სვალბარდი ანუ შპიცბერგენი, რომელიც მდებარეობს ნორვეგიაში მართლაც, რომ დიდი სილამაზით გამოირჩევა. იგი ერთ-ერთია ჩვენი დედამიწის იმ გრანდიოზული ადგილებიდან, რომლებიც მოგზაურებში დიდ აღფრთოვანებას ბადავდა.აქ შეხვდებით მოთეთრო-მოლურჯო ყინულებსა და კრისტალურად სუფთა ჩანჩქერებს. არქიპელაგი სვალდაბრდი (ჩრდილო სანაპიროები -ასე ითარგმნება ნორვეგიულიდან) მდებარეობს ნორვეგიის ჩრდილოეთ ნაწილში და მოიცავს ეროვნულ პარკებსაც კი ნაკრძალებითურთ. ტერიტორიის ნახევარზე მეტი (62ათას კვ.მ-ზე მეტი) დაცვის ქვეშაა აყვანილი.აღსანიშნავია, რომ მთელი ეს ტერიტორია ყინულებითაა დაფარული. დაცვა ამ ადგილს აქ გავრცელებული ჩიტებისა და ცხოველების იშვიათი ჯიშების დასაცავად სჭირდება,ასევე ეკოლოგიური დაბინძურებისაგან, რომელიც აქ არსებულ მცენარეებზე უარყოფითად აისახება.აქ არ შეიძლება ერთ ჩიტთან მიახლოებაც კი, მის ბუდესთან სიახლოვე ხომ საერთოდ გამორიცხულია. რამდნეიმე წელია ამ ადგილას ერთი ქვაც კი არ განძრეულა !
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!