ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ტყის ქათამზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4114
მტკვარზე თევზაობა   
Shamanპასუხების რაოდენობა: 55
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 200
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2013 » მარტი » 22 » მუნიციპალური თავშესაფრის ეზოდან გადმოტყორცნილი მკვდარი ლეკვები    

01:23:57
მუნიციპალური თავშესაფრის ეზოდან გადმოტყორცნილი მკვდარი ლეკვები

მუნიციპალური თავშესაფრის ეზოდან გადმოტყორცნილი მკვდარი ლეკვები
15-03-2013
სოციალურ ქსელებში შემზარავი ვიდეოჩანაწერი გავრცელდა. თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარე, მერიის მაწანწალა ცხოველთა თავშესაფრის მიმდებარე ტერიტორიაზე გზა მოფენილია მკვდარი, 2 თვემდე ასაკის ძაღლის ლეკვები. დახოცილ ცხოველებს სხეულის და თავის ქალის მრავლობითი ღია დაზიანებები აღენიშნებათ. ერთი შეხედვით იქმნება შთაბეჭდილება, რომ უმწეო ცხოველები ვიღაცამ სადისტურად დახოცა, თუმცა, გაუგებარია რატომ დაყარა ისინი მაინცდამაინც მუნიციპალურ თავშესაფართან ახლოს. 

"კვირის პალიტრა"
 საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსს დავით სადათერაშვილს დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ ამ ეტაპზე კონკრეტულად ვერაფერს გვეტყვის.

- ვიკვლევთ რა მოხდა, არსებობს რამდენიმე ვერსია. ფაქტი შემაშშფოთებელია, მაგრამ ზუსტად არაფრის თქმა არ შეიძლება. 


- გამორიცხავთ, რომ ლეკვები თქვენმა თანამშრომლებმა დახოცეს? 

- არაფერს არ გამოვრიცხავთ, მაგრამ ვერც ვერაფერს ვამტკიცებთ ჯერ. 


- ეს ლეკვები თქვენს თავშესაფარში იყვნენ?

- არ ვიცი, ვადგენ. უკაცრავად, სანამ მოკვლევას არ დავასრულებ, ვერაფერს გეტყვით. 

სამწუხაროდ, ე.წ. ძაღლმჭერები და მაწანწალა ცხოველების თავშესაფრის თანამშრომლები წარსულში არაერთხელ ყოფილან შემჩნეული ძაღლების უმიზეზოდ და სადისტური მეთოდებით დახოცვაში, ამიტომაც გაჩნდა ეჭვი, რომ ამაზრზენი სანახაობა ამჯერადაც მათი ნახელავია. მხოლოდ უმოწყალოდ დახოცვაში კი არა, ძაღლმჭერები ქუჩის ცხოველების სადისტურად "დაპატიმრების" დროსაც ხშირად ფიქსირდებიან. იმის გამო საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციეების მართვის სააგენტოში ამჯერად (მერამდენედ!) პასუხი არ აქვთ, ფაქტთან დაკავშირებით განმარტება ვთხოვეთ არასამთავრობოორგანიზაცია "საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის კავშირის" თავმჯდომარის მოადგილეს თემურ წიქორიძეს. 

- ინტერნეტში გავრცელდა მობილური ტელეფონით გადაღებული ვიდეოკადრები, რომლის თანახმად, ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ღობის გადმოღმა, დაყრილია ლეკვები. ერთი ძალიან არის გახრწნილი, რამდენიმესაც თათები აქვს მოჭმული, სავარაუდოდ ვირთხისგან ან ყვავისგან... 

- წინასწარ რაიმე დასკვნის გაკეთება შეიძლება? ლეკვები საგანგებოდ დახოცილს ჰგავს?


