10. Lorievye parrots.
თუთიყუშის ამ ნაირსახეობის შეფერილობა ცისარტყელის ყველა ფერს მოიცავს. მათი გავრცელების არეალია: ავსტრალია, ახალი გვინეა, ინდონეზია და ფილიპინები. როგორც ამბობენ, ძალზედ ხშირია შემთხვევები, როცა თითქმის ყოველ გაზაფხულზე თუთიყუშები ციდან ძირს ცვივა და ავსტრალიელებს ისინი ვეტერინარულ კლინიკებში მიჰყავთ.
9. American kestrel.
ფრინველთა ეს ნაირსახეობა გავრცელებულია დედამიწის მთელ დასავლეთ ნახევარსფეროში: კანადიდან ფოლკლენდის კუნძულებამდე ყველგან. ეს გახლავთ მსოფლიოს ყველაზე პატარა ზომის მტაცებელი ფრინველი.
8. Atlantic Puffin.
ფრინველთა ამ ნაირსახეობას, კი გუნდებად შეხვდებით ჩრდილო ატლანტიკის სანაპიროებზე. ისინი ზღვის წვრილი თევზებითა და უხერხემლოებით იკვებებიან.
7. Crowned Crane.
ეს რომანტიული ფრინველები აფრიკის დასავლეთსა და აღმოსავლეთით ბინადრობენ. შეჯვარების პერიოდში წეროები ერთიმეორეს თავს ე.წ. ცეკვით აწონებენ, რასაც ფრთების ტყლაშუნი, ხტომა, სირბილი და თავის ქნევა ახლავს.
6. Red Cardinal.
წითელი კარდინალი აშშ–ს აღმოსავლეთში, კანადის სამხრეთ–აღმოსავლეთსა და მექსიკაშია გავრცელებული. მამრის სხეულის შეფერილობა კაშკაშა ჟოლოსფერია, ხოლო თავზე, კერძოდ ნისკატრის ირგვლივ, კი შავი ნიღბის ფორმის ბუმბულით არიან დაფარულნი. მდედრი ფრინველის სხეული მორუხო–მოყავისფრო, ხოლო ფრთები, გულმკერდი და ქოჩორი, კი წითელი ბუმბულით აქვს დაფარული.
5. Kingfisher.
ეს, კი საკმაოდ გავრცელებულ ფრინველთა სახეობას განეკუთვნება. მათი ფეხები იმდენად მოკლეა, რომ მიწაზე უჭირთ გადაადგილება და მხოლოდ ფრთებით გადაადგილდებიან მოკლე დისტანციაზე. მიუხედავად მათი მკვეთრი შეფერილობისა, მათი ხილვა ძალზედ ძნელია, რადგანაც განმარტოება და სადღაც შეყუჟვა უყვართ.
4. Red macaw.
ეს კი თუთიყუშთა მეფე – "არა” გახლავთ. უხსოვარი დროიდან მასზე ინდიელები ნადირობენ. "არა”–ს ხორცს საჭმელად, ხოლო ბუმბულს მშვილდის ისრების მოსართავად იყენებდნენ.
3. Mandarin.
იხვისებრთა ოჯახის ამ წარმომადგენლებს ხის ტოტებსა და სანაპირო ზოლის მახლობლად მდებარე კლდეებზე უყვართ ჯდომა. ეს უჩვეულოდ ლამაზი შეფერილობის ფრინველები, სწრაფი და მანევრირებადი ფრენით გამოირჩევიან. ისინი წითელ წიგნში არიან შეტანილნი და შესაბამისად მათზე ნადირობა აკრძალულია. მათ ამრავლებენ პარკების დეკორაციისთვის.
2. Paradise Tanagra.
სამოთხის ტარანგა გვხვდება: აღმოსავლეთ კოლუმბიაში, ბრაზილიაში და გვინეაში. მათი შეფერილობა საკმაოდ სფეციფიურია: სახე სალათისფერი, ფირუზისფერი გული, ხოლო ნისკარტის ქვედა ნაწილი და ყელი, კი ლილისფერი.
1. Peacock.
ზემოთ წარმოდგენილ ფრინველთაგან ფარშევანგი ერთადერთია, რომლის მოშინაურებაც ადამიანმა შეძლო. მამრს ულამაზესი შეფერილიბის დაბოლოება აქვს, რომელსაც ხშირად კუდად მოიხსენიებენ.