ალბათ გახსოვთ, რომ შარშან 9 სექტემბერს, ჩვენს ლომებს - სიმბას და ნალას სამი ბოკვერი შეეძინათ, რაც თბილისის ზოოლოგიური პარკის ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანი დღედ იქცა. ჩვენს ზოოპარკში ეს ლომების გამრავლების პირველი შემთხვევა იყო თითოეულ ჩვენგან უდიდესი სიხარული მოუტანა (აქვე გეტყვით, რომ ამავე წყვილს 4 დღის უკვან, კვლავ 9 რიცხვში და კვლავ 3 ბოკვერი გაუჩნდა !)
სამწუხაროდ ერთ-ერთი ძუ ბოკვერს, რომელსაც - კატო დავარქვით თანდაყოლილი კატარაქდა აღმოაჩნდა ორივე თვალზე, რაც მხედველობის სერიუზულ პრობლემას უქმნიდა. დროთა განმავლობაში ცხადი გახდა, რომ აუცილებელი ოყო ქირურგიული ჩარევა და ისეთი მედ პერსონალის პოვნა რომლებიც ლომისთვის ასეთი ოპერაციის გაკეთებას შეძლებდნენ. საქართველოსთვის ხომ ეს უპრეცენდენტო შემთხვევა იქნებოდა.
სწორედ ასეთი ადამიანი აღმოჩნდა კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალის" ქირურგი - მიხეილ ომიაძე, რომელმაც თავის შესანიშნავ ჯგუფთან ერთად ამ ოპერაციის გაკეთება ითავა. თანაც სრულიად უსასყიდლოდ ! ოპორაციის დროც მალე დაინიშნა - 11 თებერვლის 5 საათი.
ყველანი შევუდექით ოპერაციისთვის მზადებას. ზოოპარკში მომზადდა საოპერაციო ოთახი, აუცილებელი ტექნიკა "ნიუ ჰოსპიტალმა” გვათხოვა, შეიკრიბა სამედიცინო პერსონალი, კატოს გაუკეთდა ნარკოზი, მომზადდა საოპერაციოდ და ოპერაციაც დაიწყო...
ყველანი ვღელავდით, შენობასთან შეკრებილები მოუთმენლად ველოდებოდით ოპერაციის დასრულებას და ქირურგის შეფასებას. 2 საათიანი მოლოდინის შემდეგ პასუხიც მივიღეთ - „ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა !" რასაც დიდი სიხარული და თანამშრომლების ოვაციები მოჰყვა. რა თქმა უნდა ბედნიერები იყვნენ ექიმებიც, ლომისთვის ასეთი ოპერაციის ჩატარება ხუმრობა საქმე ხომ არაა.
კატოს ორივე თვალზე გაუკეთდა კატარაქტის უნაკერო ოპერაცია და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ხელმეორედ აეხილება თვალები. ის ჩვენი ვეტერინარების მეთვალტურეობის ქვეშაა და ვიმედოვნებთ, რომ ოპერაციას შემდგომი გართულებები არ მოჰყვება.
დასასრულს, თბილისის ზოოლოგიური პარკის უკლებლივ ყველა თანამშრომლის სახელით მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო ბატონ მიხეილ ომიაძეს და მის არაჩვეულებრივ გუნდს, ასევე კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალს" გაწეული უდიდესი დახმარებისთვის.
წყარო: http://www.zoo.ge/
|