ალბათ, ყველას გიოცნებიათ ფულზე, ძალიან ბევრ ფულმზე იმდენზე რამდენის დათვლასაც მთელი ცხოვრება ვერ შესძლებდით. ამ სტატიაში მინდა განახოთ, თუ როგორ გამოიყურება ტრილიონი დოლარი ერთად. ცოტა ხნის წინ, ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ, საკუთარ მოსახლეობას შესთავაზა გეგმა ამერიკის ეკონომიკის სტიმულირებისთვის, რომელიც მოითხოვს დაახლოებით 1 ტრილიონი დოლარის ინვესტიციას.თქვენი აზრით, როგორ გამოიყურება ამდენი ფული ერთად? როგორც სპილო? როგორც სახლი? თუ...მოკლედ ამას ცოტა ხანში თავად ნახავთ. საიტ PageTutor.com_ ის ავტორმა პროგრამა "GooGle Sketchup"_ის დახმარებით შექმნა მოდელი, თუ როგორ გამოიყურება 1 ტრილიონი დოლარი. ყველასთვის კარგად ნაცნობია 100 დოლარიანი კუპიურა. ყველაზე პოპულარული, ყველაზე ცნობადი და ყველაზე საყვარელი (ვიღაცისთვის) ქაღალდი მთელს მსოფლიოში.100 დოლარიანების შეკვრა- 10.000 დოლარი მისი სისქე 1, 27სმ. 1.000.000 ეს მხოლოდ რამდენიმე მუჭაა.(100 შეკვრა 10.000).მილიონის ჩადება შესაძლებელია ნებისმიერი სუპერმარკეტის სტანდარტულ ჩანთაში. ან, როგორც დეტექტივებში უყვართ ის ზუსტად ეტევა "დიპლომატში". ოღონდ, რატომღაც ზომების თქმა ავიწყდებათ, მაგრამ ნახევარი მილიონი მართლაც თავისუფლად ეტევა. მსოფლიოს უმრავლესობას მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაშიც არ შეუძლია ამდენის გამომუშავება.ალბათ, სწორედ ამიტომაა, რომ ბევრი ჩვენგანის ოცნების საზღვარი მილიონერობაა. 100.000.000 თუ 1 მილიონი თქვენთვის საკმაოდ არადამაჯერებლად გამოიყურება მაშინ ვნახოთ 100 მილიონი, რომელიც ეტევა საწყობის სტანდარტულ "პლატაზე". აქვე შესადარებლად ქთავაზობთ 100მლნ. 1მლნ. და 10.000 დოლარს 1.000.000.000 ერთი მილიარდი დოლარი აღიარებულია სოლიდურ თანხად პრაქტიკულად ყველასთვის. თუ ბანკიდან 1 მილიარდის მოპარვას გადაწყვეტთ იცოდეთ, რომ ნამდვილად სატვირთო დაგჭირდებათ და აი ისიც ტრილიონი დოლარი (ციფრების დაწერა არ მინდოდა.ცნობისთვის თორმეტი ნულისგან შესდგება). და მაინც, რა არის ტრილიონი? ესაა მილიონჯერ მილიონი. ათასი მილიარდი. ეს არის დაახლოებით 150.000-250.000 საქართველოს თითოეულ მოსახლეზე. მაგრამ რამდენიმე თვის შემდეგ ამ თანხის 20-30% მაინც ყველაზე განვითარებულების და მოხერხებულების ხელში აღმოჩნდება. მიაქციეთ ყურადღება, რომ მილიონიანი შეკვრები 2 სართულზეა დალაგებული.შესადარებლად გთავაზობთ საფეხბურთო მოედანს და ბოინგ-747_ს. ახლა კი ვნახოთ, როგორ გამოიყურება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ვალი 15 ტრილიონი დოლარი ბოინგი ფულის უკან აღარ გამოჩნდა.თავისუფლების ქანდაკება კი რაღაცით შეწუხებულია - ეს ხომ ამერიკის მთელი საგერეო ვალი არაა? რომელიც სხვადასხვა მონაცემებით 114.5 ტრილიონს უდრის.
წყარო: http://intermedia.ge
|