ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ტყის ქათამზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4114
მტკვარზე თევზაობა   
Shamanპასუხების რაოდენობა: 55
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 200
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2013 » მარტი » 27 » მეცნიერები გადაშენებული ცხოველების გაცოცხლებას აპირებენ    

22:13:46
მეცნიერები გადაშენებული ცხოველების გაცოცხლებას აპირებენ


მეცნიერები აქტიურად მსჯელობენ 24 გადაშენებული ცხოველის აღდგენასა და დედამიწაზე დაბრუნებაზე, თუმცა ეს არ იქნება იურული პერიოდის პარკის მსგავსი მოვლენა, რადგან მკვლევართა თქმით, დინოზავრების დნმ-ი ამ პროექტისთვის ძალიან ძველია. კონკრეტული სახეობები მეცნიერებმა განიხილეს ვაშინგტონში TEDx კონფერენციაზე, რომელსაც National Geographic-ი ასპონსორებდა.


სიაში შედის მე-17-18 საუკუნეებში ამომწყდარი ფრინველი დოდო, კაროლინის გრძელკუდა თუთიყუში, რომელიც ბოლოს 1904 წელს ნახეს ფლორიდაში და კვაგა, ზებრის სახეობა, რომელიც ერთ დროს სამხრეთ აფრიკაში ბინადრობდა. ველურ ბუნებაში ბოლო კვაგა 1870 წელს მოკლეს, ხოლო ტყვეობაში მყოფი უკანასკნელი ეგზემპლარი 1883 წელს მოკვდა.



დოდოს ბუნებრივი მტაცებლები არ ჰყოლია,
 მაგრამ ადამიანების მხრიდან მათზე ნადირობამ გადაშენება გამოიწვია.




ზებრის გადაშენებული სახეობა კვაგა სამხრეთ აფრიკაში ცხოვრობდა

სახეობების შერჩევისას მეცნიერები ხელმძღვანელობდნენ გარკვეული კრიტერიუმებით, ასევე განიხილეს ამ მოვლენის ეთიკური მხარეები. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ის იყო, თუ რამდენად სასურველია ამის განხორციელება, ჰქონდათ თუ არა ცხოველებს ეკოლოგიური კუთხით მნიშვნელობა და რამდენად პოზიტიური დამოკიდებულება ჰქონდათ ადამიანებს მათ მიმართ.

შემდეგი საკითხი ეხებოდა პრაქტიკულ სფეროს – მოიპოვება თუ არა კარგად შემონახული ქსოვილები დნმ-ის ნიმუშებით, რათა სახეობებს გამრავლების საშუალება მიეცეთ. ასევე, რამდენად შესაძლებელი იყო მათი ხელახლა დამკვიდრება თანამედროვე სამყაროში და დაემუქრებოდათ თუ არა რაიმე სახის საფრთხე, რა იყო მათი გადაშენების მიზეზი და ა.შ.

დროთა განმავლობაში დნმ-ი დეგრადაციას განიცდის და ნიმუშების აღება რთულდება, ამიტომ მეცნიერებმა შეარჩიეს ისეთი სახეობები, რომლებიც უახლოეს წარსულში ან რამდენიმე ათასი წლის წინ გადაშენდნენ. რაც შეეხება დინოზავრებსა და მილიონობით წლების წინ მობინადრე სხვა არსებებს, ჯერჯერობით მათი გაცოცხლების საკითხი არ დგას.

National Geographic-ის შემდეგ ნომერში აღწერილი იქნება, როგორ მოხდება ცხოველების გაცოცხლება – ძველი დნმ-ის ნიმუშების აღება, სრულ გენომთან შერწყმა და ემბრიონულ უჯრედებში მოთავსება, საიდანაც მანამდე ამოღებული იქნება მათი დნმ-ი, რის შემდეგაც სუროგატ ორგანიზმში ნაყოფი დაიწყებს განვითარებას.



მოას სიმაღლე 3.5 მეტრს აღწევდა. ის გადაშენდა მაორის ტომელების მიერ მათზე ნადირობის შედეგად



სპილოს ნათესავი ბეწვიანი მამონტი 4000 წლის წინ გადაშენდა.
გაყინული ნამარხებიდან დნმ-ის ამოღება შესაძლებელია



Washington Post-ის მიხედვით, 10 წლის წინ ფრანგი და ესპანელი მეცნიერების ჯგუფმა სცადა გადაშენებული გარეული თხის გაცოცხლება, თუმცა მან მხოლოდ 10 წუთი იცოცხლა.

გადაშენებული ცხოველების აღდგენის იდეა აჩენს გარკვეულ ლოგიკურ და ეთიკურ კითხვებს, მაგალითად, როგორ მოახერხებენ მეცნიერები იმ ცხოველების დნმ-ის მოპოვებას, რომლებიც ამჟამად აღარ არსებობენ, ასევე საერთოდ უნდა განხორციელდეს თუ არა მსგავსი რამ.

იქნებიან თუ არა გაცოცხლებული ცხოველები ძველად მობინადრეების ზუსტი ასლები? სავარაუდოდ არა, რადგან მაგალითად მამონტებს სპილოები გაზრდიან და მათი ქცევის თავისებურებები თანამედროვე სპილოების მსგავსი უფრო იქნება, ვიდრე გადაშენებული მამონტებისა



თეთრნისკარტა კოდალა ბოლოს 1940-იანებში დააფიქსირეს




ტასმანიური ვეფხვი სიაში მყოფი ერთადერთი ჩანთოსანია.
ის 1960-იან წლებამდე ბინადრობდა ავსტრალიაში, ტასმანიასა და ახალ გვინეაში



დინოზავრის დნმ-მა დეგრადირება განიცადა, რის გამოც მკვლევარები თვლიან,
რომ იურული პერიოდის პარკი რეალობად არასდროს იქცევა

პროექტის ღირებულება დამოკიდებულია სახეობებზე, თუმცა მეცნიერები თვლიან, რომ საჭირო ფინანსების მოცულობა რამდენიმე ასეული ათასი დოლარი იქნება.

წარსულში მეცნიერებმა კლონირების ტექნოლოგიის დახმარებით სცადეს ბაყაყის ერთ-ერთი სახეობის გაცოცხლება, როცა „მკვდარი” უჯრედის ბირთვი მოათავსეს სხვა სახეობის ბაყაყის კვერცხუჯრედში. შედეგი ის იყო, რომ ემბრიონმა მხოლოდ რამდენიმე დღე იცოცხლა. თუმცა „ლაზარეს პროექტის” მიერ ჩატარებულმა კვლევამ მეცნიერულ წრეებში წინ წამოსწია ბეწვიანი მამონტების მსგავსი ცხოველების აღდგენის საკითხი.

5 წლის განმავლობაში სისტემატურ ექსპერიმენტებში მეცნიერები იყენებდნენ მეთოდს, რომელიც დონორის ბირთვით კლონირებული ემბრიონის შექმნაში გამოიხატებოდა. ისინი იღებდნენ დიდი ღარებიანი ბაყაყის კვერცხუჯრედს, აცლიდნენ ბირთვს და ანაცვლებდნენ იმ გადაშენებული ბაყაყის გენებით, რომელიც მას ენათესავებოდა. ნაწილი მაშინვე იწყებდა დაყოფას და ემბრიონის ადრეულ სტადიამდე აღწევდა. მართალია, ვერცერთი გადარჩა და მაქსიმუმ რამდენიმე დღე გასტანეს, მაგრამ გენეტიკურმა ტესტებმა დაადასტურა, რომ დაყოფილი უჯრედები ნამდვილად შეიცავდნენ გადაშენებული ბაყაყის მემკვიდრულ ნიშან-თვისებებს.




