10. დათვი ეს ცხოველი ერთი შეხედვით საყვარელია. შეხედვისთანავე გინდა ჩაეხუტო და მოეფერო, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სინამდვილეში ისინი ძალიან საშიში არსებები არიან , რის გამოც ამ სიაში მეათე ადგილი დაიმკვიდრეს. მსხვერპლი წელიწადში : 5-10
9. ზვიგენი დარწმუნებული ვარ , ზვიგენის შესახებ ყველას გვაქვს ნანახი უამრავი საშინელებათა ფილმი. მის მიმართ უარყოფით დამოკიდებულებას გვიჩენს მისი უზარმაზარი სისხლიანი კბილები. ფილმებში ამ არსებას გაზვიადებულად აჩვენებენ , თუმცა ზვიგენები ნამდვილად საზიზღარი მკვლელები არიან. მსხვერპლი წელიწადში : 100 (დაახლოებით)
8. მედუზა მედუზა საინტერესო მაგრამ ექსტრემალურად საზარელი არსებაა. როგორც დიდ , ასევე პატარა ზომის მედუზებებთან კონტაქტი ადამიანის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის, რადგან მის საცეცებს გააჩნიათ პარალიზების უნარი. მსხვერპლი წელიწადში : 100 (დაახლოებით)
7. ჰიპოპოტამი ჰიპოპოტამებს ძირითადად აფრიკაში ვხვდებით. მათი საცხოვრებელი ადგილია ისევე როგორც ხმელეთი, ასევე წყალი. ამ არსებას პირის გაღება 1.2 მეტრზე შეუძლია. მათ პირს დაკეტვისას ისეთი ძალა აქვს , როგორც უროს ამიტომ ჰიპოპოტამები ღირსეულად იკავებენ მეშვიდე ადგილს. მსხვერპლი წელიწადში : 100 – 150
6. სპილო მიუხედავად ჭკუისა და მეგობრული ხასიათისა , სპილოს შეუძლია მსხვერპლს უზარმაზარი ზიანი მიაყენოს. ის შეტევაზე გადადის გაუფრთხილებლად, რაც მას უფრო სახიფათოს ხდის. სპილოს ზომის , ძალისა და ეშვების შემხედვარე ალბათ არ გაგიკვირდათ ის , რომ მან მეექვსე ადგილი დაიკავა. მსხვერპლი წელიწადში : 300 – 500
5. ნიანგი ნიანგი არის ერთ-ერთი ყველაზე სასიკვდილო ცხოველი. შეცდომაში არ შეგიყვანოთ მისმა ტანის აგებულებამ , რადგან ბევრს ის მოუქნელი და ნელი გონია , სინამდვილეში კი ძალიან სწრაფი და ძლიერია. მისი ყბა მსხვერპლს ისეთი ძალით აწვება , რომ ძვლებს ფშვნის. მსხვერპლი წელიწადში : 600 – 800
4. ე.წ. "დიდი კატები” ცხოველები როგორებიც არიან ლომი , ვეფხვი , ავაზა , იაგუარი .. იკავებენ მეოთხე ადგილს. თუ ამ არსებებიდან რომელიმემ შეტევა გადაწყვიტა ნუ შეწუხდებით იმაზე ფიქრით , თუ როგორ დააღწიოთ მათ თავი … დიდ კატებს აქვთ საოცარი სისწრაფე, ძალა და მოქნილობა რაც მათ საუკეთესო მონადირედ ხდის. მსხვერპლი წელიწადში : 800 (დაახლოებით)
3. მორიელი მორიელი მიუხედავად მცირე ზომისა , ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო არსებად ითვლება. მას არ უჭირს ადამიანის მოკვლა , რადგან მორიელის ნესტარი შეიცავს საოცრად ძლიერ შხამს. მსხვერპლი წელიწადში : 800 – 2000
2. შხამიანი გველები არსებობს 450 შხამიანი გველის სახეობა , აქედან 250 სახეობის შხამი სასიკვდილოა ადამიანისთვის . შხამიანი გველები გავრცელებულნი არიან აფრიკაში, აზიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. როდესაც შხამით ინფექცირდება სისხლი , ის მოედება მთელ თქვენ სხეულს. მსხვერპლი წელიწადში : 50 – 125 , 000
და მომენტი , რომელსაც ყველა ველოდებოდით : 1. კოღო თქვენ ( ისევე როგორც მე ) ალბათ რაღაც საშინელ , დიდ და დაუნდობელ მკვლელს ელოდით , მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება – სწორედ ეს მკვლელი არის კოღო. როგორ დაიკავა მან პირველი ადგილი ? მისი ნაკბენი ერთი შეხედვით უმნიშვნელოა და არ წარმოადგენს საფრთხეს ადამიანისთვის , მაგრამ ეს ასე არ არის . ამ ნაკბენით საუკეთესოდ ვრცელდება ისეთი დაავადებები , როგორიცაა მალარია(ციებ-ცხელება) , სპილოს ავადმყოფობა, ყვითელი ციება და "ნილოსის ვირუსი”. მსხვერპლი წელიწადში : 2-3 მილიონი :|
წყარო: http://ucnauri.com/167571/10-%E1%83%A7%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%96%E1%83%94-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%98%E1%83%A8%E
|