ჯერ კიდევ საუკუნეების წინ სანამ მანამ ანკესებსა და სხვა მოწყობილობებს გამოიგონებდნენ, ჩინეთში საკმაოდ ორიგინალური მეთოდით თევზაობდნენ, რომლსაც დღევანდელ ცივილიზებულ სამყაროშიც გამოიყენებენ და ამ მეთოდის მთავარი კომპონენტი ფრინველია, რომელსაც "Cormorant” ჰქვია.
ეს ფრინველი ძირითადად თევზით იკვებება და გააჩნია წყალქვეშ ყვინთვის ძალიან კარგი უნარი, მას შეუძლია წყლქვეშ ჩაყვინთულმა დიდიხნით დაჰყოს და ამავდროულად თევზებზე ინადიროს, ხოდა სწორედ თევზაობის ასეთი კარგი უნარი ჩინელ მეთევზეებს არ გამოპარვიათ და იდეაც დაიბადა .
როგორც ზემოთ ავღნიშნე ჯერ კიდევ რამოდენიმე საუკუნებიდან მოყოლებული ამ ფრინველს ჩინელი მეთევზეები იშინაურებდნენ და წვრთნიდნენ.
სათევზაოდ წასული ჩინელი მეთევზეები ფრინველს ბაწარს კისერზე მსუბუქად აბამდნენ და წყალში ისე უშვებდნენ, რათა მის მიერ დაჭერილი თევზი არ გადაეყლაპა და ხახაში დარჩენილიყო, რომლსაც შემდგომ მეთევზე იღებდა და კალათაში აგროვებდა,ზოგიერთი ფრინველი ისეთი გაწვრთვნილია, რომ დაჭერილ თევზი თვითონვე მიაქვს პატრონამდე და კალათაში უგდებს, მეთევზეც შექების მიზნით პატარა თევზს აჭმევს
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!