებელი, მაგრამ ჯერჯერობით ადამიანები მიირთმევენ მათ განზრახ. ამ საჭმელს კერძოდ კი თევზს ჰქვია The Puffer Fish. ამ სახელის თარგმანი ქართულ ენაზე არ არსებობს. ამ თევზს იაპონურად ჰქვია ფუგუ და ჩვენც ასე მოვიხსენიოთ ამ პოსტში :) .
ფუგუ ცხოვრობს წყნარ ოკეანეში. საკმაო რაოდენობის ადამიანი იღუპება ფუგუს ჭამისგან ყოველ წელს.ცნობილია რომ იაპონიის იმპერატორს არ ჰქონდა ფუგუზე შეხების ნებართვაც კი. რატომ? ფუგუს შიგთავსი არის ძალიან შხამიანი და მომწამვლელი. ის შეიცავს 275-ჯერ ძლიერ შხამს ვიდრე მომაკვდინებელი შხამი ციანიდი. ჩვეულებრივ ცუდი არაფერი ხდება როდესაც ფუგუ არის რესტორნის მენიუში. კლიენტები თავს მშვენივრად გრძნობენ სადილის შემდეგ. ეს იმიტომ რომ შეფმზარეულები არიან გაწრთვნილნი თუ როგორ ამოაცალონ ფუგუს შიგნეულობა სანამ ისინი ფუგუს კლიენტებს მიუტანენ. თუ მათ გამორჩებათ ძალიან პატარა რაოდენობაც კი უკვე თევზი სიცოცხლისთვის შეიძლება საზიანო იყოს. ფუგუ ძალიან ძვირი ღირს. ერთ თეფში ფუგუ ტოკიოს რესტორნებში ღირს საშუალოდ 200 დოლარძე მეტი. იმის გარდა რომ ფუგუ არის საშიში სიცოცხლისთვის აგრეთვე ის არის ძალიან მახინჯი, ეკლებით მთელ თავის სხეულზე. მას შეუძლია გაბერვა, რის შემდეგადაც მისი სხეულის ზომა ორმაგდება. რატომ რისკავს ხალხი ასეთი მახინჯი და საშიში თევზისთვის? ზოგს უყვარს რისკი და უბრალოდ ფუგუ გემრიელია. :)