დიეტოლოგებმა ყველაზე საშიში საკვები პროდუქტების ტოპ-ხუთეული შეადგინეს. ამერიკელმა დიეტოლოგმა ჯარედ კოჰომ ყველაზე საშიში და მავნე პროდუქტების სია გამოყო და განაცხადა, რომ ამ საკვების რეგულარული მიღება ადამიანის ჯანმრთელობას განსაკუთრებით ვნებს, მეტიც ისინი კიბოს განვითარებას უწყობენ ხელს.
გთავაზობთ საშიში და მავნე საკვების ხუთეულს:
კონსერვირებული პამიდორი (ტომატ-პასტა) თუნუქის ქილებში- პრაქტიკულად ყველა კონსერვირებული საკვები მავნე ნივთიერებას ბისფენოლს შეიცავს, რომელიც მეტალთან ურთიერთობისას განსაკუთრებით მავნე ხდება. ამიტომ საკვების მომზადებისას ტომატ-პასტის ნაცვლად საღი პამიდორის გამოყენება სჯობს.
დამუშავებული ხორც-პროდუქტები- შებოლილი სოსისი, ბეკონი, ძეხვი - ეს პროდუქტები ნიტრატებს, ჰორმონებს და სხვა მანვე ნივთიერებებს შეიცავს, ამიტომ დიეტოლოგები ნატურალური ხორცის ყიდვას და მისგან დამზადებული კერძების მიღებას გვირჩევენ.
მარგარინი- ეს პროდუქტი შეიცავს მჟავას, რომელიც გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გამომწვევი მიზეზი ხდება და გარდა ამისა მარგარინი კიბოს გამომწვევი მიზეზიც შეიძლება გახდეს. მარგარინის ხშირი გამოყენება აგრეთვე ჭარბი წონის მიზეზი ხდება.
რაფინირებული მცენარეული ზეთი- ომეგა 6 და ომეგა 3 ცხიმური მჟავის თანაფარდობა ამ პროდუქტში შეადგენს 15:1, როცა დასაშვები ნორმა 1:1-ია. ნივთიერებათა ასეთი შემცველობა ორგანიზმში ანთებითი პროცესებს წარმოშობს.
პოპკორნი- ეს პროდუქტი განსაკუთრებით მავნე ხდება მიკროტალღურ ღუმელში მომზადებისას. პოპ-კორნი კარცეროგენული და ტოქსიკური ნივთიერებები კიბოს გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზია. მის მომზადებას დიეტოლოგები ჩვეულებრივ ღუმელში გვირჩევენ.
დიეტეოლოგები მავნე პროდუქტად საყოფაცხოვრებო მარილსაც ასახელებენ. ამავე ნუსხაში შედის სოიოს პროდუქტები, რომელიც ორგანიზმში შაქრის შემცველობის ბალანსს არღვევს, იწვევს ჭარბ წონას და ზრდის კიბოს რისკს.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!