- ვფიქრობ, რომ უკვე მკვდარი და არა განგებ მოკლული ლეკვები გადმოყარეს თავშესაფრის ტერიტორიიდან. ეს არის სამსახურებრივი უპასუხისმგებლობა, დაუდევრობა და სისასტიკეც. მერე რა, თუნდაც მკვდრები თუ გადმოყარეს?! საერთაშორისო კონვენციებიც კი კრძალავს მკვდარი ცხოველების მიმართ უდიერ მოპყრობას. მოკვდა, უნდა დამარხო წესების დაცვით.

- ვის და რატომ უნდა გადმოეყარა მუნიციპალიტეტიდან მკვდარი ლეკვები, ვითომ ლეკვების დაღუპვის ფაქტის დამალვის მცდელობის გამო? ეს ხომ დამალვა არ გამოდის?!

- ვფიქრობ, დადასტურდება ფაქტი, რომ მუნიციპალურ თავშესაფარში დაიხოცა ლეკვები და რომელიღაც მომვლელმა, ან დამლაგებელმა, იმის ნაცვლად, რომ წესისამებრ თავშესაფრის ტერიტორიაზე მდებარე ვეტერინარულ პუნქტში მიეტანა ლეში, ისინი ეზოს გარეთ გადმოისროლა. ამ ვარაუდის საბაბს მაძლევს იმავე ტერიტორიაზე გადმოყრილი ნაგავი. ესეც კანონდარღვევაა. 

- რით შეიძლებოდა მომკვდარიყვნენ ლეკვები, იქნებ მოკლეს ისინი? ვიდეოკადრებში ჩანს, რომ სხეულზე მრავლობითი ღია ჭრილობები აქვთ. 


- საგანგებოდ მოკვლა თითქმის გამორიცხულია. სამწუხაროდ, ასეთ თავშესაფარში ლეკვების სიკვდილიანობა ძალიან მაღალია, რადგან ერთ ადგილზე, ვიწრო გარემოში დიდი რაოდენობით ლეკვები იყრის თავს. შესაბამისად ერთი თუ დაავადდა, დიდია ალბათობა, რომ ბევრს გადაედოს სენი ან ავადმყოფობა და უმრავლესობა იღუპება. 

- რატომ გროვდება ბევრი ლეკვი ამ თავშესაფარში?


- ხალხის ახირების გამო. მოგეხსენებათ რა სიტუაციაც არის თბილისში. ქუჩის ძაღლების სტერილიზაცია არ ხდება, უკონტროლოდ მრავლდებიან.. დედა ძაღლი კი აგრესიულია, სანამ ლეკვებს ზრდის, არავის უშვებს ახლოს, იღრინება და უსაფუძვლო ფობიებით დაავადებულ მოსახლეობის ერთ ნაწილს ეშინია მათი. ამიტომაც დღის განმავლობაში გამუდმებით რეკავენ სამაშველო სამსახურების ტელეფონებზე და ითხოვენ, რომ დედა ძაღლი მოაშორონ დასახლებულ ადგილებს. დედის გარეშე ლეკვების დატოვება მათ უეჭველ სიკვდილს გამოიწვევს, ამიტომაც ვთხოვეთ ძაღლმჭერებს, რომ დედა ძაღლი და ლეკვები ერთმანეთს არ დააშორონ. შემდეგ ყველა მუნიციპალურ თავშესაფარში მიჰყავთ, სადაც ძაღლების მოვლის ტექნოლოგიები კი არა, მინიმალური პირობებიც არ არის. ვოლიერებში ერთად ჰყავთ შეყრილი 4-5 დიდი ძაღლი და ლეკვები. სულ 75 ვოლიერამდე არის, სადაც 150-მდე ცხოველი შეიძლება მოთავსდეს, არადა სამას ცხოველზე მეტია თავმოყრილი. მუნიციპალიტეტმა რომ აშენოს 2000 ძაღლიანი თავშესაფარი, დარწმუნებული იყავით, რომ 5000 ძაღლის იძულებით თავშეფარება მოუწევთ. 

