ცხოველთა და ფრინველთა სამყაროში, ამ პატარა, მსუქანმა სანაპიროს ჩიტმა რეკორდი დაამყარა ყველაზე გრძელ მანძილზე სწრაფ, შეუჩერებლივ ფრენაში. ახალი კვლევისას, მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ამ „ჩიბუხა" ჩიტებს შეუძლიათ, შეასრულონ ტრანსკონტინენტალური ფრენა ევროპაში, შვედეთიდან - აფრიკის საჰარამდე, სულ მცირე - ორი დღის შეუსვენებლივ ფრენის შედეგად. ჩიტებმა 6800 კილომეტრი იფრინეს საათში საშუალოდ 100 კილომეტრი სიჩქარით. მათი გადაფრენის დასაფიქსირებლად, 2009 წლის მაისში, შვედეთში, ბიოლოგებმა ათი მოზრდილი ზომის ჩიტი დაიჭირეს და აღჭურვეს გეოლოკატორებით. ერთი წლის შემდეგ, გეოლოკატორების მეშვეობით აღბეჭდილი მონაცემები სამი ჩიტის ხელმეორედ დაჭერის შედეგად მოიპოვეს შვედეთში.
წყარო: http://www.sciencelib.ge/node/1807
|