სიმართლე ყველაზე სასაცილო ხუმრობაა ამქვეყნად" - ეს
სიტყვები ცნობილ ირლანდიელ დრამატურგს და უბრალოდ, გამოუსწორებელ ხუმარა
ჯორჯ ბერნარდ შოუს ეკუთვნის. გადაშალეთ ისტორიული ანეკდოტების ნებისმიერი
კრებული და დარწმუნდებით, რომ იქ ყველაზე სქელი განყოფილება ბერნარდ შოუს
სახელის ქვეშაა გაერთიანებული.
როდესაც 90 წელს გადაცილებულ დრამატურგს ჰკითხეს, თუ რა იყო მისი
ხანგრძლივი სიცოცხლის საიდუმლო, მან უპასუხა: ,,ცხოვრება არასდროს მიმიღია
სერიოზულად!" არც ცხოვრება და არც ქალები(!), რომელთა შესახებაც მწერალს
საკმაოდ თავისებური და ხშირად ირონიული წარმოდგენა ჰქონდა.
რამდენიმე სახალისო ეპიზოდი მისი ცხოვრებიდან:
* * * ერთხელ
სერ ბერნარდ შოუ იმყოფებოდა წვეულებაზე, სადაც უამრავ ლამაზ ქალბატონს
მოეყარა თავი. ისინი ძვირად ღირებულ სასმელს შეექცეოდნენ და მხიარული
მუსაიფით ერთობოდნენ, როდესაც მწერალმა ერთ–ერთ მათგანს საკმაოდ პიკანტური
შეთავაზება გაუკეთა:
– ქალბატონო, თქვენთვის 1000 ფუნტი სტერლინგი რომ შემომეთავაზებინა, ჩემთან დაწვებოდით?
უხამსი წინადადებით შოკირებულმა ქალმა მაშინვე სასტიკი უარი სტკიცა მწერალს.
– და 10 000 ფუნტი რომ შემომეთავაზებინა?
კეთილშობილმა
ქალბატონმა ამჯერად საკმაოდ წყნარად და ერთგვარი თვითკმაყოფილებითაც კი
უთხრა უარი. თუმცა შოუ არ მიეკუთვნებოდა იმ მამაკაცებს, რომლებიც ასე იოლად
ნებდებოდნენ. ახლა ჰკითხა:
– მილიონი ფუნტი რომ შემომეთავაზებინა თქვენთვის? – მშვიდად ჰკითხა მწერალმა და საბანკო წიგნაკი მოიმარჯვა.
ამჯერად
ქალბატონი დაფიქრდა მის წინადადებაზე და უპასუხა, ალბათ,
დაგთანხმდებოდითო. ამ პასუხის გაგონებისთანავე შოუმ თავის წიგნაკში 100
ფუნტის ოდენობის ჩეკი გამოწერა და ქალბატონს გაუწოდა. მან ეს იუკადრისა და
განუცხადა:
– თქვენ მე ვინ გგონივართ, სერ? – არ ინერვიულოთ, ქალბატონო! ჩვენ უკვე დავადგინეთ, რა ტიპის ქალიც ბრძანდებით. უბრალოდ, ჯერ ფასზე ვერ შევთანხმდით!
* * *
ერთხელ ბერნარდ შოუს წამოსცდა ფრაზა, რომ ყველა ქალი იყიდება. ამ
სიტყვებმა მალევე მიაღწია ბრიტანეთის დედოფლის ყურამდე, რომელმაც პირველივე
შეხვედრისას ჰკითხა მწერალს: – სერ, თქვენ მართლაც ფიქრობთ, რომ ყველა იყიდება?
– დიახ, ჩემო დედოფალო. – მეც? – გაიოცა დედოფალმა.
– თქვენც… – უპასუხა შოუმ. – როგორ ფიქრობთ, მაინც რამდენი ვღირვარ?
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!