წყაროhttp://ucnauri.com/219124/მეცნიერები-გადაშენებული/
კატეგორია: მიმოხილვა | ნანახია: 4287 | დაამატა: avtandil | ტეგები: მეცნიერები გადაშენებული ცხოველების | რეიტინგი: 5.0/1

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 6
+1   Spam
6 ENUQICHI   (29.03.2013 18:16:40) [მასალა]
არაფერ ფანტასტიკურს არ გავქს რეალურია და მეცნიერებს მართლაც შეუძლიათ ამ მეთოდით განახორციელონ ის რაზეც სტატიაშია საუბარი, მაგრამ საქმე იმაში გახლავთ რომ არის კი ეს სწორი და გვინდა ჩვეენ? თუარა ლაბორატორიიდან რო არ გამოდიან, 24 საათი ცდებს ატარებენ, იკვლევენ, მილიონობით თანხებს ხარჯავენ და მაგას კი გააკეთებენ.
არ მახსოვს რომელმა ცნობილმა პორტრეტისტმა მხატვარმა თქვა, მე ჩემ ნახატებს ხელთუქმნელი ნახატები მირჩევნიაო, რას ნიშნავს ხელთუქმნელიო კითხეს და უპასუხა, ხელთ უქმნელი ნახატია ადამიანი მსგავსი ხატად უფლისა! ამიტომ ის რაც ღმერთმა შექმნა და ვიცით რომ ღმერთი ქმნის ნუ გავეჯიბრებით ისეთი სრულყოფილი "ფერFექტ" მაინც ვერ იქნება რადგანაც ადამიანის ხელი ურევია და არა ღმერთის.
ეს მხატვარი იყო ათეისტი, ისევე როგორც აინშტაინს არ წამდა მთელი ცხოვრების ნახევარზე მეტი ხნის განმავლობაში ღმერთის. მაგრამ აინშტაინი ბოლოს მივიდა დასკვნამდე რომ ღმერთი არსებობდა, დარწმუნდა რომ მხოლოდ მისი განგებით და დაშვებით მოხდა ის რომ მან კაცობრიობისთვის მნიშვნელოვანი აღმოჩენები გააკეთა. რომ არა უფლის ნება ამდენ მიღწევებზე საუბარიც კი ზედმეტი იყო. მისი ცნობილი თეორია ე უდრის ემცე კვადრატს მოწმობს ღმერთის უზენაესი განგების არსებობაზე. ამიტომ ასეთ რამეში ჩარევა ხომ ადვილი წარმოსადგენია რამხელა დანაშულია! ჩვენი ინტელექტი ჯერ კიდევ იმდენად დაბალია ასეთი ჩარევა დაუშვებელია! ადამიანი 3 პროცენტს თუ იყენებს მისი გონების შესაძლებლობიდან 100–ის გამოყენების შემდეგ წარმოიდგინედ რა მოხდება და ალბათ აზრს დაკარგავს მარადისობაც და ყველაფერიც. ამიტომ ისე იყოს როგორც განგებას სურს! იმან უფრო არ იცის რა და როგორ ჯობია?

-1   Spam
5 Terrax   (29.03.2013 09:01:54) [მასალა]
რაგაც სატელევიზო ფანტასტიკის ჟანრს უპრო გავს ეს სტატია ვიდრე რაიმე რეალურზე ლაპარაკს !!! რა 10 წუთით გააცოცხლესო

0   Spam
4 giohunt1982   (28.03.2013 20:00:25) [მასალა]
ENUQICHI გეთანხმები 100%-ით. ბუნებაში მომწონს ის, რომ არის ბუნებრივი, ხელთუქმენლი და ღვთის შექმნილი. პლასტმასის და სილიკონის ყვავილებს ვერ ვიტან და ასეთი, ადამიანის მოჩორკნილი ცხოველი რა იქნება წამომიდგენია gimili

