როდესაც დაუნ მოუს ჩემპიონი პოინტერი დღისით, მზისით, შუა ქუჩაში გაიტაცეს, პატრონმა გადაწყვიტა, რადაც უნდა დასჯდომოდა, საყვარელი ცხოველი უკან დაებრუნებინა.
უკვე 8 კვირა გავიდა და ენჯელი ჯერ კიდევ არ ჩანს, მასზე და მის თავდადებულ პატრონზე კი მთელი მსოფლიო ალაპარაკდა. ენჯელის მოსაძებნად მოუმ თავი გადადო - სამსახურში უვადო შვებულება აიღო, სახლი დააგირავა, აღებული ფულიდან 10 000 გირვანქა სტერლინგი ძაღლის მპოვნელისთვის ჯილდოდ დააწესა (რეკორდული თანხა ცხოველის პოვნისათვის ბრიტანეთში), დანარჩენით კი უამრავი პოსტერი გაამზადებინა და მთელ ქალაქში გააკრა. მოუმ გვერდიც გახსნა "ფეისბუკში" სახელით: "ენჯელის ძიებაში". ვიზიტორებს არ დაენანათ და ენჯელის მოსაძებნად დამატებით 3 000 დოლარი გაიღეს.
"ენჯელი ჩემი ოჯახის წევრია და თავის სახლში უნდა ცხოვრობდეს. ის ჩემი ცხოვრებაა და არა გადასაგდები ნივთი", - აცხადებს ქალბატონი მოუ.