მსოფლიოში ყველაზე უხუცესი ძაღლი 22 წლის დეისია, რომელიც ბრიტანეთში, გლოსტერშირის საგრაფოში ცხოვრობს. მას უკვე მიანიჭეს "ბრიტანეთის ყველაზე უხუცესი ძაღლის" ტიტული. 22 წლის დეისი თავს კარგად გრძნობს და სიბერეს არ ნებდება. ძაღლის პატრონმა მარკ ფინჩმა ძაღლი სახლში 1993 წელს მიიყვანა და მაშინ დეისი 2 წლის იყო. ექსპერტების თქმით, ძაღლის 22 წლის იუბილე ადამიანის ცხოვრების 100 წლის ექვივალენტია, შესაბამისად, მას ტორტი მიართვეს, რომელზეც 100 რიცხვის აღმნიშვნელი სანთელი ანათებდა. დეისი ოჯახის სრულუფლებიანი წევრია და ძაღლისთვის განკუთვნილი საჭმელი არასდროს უჭამია. დეისი იმავე სადილის ულუფას მიირთმევს, რასაც დიასახლისი ოჯახისთვის ამზადებს.
"მისი საყვარელი საჭმელი შემწვარი ქათამი და კარტოფილია. დეისი არაა პრეტენზიული და ნებისმიერ სადილს გემრიელად მიირთმევს. წლების განმავლობაში მას ჩვენთვის ბედნიერება მოაქვს. მას სეირნობა არასდროს უყვარდა. ურჩევნია, სახლში ითამაშოს, ან ეძინოს", - ამბობს ოჯახის დიასახლისი.
22 წლის უბანში გვყავდა დვარნიაშკა და მეტი ვერ გაქაჩა რომელიც ჩემს ბავშვობაში გარდაიცვალა, ალბათ მაქსიმუმ 22 წელია ასეთი ნაჯვარი ძაღლებისთვის, სუფთა სისხლებში 16 ან 17 მაქსიმუმ, ისიც გენეტიკური დაავადებები არ უნდა ქონდეს ჯიშს ან ღრმა მოხუცებულობაში სასწაულები ემართებათ და როგორც წესი აძინებენ საზღვარგარეთ.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!