არსებობს
ჩრჩილის მრავალი სახეობა. მათ შორის ყველაზე გავრცელებული აზიანებს შალის,
აბრეშუმის, ტყავის ნაწარმს, ბეწვეულსა და ხალიჩებს. ზოგი სახეობა
ჩნდება ფქვილში, ბურღულში, აზიანებს სინთეტიკურ ნაწარმსაც კი. თავისი
არსებობის მანძილზე, ჩრჩილი გაივლის განვითარების 4 სტადიას: კვერცხი,
მატლი, ჭუპრი და პეპელა. ზიანის მომტანია მხოლოდ მატლი და ტყავიჭამია.
მფრინავი
ჩრჩილი არაფერს აზიანებს, მაგრამ სწორედ ის დებს კვერცხებს, საიდანაც
იჩეკებიან მატლები. მათ მიერ მოყენებულ ზარალს ადვილად წარმოიდგენთ, თუ
გაითვალისწინებთ, რომ ერთი მატლი სიცოცხლეში ჭამს 1 გრ. შალს, ხოლო
პეპელა _ ჩრჩილი იმავე პერიოდში დებს რამდენიმე კვერცხს.
საუკეთესო
პროფილაქტიკური საშუალებაა ბინის სისტემატურად დასუფთავება და განიავება,
ხალიჩებისა და ფარდაგების ხშირი რეცხვა, რბილი ავეჯის მტვერსასრუტით
წმენდა.
ჩრჩილი არ ჩნდება იმ სამოსში, რომელსაც ხშირად ატარებენ ან მზეზე გააქვთ გამოსაშრობად და გასანიავებლად.
სანამ
ტანსაცმელს ან სხვა ნივთებს შესანახავად ჩაალაგებთ, წინასწარ კარგად
გაწმინდეთ და 5-6 საათი მზეზე გააჩერეთ (ულტრაიისფერი სხივები სპობს
ჩრჩილის კვერცხებს), შემდეგ კარგად დაბერტყეთ.
სუფთა, მშრალი ნივთები, უმჯობესია, ჩააწყოთ პოლიეთილენის პარკებში და კარგად მოუკრათ ან გადაუწებოთ თავი.
ბეწვეული პაკეტებში ჩაწყობამდე გაზეთებში გაახვიეთ.
ქიმწმენდა ჩრჩილის გაჩენის კარგი პროფილაქტიკაა.
კარადებსა
და ჩემოდნებში შენახული ნივთების დასაცავად გამოიყენეთ ქიმიური
საშუალებები, რომელთა ძლიერი სუნით გაჟღენთილ ტანსაცმელს ჩრჩილი აღარ
ეკარება.
ჩრჩილის "შესაშინებლად" კარგია ლიმონის გამხმარი ქერქები, ლავანდა, კაკლის ფოთლები და ჩვილი ტოტები, გვიმრა, თუთუნი.
ნივთებს
შორის შეგიძლიათ მოათავსოთ სურნელოვანი საპნები, სუნამოს ცარიელი
ფლაკონები, მოძველებული საპუდრე ან ნაჭერში შეხვეული ქაფური.
როგორც
აღვნიშნეთ, ჩრჩილი "ვერ იტანს" ტიპოგრაფიული საღებავის სუნს, ამიტომ,
შეგიძლიათ, თაროებზე დააფინოთ გაზეთები ან ნივთები შეახვიოთ გაზეთებში.
ბეწვის ქუდებში, ხელთათმანებში, ფეხსაცმელებში ჩატენოთ გაზეთები.
თუ
ამ ყველაფრის გაკეთება დაგეზარათ, ან არ გყოფნით დრო, მაშინ გამოიყენეთ
სპეციალური აეროზოლები. გახსოვდეთ _ აეროზოლი მხოლოდ მფრინავ ჩრჩილს
ანადგურებს.
ვაშლის ჩრჩილი (ლათ. Hyponomeuta malinellus) — პეპელა ყარყიმისებრი ჩრჩილების ოჯახისა. გავრცელებულია ყველგან. საქართველოში ვაშლის საშიშ მავნებლად ითვლება. ფრთების შლილია 18-22 მმ. წინა ფრთები თეთრია. მატლი ბაცი ყვითელია. მატლი და პეპელა დაფარულია შავი წერტილებით. დედალი კვერცხს დებს 1-2-წლიან ტოტებზე, ფარავს ლორწოთი, რომელიც ჰაერზე მკვრივდება და ფარს წარმოქმნის. მატლი იზამთრებს ფარის ქვეშ, გამოდის ადრე გაზაფხულზე და აზიანებს ფოთლის პარენქიმას. ფოთოლი მუქდება და ხმება. მოზრდილი მატლები ფოთლებს ერთად ახვევენ აბლაბუდას ქსელში, დაჩონჩხავენ და შიგ კოლონიებად იჭუპრებენ. ვაშლის ჩრჩილი წელიწადში იძლევა ერთ თაობას.
ბრძოლის ღონისძიებანი: კვირტის დაბერვამდე მინერალური ნავთობის ზეთის 8%-იანი ემულსიის, ხოლო ყვავილობის შემდეგ -
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს [ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!