23 მარტს მეტეოროლოგიის მსოფლიო დღე აღინიშნება. თარიღის აღნიშვნა 1950 წლის 23 მარტს მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (მმო) დაარსების შესახებ კონვენციის ძალაში შესვლას უკავშირდება.
წლევანდელი მეტეოროლოგიის დღის თემაა - „ამინდზე დაკვირვებები სიცოცხლისა და ქონების დასაცავად" . ამავე დღეს, მმო-ს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრუქტურის ამინდის მსოფლიო სამსახურის დაარსების 50 წლისთავსაც აღნიშნავენ. მმო-ში 191 ქვეყანაა გაწევრიანებული, მათ შორისაა საქართველოც.
მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის მიზანია ამინდისა და კლიმატის ცვლილების, წყლით გამოწვეული მსხვერპლისა და ზიანის შემცირება; აგრეთვე, მდგრადი განვითარების უნივერსალური მიზნის დასახვა, კლიმატის შენარჩუნება და გარემოს დაცვა.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!