"Youtube-ზე ქართული მიწები იყიდება", - სტატიას ამ სათაურით გაზეთი "ყველა სიახლე" აქვეყნებს. საუბარია სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეორგოლზე, რომლითაც ინდოეთის მოქალაქე საინი დარჯმიტი თანამოქალაქეებს საქართველოში მიწის შეძენას სთავაზობს. გაზეთის ინფორმაციით, კახეთში გადაღებულ ვიდეორგოლში დარჯმიტი ქართული მიწის უპირატესობასა და იაფ მუშახელზე საუბრობს. ვიდეოში მითითებულია ტელეფონის ნომერიც, რომელზე დარეკვითაც მიწის შეძენით დაინტერესებული პირი დეტალურ ცნობებს მიიღებს. საინი დარჯმიტის სახელით youtube-ზე 19 ვიდეოა ატვირთული და აქედან თითქმის ყველა ქართულ სოფლის მეურნეობასა და მიწებს ეხება. ვიდეოები სხვადასხვა დროსაა დადებული. ყველაზე ძველი, მათ შორის, გასული წლით თარიღდება. საერთო ჯამში 9 ვიდეოს 50 ათასამდე ნახვა აქვს და ინდოელი ბიზნესმენები ვიდეოს ავტორს კომენტარებშიც ეხმაურებიან.როგორც "ყველა სიახლე" წერს, საქართველოში მიწების გაყიდვით დაკავებული კომპანია crown immigration-ის სათავო ოფისი ინდოეთში მდებარეობს. კომპანიაში დარეკვისას კი ჟურნალისტს განუმარტეს, რომ მიწებს საქართველოს მასშტაბით, მათ შორის თბილისშიც ყიდიან.
მართლა სამარცხვინოა ეს ყველაფერი,ინდოელები და ჩინელები საქართველოში ათასობით ჰექტარ მიწებს ყიდიან და ზოგ ქართველ გლეხს არ აქ საკმარისი მიწა რომ დაამუშაოს, ალბათ ბევრმა ნახა ვიდეო თბილისის ზღვის მიმდებარედ, უზარმაზარ ტერიტორიაზე ჩინური ქალაქის აშენების პროექტით და ეს ყველაფერი ქართველი კაცის ხელით კეთდება, მაპატიეთ მაგრამ მიმიფურთხებია ყველა იმ ქართველისთვის ვინც ამას ფულის გამო აკეთებს, ვისაც ძალა შესწევს და ამ ყველაფერს ხელს არ შეუშლის, სატირალი ისაა რომ ალბათ საქართველოს ხელისუფლებაში არასოდეს გამოჩნდება ხალხი რომელიც თავის სამშობლოზე და თავის ხალხზე იფიქრებს, ნუთუ საერთოდ არ აწუხებთ იმის ფიქრი რომ თვითონაც ქართველები არიან და ადრე თუ გვიან თავიანთ შვილებზე და შვილიშვილებზე იმოქმედებს მათი საქციელი, მე ნამდვილად მრცხვენია მათ გამოოო
გასაგებია მაგრამ უშუალოდ სახელები და გვარები რა საჭიროა?... თორე მე და თქვენ, რომ არ მიგვიცია ამის უფლება ეს ხომ ცხადია! ვისი ბრალიც არის ყველამ კარგად ვიცით, მაგრამ აქ შეგნებულად არ დავწერ. იმედია ეს ამბავი ესე არ დარჩება და არ გაგრძელდება..
