მოგეხსენებათ ბრაკონიერობა საქართველოში, ნამდვილი მონადირისათვის უპირველესი, უსაშველო და მოუგვარებელი პრობლემაა. ყველამ კარგად ვიცით, რომ მხოლოდ გადამფრენ ფრინველზე შეგვიძლია ნადირობა და სხვა დანარჩენზე ლიცენზიას სახელმწიფო არ გასცემს, როგორიცაა: კოლხური ხოხობი, დურაჯი, კაკაბი, გნოლი, როჭო, და სხვა მაკლებად ცნობილი ფრინველი, რომელიც ალბათ საქართველოში თითზე ჩამოსათვლელიღა დარჩა. რაც შეეხება ნადირს, ამაზე ხომ კატასტროფული ფაქტის წინაშე ვდგავართ. ყოველ წლიურად უკანონოდ ულიცენზიოდ იხოცება უამრავი ნადირი. ირემი, გარეული ღორი, დათვი შველი ჯიხვი და ა.შ. მიუხდავად კანონისა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ინადიროს ზემოთხსენებული ნადირფრინველისა გარკვეულ სახეობებზე, სამონადირეო მეურნეობაში სასურველ სანადირო ობიექტზე, ესენია: კოლხური ხოხობი, კაკაბი, გარეული ღორი და ახლა უკვე ჯიხვიც და დათვიც დაემატა ამ სიას საინტერესოა ვინმე თუ ზრუნავს მათ მომრავლებაზე. გამოკვებაზე და ა.შ მიუხედავად ამისა ხშირია შემთხვევები როდესაც სოციალურ ქსელებში ჩნდება ბრაკონიერული ვიდეო და ფოტო მასალები რომლის ნაწილსაც წარმოგიდგენთ ამ თემაში. წარმოგიდგენთ მასალებს რომლებიც მოძიებულია ინტერნეტ სივრცეში და მხოლოდ საქართველოშია გადაღებული...
დურაჯი და კურდღელი
შვლები ტყავების პროცესში
კოლხური ხოხობი
კავკასიური როჭო
შველი
შველი
დათვი
მასალა მოპოვებულია ინტერნეტ წყაროებიდან, როლებზეც არ იყო მითითებული სად და როგორ მოხდა ამათუიმ ნადირის და ფრინველის ამოღება. თუმცა აქედან ზოგი არც მეურნეობაში მოიპოვება თუ არ გვაქვს საქმე ბრაკონიერობასთან...
giviko2010 მასეთი ფიქრით იწყება ძამი ბრაკონიერობა, რაც არამონადირული საქციელია და ნამდვილი მონადირე არასდროს მისცემს თავა ამის ჩადენის უფლებას. სადმე თუ კარგს გადააწყდები უნდა დატკბე იმის ცქერით თორე თოფის სროლა ყველას შეუძლია
ბევრი მაქვს სალაპარაკო ამ ტემასტან დაკავშირებით მაგრამ ლაპარაკს აზრი არ აქვს პირველი სურათიდანვე ჩანს საქართელოში სამართალი არ არსებობს და მორჩა ასე უნდა გაატყავო ყველა ამ საქმის ჩამდენი, გაუნათლებელი და უტვინო ხალხის უჭირავს თოფი, ბევრი აზრზე არ არის რას ესვრის აუფრინად ესროლა გადაუარა შევარდენმა? ესროლა აუფრინდა უკანსკნელი სარსარაკი ან დურაჯი? ესროლა ეს არის გაუნათლებლობა გაუთლელობა და თუ ვინმეს რამე პრობლე მა აქვს ამასთან დაკავშირებით პირადად დამელაპარაკოს და გავაგებინებ ვინ ვინ არის, მპმოვოდა ინფორმაცია ახლობლები უდაბნოსტან წააწყდნენ ფაქტს რო მთელი ღამე მდინარეს ნავებით და დენის აპარატებით დაყვებიან ვინ კითხულობს რა ხდება?
ასე იმიტომ ხდება რომ კანონი არ არსებობს საქართველოში, დაიჭერ ბრაკონიერს????? მიუსაჯე 8 წელი. მეორე ვეღარ გაბედავს. სადამ ნაცნობობა და ბიზაშვილ მამიდაშვილობა არ მოისპობა არაფერი უშველის საქმეს.გამგები გაიგებს რაც დავწერე
რატოა ეს ბრაკონიერობა ვისაც რგორ შეუდზლია თავის ჭიას იხარებს სადმე თუ კარგს გადააწყდები არ უნდა გაუშვა უნდა ჩათვალო რო ეგ შენთვის ბინადრობს რადგანაც შენ ნახე
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!