ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ტყის ქათამზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4114
მტკვარზე თევზაობა   
Shamanპასუხების რაოდენობა: 55
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 200
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2013 » მარტი » 7 » ახალგაზრდობის გარანტი    

23:11:12
ახალგაზრდობის გარანტი
მედიკოსები ირწმუნებიან, რომ თუ კი შაქარს თაფლით ჩავანაცვლებთ, არამარტო განწყობას გაუმჯობესებას, არამედ სილამაზისა და ახალგაზრდობის დაბრუნებასაც შევძლებთ.
როდის და რა რაოდენობით უნდა მივიღოთ თაფლი, რომ მსგავს ეფექტს მივაღწიოთ?
საკმარისია ყოველდღიურ როციონში ჩავრთოთ მხოლოდ 2 კოვზი თაფლი. პირველი კოვზი დილით უზმოზე, მეორე კი ძილის წინ 2 საათით ადრე. შესაძლებელია თაფლის წყლით გაზავებაც, ოღონდ გახსოვდეთ რომ თუკი შედეგის მიღწევა გსურთ წყლის ტემპერატურა 40 გრადუსზე დაბალი არ უნდა იყოს.
ლაბორატორიაში, ცხოველებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტმა ცხადყო, რომ თაფლის ყოველდღიურმა მიღებამ მათში იმუნიტეტი საგრძნობლად აამაღლა და შეაჩერა დაბერების პროცესი. საქმე იმაშია, რომ თაფლი შეიცავს უამრავ ვიტამინებსა და მიკროელემენტებს (C და B ჯგუფის ვჲტამინებს, კალცს, რკინას, მაგნიუმს, ფოსფორს, კალიუმს, ნატრიუმს და ცინკს). ახასიათებს ანტიოქსიდანტური (ანტიმჟავიანობა) უნიკალური თვისება. აგრეთვე იწვევს უჯრედთა რეგენერაციის პროცესს.
სულ ცოტა ხნის წინ ქიმიკოსებმა, დაადგინეს, რომ თაფლი შეუცვლელია ნაბახუსევსაც. თაფლში არსებული ნივთიერებები ანეიტრალებს ალკოჰოლში არსებულ ტოქსინებს, და მათ უვნებელს ხდის ორგანიზმისთვის.
და რაც ყველაზე ყურადსაღებია თაფლი არ აფუჭებს ფიგურას.

წყაროhttp://intermedia.ge
კატეგორია: სხვადასხვა | ნანახია: 1403 | დაამატა: butatino | ტეგები: ახალგაზრდობის გარანტი | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 1
0   Spam
1 ormeteli   (08.03.2013 00:24:51) [მასალა]
ამერიკელი მეცნიერების უახლესი კვლევების მიხედვით თაფლი შეიცავს ანტიოქსიდანტებს. ანტიოქსიდანტები ორგანიზმის ჯანმრთელობაში გადამწყვეტ როლს თამაშობენ. ანტიოქსიდანტი არის მოლეკულათა ჯგუფი, რომელიც ხელს უშლის ან ანელებს სხვა მოლეკულების დაჟანგვის პროცესს. ორგანიზმში ჟანგვითი პროცესები ბუნებრივი სასიცოცხლო აუცილებლობაა, თუმცა ამ პროცესს თან ახლავს ე.წ. ”თავისუფალი რადიკალების” წარმოქმნა. თავისუფალი რადიკალი არის მაღალი აქტივობის დესტრუქციული მოლეკულა, რომელიც ორგანიზმში წარმოიქმნება ჟანგვითი პროცესების დროს. თავის მხრივ თავისუფალი რადიკალები იწვევენ ჯაჭვურ რეაქციას და აზიანებენ უჯრედებს. სწორედ უჯრედების დაზიანება იწვევს ორგანიზმში არასასურველი მოვლენების განვითარებას, სწრაფ დაბერებას და დაავადებებს, როგორიცაა კიბო და გულსისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიები.

ორგანიზმს გააჩნია რესურსი თავისუფალი რადიკალების გაუვნებელყოფისა, მაგრამ ასაკის მატებასთან ერთად, გაუვნებელყოფის ეს პროცესი კლებულობს და თავისუფალი რადიკალები მეტად აზიანებენ უჯრედებს, დნმ–ის მოლეკულურ სტრუქტურებს, და იწვევენ სწრაფ დაბერებას, კიბოს, არტრიტს, გულსისხლძარღვთა დაავადებებს, ინსულტს და სხვა. სწორედ ამ პროცესში გადამწყვეტ დახმარებას გვიწევს საკვებთან ერთად მიღებული ანტიოქსიდანტების ჯგუფი, რომლებიც წყვეტენ დამანგრეველ ჯაჭვურ რეაქციას ანეიტრალებენ რა თავისუფალ რადიკალებს და ხელს უწყობენ ნორმალურ ჟანგვით პროცესებს.

თაფლში , ისევე როგორც ხილსა და ბოსტნეულში, აღმოჩნდა ანტიოქსიდანტი პოლიფენოლების ჯგუფიდან (Phenol antioxidant). მაგრამ თაფლი, როგორც ცნობილია, ძალზე არასტანდარტული და ნაირგვარი შემადგენლობისაა, რაც დამოკიდებულია ნექტარის მომწოდებელ მცენარეთა ნაირფეროვნებაზე. ამიტომ თაფლში ანტიოქსიდანტური შემადგენლობის პროცენტი მერყეობს. როგორც დადგინდა, თაფლში ანტიოქსიდანტების რაოდენობა დამოკიდებულია მის ფერზე. უმეტესი ანტიოქსიდანტები აღმოჩნდა სხვადასხვა წარმოშობის მუქი ფერის თაფლებში, ღია ფერისებში კი ნაკლები. მაგალითად სამყურა ბალახის თაფლი , ანტიოქსიდანტის შემადგენლობით სიის შუაში აღმოჩნდა, წიწიბურას თაფლი კი ერთ–ერთი მეწინავეა. ასევე მაღალი შემადგენლობა აქვს სალბის, წაბლის, ნისას, თხაწართხალას და სხვა მუქი ფერის თაფლებს.

თაფლი, როგორც ანტიოქსიდანტური შემცველობის საკვები, ვერ შეცვლის ხილს და ბოსტნეულს , მაგრამ ის შესანიშნავი საკვები დანამატია ამ თვალსაზრისით, იმის გათვალისწინებით, რომ შაქრისგან განსხვავებით ის გასუქებას არ იწვევს და დამატებით 200-მდე სხვადასხვა სასარგებლო კომპონენტს შეიცავს. დღეში 6 – 10 სუფრის კოვზი თაფლის მიღება მკვეთრად აუმჯობესებს სისხლში ანტიოქსიდანტების კონცენტრაციას. ამავე დროს ის არ უნდა გაურიოთ ცხელ ჩაიში ანდა არ გავაცხელოთ, არამედ მივიღოთ კოვზით, დაგემოვნებით. ის მალე იწვევს დანაყრების შეგრძნებას და ზედმეტი საკვების მიღებას თავიდან აგვაცილებს.

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 10
    სტუმარი: 10
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика