გვსურს გაგიზიაროთ ინფორმაცია ჯვრებიანი ფეხსაცმლების შესახებ. ამგვარ საქონელზე ადრეც გვსმენია, ზოგიერთი ნიმუში გვინახავს კიდეც, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც ან არ იჯერებენ ნათქვამს ან კიდევ არასერიოზულად აფასებენ მსგავს ფაქტებს.
ამბობენ იმასაც თითქოსდა "ეს ჯვარი არ არის"; რომ "ეს უბრალოდ ორნამენტია" და სხვა არაფერი...
ვინც ასე ფიქრობს მათ უნდა შევახსენოთ, რომ ჯვრების მრავალგვარი ფორმა არსებობს და ჯვრის სიმბოლოს შეურაცხყოფისთვის არ არის სავალდებულო ფეხსაცმლებზე მაინცა და მაინც მკაფიო ჯვრები იყოს გამოსახული. ამას უნდა დავსძინოთ ისიც, რომ უსჯულოების მოქმედნი ქრისტეანთა ყურადღების მოსადუნებლად ხშირად ჯვრების მოდერნიზირებულ, ან ორნამენტებში ჩაწნულ ფორმებს გვთავაზობენ.
მოკლედ, ვინც ასეთ ფეხსაცმელს ატარებს ის, მისდა უნებლიეთ (თუ არ იცის და თუ იცის მაშინ ნებაყოფლობით), შეურაცხყოფას აყენებს ჯვარს, ჩვენი გამოხსნის სიმბოლოს და ქრისტეს მაცხოვნებელ მსხვერპლს.
გვსურს გავაფრთხილოთ ყველა ქრისტეანი, ვინც მაღაზიებსა თუ ბაზრობებზე უცხოეთიდან ჩამოტანილ ფეხსაცმელს, ან კაფელს, ან პარკეტს და სხვა მსგავს პროდუქციას ყიდულობს, რომელზეც შემდეგ უნდა გაიაროს. დააკვირდით შესაძენ პროდუქციას ხომ არ არის მასზე გამოსახული ჯვარი, რომ შემდეგ მისი მოხმარების შედეგად ჯვრის შეურაცხმყოფელებად არ შეირაცხოთ. მითუმეტეს, რომ არსებობს VI მსოფლიო კრების მკაცრი დადგენილება ამის თაობაზე:
"ცხოველმყოფელ ჯვარს, რომელმაც ჩვენ დაგვანახა მაცხოვრება და გვიხსნა ძველი შეცოდებებისგან, ღირსი პატივი რომ მივაგოთ, გვმართებს დიდი მისწრაფების გამოჩენა. ამიტომ გონებით, სიტყვით და გრძნობით მისთვის თაყვანისცემის შემწირველნი ვბრძანებთ ყველგან ფეხით სავალ იატაკზე გამოსახული ჯვრის სახის წაშლას, რომ მასზე მავალთა ფეხით არ გაითელოს იგი და ამით არ შეურაცხყონ ჩვენი ძლევამოსილების საჭურველი. ვინც ამიერიდან იატაკზე გამოსახოს ჯვრის მსგავსება, მათ უზიარებელ ყოფნას ვადგენთ" (დიდი სჯულისკანონი. VI მსოფლიო კრების 73-ე კანონი).
მამაოს დავეკიტხოტ სჰეიზლება ასეტი ფეხსაცმელი ბევრს კონდეს ნაკიდი.რა კნას უნდა გადაკაროს.ზალიან საინტერესო იკნებოდა ნუგომონადირის პასუხი ამ ტემასტან დაკავსჰირებიტ
vaxo_vaxo სტატიისწყარო მითითებულია და შეგიძლია მიწერო და გაგცემენ ამომწურავ პასუხს. რაც შეეხება შენი ამთემიდან გამოტანილი აზრი ძალიან სასიამოვნოა შეიძლება მადლობაც კი გითხრა. ეს მე არ მომიფიქრებია და მე არ დამიწერია მე უბრალოდ დავდე, რომ რაც ვნახე და წავიკითხე სხვასაც ენახა და გამოეხატა აზრი მაგრამ ..... და სისულელე სხვაგან უნდა ეძებო და თუ მანიცდამაინც პირადად მკითხე და გიპასუხებ თუ რამე ვერ გავიგე ნორმალურად ... :23:
არვიცი რავთქვა, ნამდვილად პირველად მესმის ასეთი რამ, თუმცა ასეთი ძირიანი ფეხსაცმელი საქართველოშიც და აშშ-შიც ხშირად შემხვედრია და ალბათ ყველა ქვეყანაში შეიძლება იყოს, ნამდვილად არ ვიცი რამდენად შეესაბამება სიმართლეს ეს ფაქტი მაგრამ აწი მეცოდინება და შევეცდები ასეთი ძირიანი ფეხსაცმელი აღარ ვიყიდოოო,
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!