- თუ თავშესაფარში პირობები არ არის, მაშინ ძაღლების მიყვანის უფლება რატომ აქვთ?

- იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში ყველაფერი დაულაგებელია, ადამიანების ცნობიერებაც, კანონიც და ცხოველებისადმი მიდგომებიც. ხალხს რომ უსაფუძვლო პანიკა არ ჰქონდეს, ლეკვებიან ძაღლებს თვითონ რომ არ ერჩოდეს, მეტიც, ეხმარებოდეს ლეკვების ჯანმრთელად დაზრდაში, ან ვეტერინარებს სთხოვდეს მათ სტერილიზაციას, ეს პრობლემაც მოგვარდებოდა, მაგრამ ჩვენთან საშველი არ არის. საერთოდაც ეს მუნიციპალური თავშესაფარი სინამდვილეში არის მერიის საგანგებო და გადაუდებელ სიტუაციათა სააგენტოს თავშესაფარი. ეს სააგენტო არის სამაშველო სამსახური, რომელიც გამოძახებაზე მიდის, ხანძრის დროს, ან თუ ვინმე წყალში იხრჩობა, სხვადასხვა უბედურების დროს და მათი საქმე არ უნდა იყოს მაწანწალა ძაღლების დაჭერა.

- ლეკვების ან ლეკვებიანი დედა ძაღლის წაყვანის უფლებაც უნდა ჩამოერთვათ? 

- არც კი აქვთ ამის უფლება, რა ჩამორთმევაზეა ლაპარაკი. ხალხი რეკავს, ითხოვს, გვიშველეთო და მათ ზარზე რეაგირებას მოსდევს ასეთი შედეგი. ვცდილობთ თავშესაფარში მოხვედრილი ლეკვები გავაჩუქოთ, მაგრამ ძალიან ცოტა არის მსურველი. სნობიზმით დაავადებულ საზოგადოებას მხოლოდ ჯიშიანი ძაღლები უნდა, თუმცა, ბოლოს მათაც არ პატრონობენ. სამწუხაროდ, საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს ოდნავაც არ ანაღვლებს ცხოველების ბედი. მეტიც, დავაფიქსირეთ საშინელი ფაქტები, როდესაც კოცონი დაანთეს და ცეცხლში ცოცხლად ჩაყარეს ლეკვები, ან წყალში გადაყარეს. ვფიქრობ ასეთი საქციელი საშინელებაზე მეტია, ბარბაროსობა და სადიზმია. 

- გამოსავალი რაშია?

- პრობლემის მიზეზის აღმოფხვრაში. საქართველოში მცხოვრებ მოსახლეობას ცხოველებთან მოპყრობის უმდაბლესი კულტურა და მძიმე მენტალიტეტი აქვთ. ამ მენტალიტეტის გამო ვერ ჩავრთეთ პარლამენტი ცხოველთა უფლებების დაცვის საკითხში. პარლამენტარი ვერ ვნახეთ, რომელსაც ეს პრობლემა ააღელვებს. შესაბამისად საქართველოს პარლამენტი არ აღიარებს საერთაშორისო კონვენციებს ცხოველთა დაცვის სფეროში. არ არის მიღებული ცხოველთა დაცვასთან დაკავშირებული არცერთი კანონი, არც სამოქლაქო, არც ადმინისტრაციული. სისხლის სამართლის კოდექსში 259-ე მუხლით იკრძალება ცხოვლების წამება, თუმცა, არავინ არ დასჯილა ამ კანონით და ალბათ არც დაისჯება. ეს არის მკვდარი მუხლი. არ გვაქვს კანონმდებლობა, არ გვაქვს სასწავლო პროგრამები საბავშვო ბაღებისა და სკოლებისთვის. ცხოველი ჩვენთან აღიქმება მხოლოდ საჭმელ ნედლეულად, ამიტომაც უფრო ფასობს ღორი, ძროხა და სხვა, რაც იჭმება. თავშესაფრებში განათლებული ვეტერინარები არ მუშაობენ. ძირითადად იქ მიდის ხალხი, ვინც თანახმაა მცირე ანაზღაურებაზე იმუშავოს, რადგან უკეთესი სამსახურის მიღება არ შეუძლია დაბალი ინტელექტის გამო. სამწუხაროდ ასეთ ადამიანებს ხშირად ჰუმანური გრძნობები არ აქვთ ცხოველების მიმართ. ვეცადეთ ტრენინგებით გაგვეუმჯობესებინა მდგომარეობა. არაფერი არ გამოდის. გგონიათ თავშესაფრის გარეთ უკეთესი მდგომაროებაა? კერძო მფლობელებს სასტიკ მდგომარეობაში ჰყავთ ძაღლები. დაფიქსირებული გვაქვს კონკრეტული ფაქტები, როდესაც ვოლიერში უწყლოდ და საჭმლის გარეშე დარჩენილმა ძაღლებმა სიმწრისგან ფეხები მოიჭამეს. რა თქმა უნდა, ისინი დაიხოცნენ, მაგრამ არავის მოუთხოვია პასუხი მათი პატრონისთვის.