+1   Spam
3 ENUQICHI   (28.03.2013 18:51:13) [მასალა]
ადამიანს დასახელებულ ნადირ-ფრინველზე ნაკლებად აქვს შეტანილი წილი მათი გადაშენების დიდ მრავალ ათასიანი წლის მანძილზე.
რაც შეეხება იმას რომ ადამიანთა რაოდენობამ იმატა დედამიწაზე და გაჩნდა უდიდესი საწარმოები, ჭაბურღილები და სხვადასხვა კატასტროფების შედეგად დაბინძურდა გარემო, ყოველდღიურად ნამწვავებით ვამძიმებთ ჟანგბადს, ცხოველთა სამყაროს უმცირებთ ასევე ტერიტორიებს და ჩვენ ვფართოვდებით, აი ამ თვალსაზრისითაც კი ვნებთ მათ. მაგრამ ეს ალბათ ნორმალურია. ევოლუცია ხდება დედამიწაზე, ნელ-ნელა ეჩვევა ბუნება ადამინთან თანაცხოვრების პროცესში. გამოიხშირება რაღაც სახეობები რომლებიც ადამიანს საფრთხეს შეუქმნიან იქ სადაც მანძილი ასე ახლოს იქნება ჩვენსა და მაგათ შორის. წარმოიდგინეთ ეხლა ბეწვიანი მამონტის თანაცხოვრება ჩვენთან..თუ სუროგაციის გზით სპილოები გააჩენენ ამბობენ ხასიათი სპილოსი ექნებათო, ვიცით სპილო ხანდახან ისე რისხდება ადამიანისგან აჯამსანდალს აკეთებს! ერთ დღეს მამონტურად რო წამოუაროს ადვილი მისახვედრია რაც მოხდება. ამიტომ ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ბრაკონიერობ ის აღმოფხვრაზე, რაც გვიბოძა განგებამ იმის სEნარჩუნებაზე და ნაკლებად შევეხოთ მათ ტერიტორიებს, მათ მყუსდროებას, ვაცადოთ გამრავლება, ნორმალური საკვების მიღება და ა.შ. წამიკითხავს მდინარეები დაუბინძუირებიათ კომპანიებს რომლითაც მთელი იმ რეგიონის ცხოველები იკლავდნენ წყურვილს! დაწამლულა ყველაფერი, ფრინველების კადრებია გაკვეთილზე რა არ აქვთ კუჭში გული კინაღამ წამივიდა რო ვნახე. ამ მიმართულებით უნდა დავხარჯოთ მილიონები და არა ვიღაც მეცნიერებების ღმერთთან გასაჯიბრებლად და ნობელის საპრემიოდ. ცოდნა იმდენად არის კარგი რამდენად სასარგებლოა კაცობრიობისათვის!

-2   Spam
2 zaza123   (28.03.2013 18:31:42) [მასალა]
კი მარა გადაშენდა ადამიანთა დაუდევრობით და თუ ისევ დავაბრუნებთ დედამიწაზე ცუდი რა არის?

+1   Spam
1 ENUQICHI   (28.03.2013 03:28:34) [მასალა]
მე ამ სუროგაციების და გენური ინჟინერიის თუ რაღაც ოხრობების წინააღმდეგი ვარ. ოღონდ იმიტომ კიარა რომ არ მაქვს ინფორმირებულობა და არ ვეცნობი ახალი ტექნოლოგიების როლს თანამედროვე სამყაროს განვითარებაში და ცხოვრების გაიოლების ხელის შეწყობაში, არამედ ვიცი ერთი რამ: ყველაფერი ღმერთის დაშვებით ხდება, ის რაც იყო და გადაშენდა ალბათ ასე იყო საჭირო. მოხდა ევოლუცია და ეს ყოველთვის ხდება, ამ წუთასაც ევოლუციის პროცესში ვართ. რაც დაგვრჩა ამას მოუაროთ ჯობია. ასე ყველაფერში ჩარევა ხელოვნურად არ შეიძლება, ადამიანსაც აჩენენ სუროგაციის გზით. განგებამ იცის ვინ როდის უნდა იქცეს მიწად და ვინ უნდა დარჩეს მიწაზე.

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 10
    სტუმარი: 10
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика