ამ ძაღლს კარგად იცნობენ ეკატერინბურგის მაცხოვრებლები. ყოველდღე, ერთი და იმავე გაჩერებაზე იგი ადის ცენტრალურ ქუჩაზე მოძრავ ტრამვაიში. სავარძელზე წყნარად მოკალათდება და ყოველთვის ერთი და იმავე გაჩერებაზე ჩადის. -დღეს ჩვეულ ადგილას არ ზის. როგორც წესი, ის კუთხეში ზის, რომ ხელი არავის შეუშალოს, არასდროს მგზავრობს ფეხზე მდგომი, – იღიმება ხანში შესული მგზავრი, – ისეთ დროს არჩევს, როდესაც სალონში ცოტა ხალხია. ხშირად ადის ორმაგ ტრამვაიში, იქ ხომ უფრო მეტი ადგილია. ძაღლმა ქვემოდან ამოგვხედა და თავი ისევ ჩაწია. -პიკ საათებს ერიდება, – აგრძელებს ენაწყლიანი პენსიონერი, – მკაცრად განსზაღვრული მარშრუტით მგზავრობს. კუიბიშევის ქუჩაზე ჩამოდის და მიემართება უნივერსიტეტისაკენ, რომლის სასადილოშიც მას კვებავენ. მოსაღამოვებულზე იგივე მარშრუტით უკან ბრუნდება. ძალიან დელიკატურად და თავაზიანად იქცევა. მგზავრებისგანაც იგივეს იღებს, არავინ უწყრება. ვეტერინარები თავიანთ აზრს გამოთქვამენ: -ძაღლის ასეთი ქცევა გვაფიქრებინებს, რომ ის ადამიანებს შორის აღიზარდა. ის ცდილობს აღადგინოს ის ცხოვრებისეული სიტუაცია, რომელიც პატრონის დაკარგვამდე ჰქონდა. შესაძლებელია, რომ პატრონი ბოლოს სწორედ ტრამვაიში ასული ნახა და ასეთი გზით ცდილობს იპოვოს იგი. P.S. როგორც აღმოჩნდა, ურალელი "ჰაჩიკოს” ეს ისტორია 4 წლის წინანდელია,ახლახანს კი ისევ გახმაურდა ინტერნეტ-სივრცეში, რადგან მისი სავარაუდო პატრონი გამოჩნდა. თუმცა ამჯერად თავად ძაღლს ვერ პოულობენ…
წყარო: http://verzonti.wordpress.com/2013/02/04/%E1%83%97%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%96%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98-%E1%83%9B%E1%83%9
|