ჩახალიანი უნდა ჩაეჯინათ იმისთვის, რასაც ეგ ჩათლახი აკეთებს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ და არა წვრილმანისთვის, რის გამოც იძულებული შეიქმნენ რომ გამოეშვათ. დასაჭერი ისაა, ვინც ამ ინდოელებს მისცა უფლება ქართული მიწის გაყიდვისა... და საერთოდ, რაა დემოკრატია? რატომ ღებულობთ ამ სიტყვას როგორც ფეტიშს, რომლითაც "ლობიოობის" გამო გვენგრევა ქვეყანა... როგორი ქვეყანაა ისრაელი? სომხეთი? ვინ იტყვის, რომ არადემოკრატიული? ჰოდა ამ ქვეყნებში თუ არ შეიძლება მიწის ასე "გაპრადაჟება", ჩვენ უფრო დემოკრატები ვართ?( თუ "ქლიავები"?)... სხათაშორის, დემოკრატია მოდის სიტყვიდან "დემოს", რაც საზოგადოების დაბალ ფენას( და არა ხალხს) ნიშნავს. ხოლო დემოსის მართვა თანამედროვე ტელეგამოყეყეჩების საშუალებით იოლია(სხვათაშორის, ჩვენი ყოფილი ხელისუფლების დიდი ნაწილი და ახლანდელიც დემოსში შედის)
ასეა ვინც კი ნიჭიერში გამოვიდა ყველას თაში დაუკრენ და დედა ეს რაკაი ხალხი ყოფილაო მერე ზანგებიც გამოვიდა და ყველა ქართული ცეკვით გვაბრიყვებდა. ასეა საბერძნეთში თურქებმაც დაიწყენ მიწის ყიდვა და ბერძნებმა ეგრევე გააჩერეს მიწის გაყიდვები ასე უნდა იყოს ჩვენთანაც. ეს მდიდარი მიწა არავის არუნდა ჩაუვარდეს ხელში. ჩვენმა ბრიყვმა ბისნესმენებმა არც კი იციან სოფლის მეურნეობა რა შემოსავლიანი რამეა ასე რომ გამოფხიზლდენ
ეჰ ჩვენი საშველი არ იქნება არასდროს, რუსეთთან ხო ჩვენ ვართ სულ დამნაშავე ამას ქართველები ამბობენ სხვას რა უნდა მოსთხოვონ ვინც მაგას ამბობს იმას ისტორია საერთოდ არ წაუკიტხავს, რაც ამ ქვეყანამ ერეკლეს დროიდან დრემდე გვიყო, ივანიშვილმა კიდე რაც გააკეტა ისიც ზალიტ გაკეთებინებს და ახლა ალბათ ისევ წაიღებს უკან რაც დახარჯა, 80 მილიონი კახეთს მოახმარეთო და აჰა გააქანა ჯიბეში დაკახელები ერთმანეტს ყვიტავენ ხალხმა ვენახი გავყიდეთ რო ბანკები გაგვესტუმრა და კიდე დაგვრცა ნახევარი გასასტუმრებელიო, ნანინანატრი დემოკრატია ხო გვეღირსა ამოვისუნტქეთ ხალხმა როგორ არა, ბენზინი ხო გაიაფდა რას ამბობ სააკაშვილს მიქონდა ჯიბეშიო ხო დავუჯერეთ მიქონდაო ახალა ვის მიაქ ნეტა?
ეხ ეხ ვითომ ქართული ოცნება ბიძინამ დიდი მისია შეუსრულა რუსულ ”კგბ”-ს ეს გამოიხატა იმაში რომ ყველა ქვეყნის მოღალატე ყველა ინფორმაციის გამცემი ბანდიტი და ყაჩაღი ყველაგამოუშვა ხაჩალიანი რო გარეთაა მერე რა უნდათ ყოჩაღ მაგათ. კი მოიგესო მაგრამ თვალი ხო არ უნდა დავხუჭოთ ყველაფერზე დიდი არაფერი რას აკეთებენ როო? კაცი რო დაგპირდება 2 წელში წავალო რაზე მოვიდა ვის უტოვეს ქქვეყანას მე არ ვიცი რა მოვიდა საბჭოთა ნაგავი ქვეყანაში, არ ვიცი ხალხის ნაწილს რა მოწონს მათში 1 არგუმენტი დაასახელონ. რა დაპირება აასრულეს რო ბობოქრობდნენ სადაა რამე? საბჭოთა ნაგვები არიან. მე უბრალოტ ჩემი აზრი გამოვხატე. თუ ვინმეს მათში რამე მოსწონტ არგუმენტი დაასახელონ. ყოჩაღ ’ქართულ ოცნებას’ ჯერ სად ვართ ქართველი ხალხი ადვილადტყუვდება და ჩევნი მოსაწონი არსად არაა.
აქ პოლიტიკაზე ნუ ვისაუბრებთ და ნუ გავლანძღავთ რომელიმე პოლიიტიკურ გუნდს ან პოილტიკოსს... ისე ნუ წავიკითხავთ როგორც ჩვენ გვენდომება ისეთი აზრი გამოვიტანოთ. თუ ვინმწ წაიკითხავს თვალები კარგად გავახილოთ და დავინახავთ რაც წერია: ((( ვიდეოები სხვადასხვა დროსაა დადებული. ყველაზე ძველი, მათ შორის, გასული წლით თარიღდება. )))
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს [ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!