- პოლიციას მიმართა ვინმემ და პასუხი არ მოთხოვეს?


- გგონიათ პოლიციას ასეთ ფაქტებზე რეაგირების სურვილი აქვთ? თუ საქმე ძაღლს ან სხვა ცხოველს ეხება, ისინი თითქმის არასდროს არ მოდიან გამოძახების ადგილზე. თუ ცხოველების მიმართ საზოგადოების მოპყრობის დონე მარ აიწია, თუ კანონმდებლობა არ ჩამოყალიბდა, თუ მუნიციპალური თავშესაფრები არ ჩაბარდა ვეტერინალურ ორგანიზაციებს, ცხოველთა თუ არ შეიქმნება ცხოველთა პოლიცია, ცხოველთა დაცვის საკითხი არ მოგვარდება. 

პ.ს. ორიოდე წლის წინ ლეგენდარულმა ბრიჟიტ ბარდომ თბილისის მერს ღია წერილი გამოუგზავნა, - ბ-ნ უგულავას უპასუხისმგებლობასა და ქუჩის ძაღლების მიმართ გულგრილობაში დასდო ბრალი. ამასთან, ურჩია, რომ საქმე, რომელსაც მერიის სამსახურები ვერ ართმევენ თავს, არასამთავრობო სექტორს გადაულოცე, პური მეპურემ უნდა გამოაცხოს და ძაღლს მეძაღლემ მიხედოსო, შეახსენა ფრანგული კინოს ლეგენდამ ჩვენს ქალაქისთავს. ფრანგმა ცხოველთა დამცველმა უგულავას მოუწოდა, დაუყოვნებლივ შეწყვეტილიყო მოხეტიალე ცხოველების ხოცვა; გახსნილიყო ცხოველთა თავშესაფარი; დაინერგილიყო ვაქცინაციის, სტერილიზაცია/კასტრაციის პროგრამა,მაგრამ ბარდოს რჩევები ძაღლის ყეფასავით დარჩა, უგულავას ქარავანი კი კვლავაც მხოლოდ წინამძღოლის ინტერესების შესაბამისად მიდის. 


წყაროhttp://kvirispalitra.ge
კატეგორია: საქართველოს ამბები | ნანახია: 3329 | დაამატა: gio90 | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 1
0   Spam
1 zaza123   (23.03.2013 15:20:28) [მასალა]
ჩემი აზრით მაწანწალა და უპატრონო ძაღლები და კატები უნდა განადგურდეს,მაგრამ არა სადისტურად...მაგენი არიან მერე ყველაფრის უბედურების მიზეზი

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 11
    სტუმარი: 11
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика