აქ არის ჩამოწერილი ბევრი ცნობილი ადამიანის ბრძნული აზრებიდა ცნობილი გამონათქვამები.
გოეთე. "მე არასოდეს მსმენია რაიმე ისეთი დანაშაული, რომლის ჩადენასაც თავად ვერ შევძლებდი”
"დედაბუნება უბადრუკ და უკეთურ არსებებად როდი გვქმნის?!”
"ქალისა და კაცის მეგობრობას, საფრთხეს უქმნის დაღამება”
"უბედურების მიზეზი საკუთარ თავში ეძიე.”
"დაემორჩილე წყურვილის გრძნობას, წყალი დალიე მაგრამ ,,წყაროდან ჭიქას ნუ წამოიღებ”
ვიქტორ ჰიუგო "ყველას ეძახიან ადამიანს, მაგრამ ძაან ცოტას ეძახიან ადამიანს”
"ყველაფერს, რასაც აქვს დასაწყისი, აქვს დასასრულიც.”
"თუ ფული დაკარგე არაფერი დაგიკარგავს , თუ ჯამრთელობა დაკარგე შეიძლება კიდევ იცოცხლო, მაგრამ თუ მეგობრები დაკარგე ყველაფერი დაკარგე”
ძველი რომაული გამოთქმები:
divide et impera-გათიშე და იბატონე
veni, vidi, vici. – მიველ, ვნახე, დავამარცხე.
amicicia vitam ornat-მეგობრობა ცხოვრებას ამკობს
sciencia potencia est- ცოდნა ძალაა.
repetito est mater studiorum-გამეოერბა ცოდნის დედაა
vox populi, vox dei- ხმა ერისა, ხმა ღმერთისა.
amat victoria curat- გამარჯვებას ზრუნვა უყვარს..
benecitia non ophstrudutum-სიკეთე არ დაიმალება
lupus non mordet lupum- მგელი მგელს არ უკბენს…
რიხნერი:-,, ადამიანი ერთადერთი ცოცხალი არსებაა რომელმაც იცის, რომ უნდა მოკვდეს”.
ლაიბნიცი:- სიყვარული იმას ნიშნავს,რომ სხვის ბედნიერებაში საკუთარი ბედნიერება იპოვო”.
ბიორნე:-,,სინანული გონიერებაა,რომელიც გვიან მოდის”.
მარლენ დიტრიხი:-,, ჭორებს არავინ გაავრცელებდა, უამრავ ადამიანს რომ არ სწყუროდეს მისი მოსმენა”.
პითაგორა:-ჩუმად იყავი, ან ისეთი რამე არ თქვა რაც დუმილზე უკეთესია”
"ადამიანი ერთადერთი ცხოველია რომელსაც შეუძლია იარაღის გამოყენება”
უდიდესი სიმტკიცე არის უდიდესი ლმობიერება – ლონგფელოუ
ბედნიერება არის მცირედი უპირატესობა მისი დაკარგვის წინ – რიკლე
ფული ოქროთი გამოკვეთილი თავისუფლებაა – რემარკი
ჯოჯოხეთი მართლაც ერთადერთი მნიშვნელოვანი ქრისტიანული გაერთიანებაა მთელ სამყაროში – მარკ ტვენი
სისხლიანი სისულელეები გამოუსწორებელია – სტენდალი
აჩუქეთ მას მეთელი სამყარო და ის ლამაზ შეფუთვასაც მოგთხოვთ – ფალკენარი
სიცოცხლე დაავადებაა, რომელიც სიკვდილს იწვევს
სენეკა:- კანონი მოკლე უნდა იყოს რათა უცოდინარმა ადვილად დაიმახსოვროს.
სუხომლინსკი:-თუ ეგოისტი ხარ აჯობებს არ შექმნა ოჯახი.
სენკევიჩი:-ტკბილია სურვილი,მაგრამ სასურველად ყოფნა უფრო ტკბილია.
ერნესტ ჰემონგუეი:-ნუ იმსჯელებთ ადამიანებზე მხოლოდ მათი მეგობრების მიხედვით.არ დაგავიწუდეთ, რომ იუდას ყველა მეგობარი უნაკლო იყო.
ბერნარდ შოუ:-არ გაუკეთო სხვას ის,რაც გსურს რომ შენ გაგიკეთონ.შესაძლოა, თქვენი გემოვნება არ ემთხვეოდეს ერთიმეორისას.
ვოლტერი:-თუ მოსვენებას არ გაძლევს შენი მეტოქის დიდება,ეცადე მას აჯობო საქმით და ამით გადაუხადი სამაგიეროს მოსვენების დაკარგვისთვის…
ბუასტი:- ეძებეთ ისეთი ადამიანები, ვისთანაც საუბარი კარგი წიგნის ტოლფასია და ეძებეთ წიგნები, რომელთა წაკითხვა უტოლდებოდეს ბრძენთან გასაუბრებას.
პრუნერი:-ადამიანთა ურავლესობა ცუდია!
მოლიერი:-წესიერ ადამიანს ბევრი მტერი ყავს.
კალდერონი:-დიდი უბედურებაა-გალა იყო და ამპარტავანი.
ბუალო:-სულელი მუდამ მოძებნის უფრო მეტ სულელს რომელსაც გააკვირვებს.
სერვანტესი:-შელახული ღირსების აღსადგენად, ადამიანს ყოველგვარი უკიდურესომა მიეტევება.
ლაროშფუკო:-უძლური კაცი გულწრფელი არ იქნება.
სენეკა:- ყველაზე ძლიერი ის არის,ვინც საკუთარი თავის მფლობელია.
გოეთე:-რაც არ უნდა ბევრი ნაკლოვანება ჰქონდეს,ადამიანი მაინც ყველაფრით ღირსეული არსებაა ამქვეყნად.
კონფუცი:-უჭკუო ჩივის,რომ ხალხი მას არ იცნობს, ბრძენი კი ჩივის,რომ იგი არ იცნობს ხალხს.
შექსპირი:-სულელს თავი ჭკვიანი ჰგონია, ჭკვიანმა კი იცის ვინ არის სულელი.
ჰაინე:- ისევე,როგორც ჭკვიანები ხშირად სულელები არიან, ბრიყვებიც ხანდახან ძალიან ჭკვიანები არიან.
ბუასტი:-უვიცებთან ბჭობა, ბრმებისთვის სინათლის ანთებაა.
მოლიერი:-შურიანები კვდებიან,მაგრამ შური-არასოდეს.
ვეისი:-თავმოყვარეობა თავისთავად არც კეთილია და არც ბოროტი.საქმე ისაა ვინ რაში მოიხმარს მას, რისკენაა იგი მიმართული.
პინდარე:-უმზომოდ თვითგანდიდება შეჰფერით მხოლოდ უგუნურთ,
სოფოკლე:-თავის თავზე დიდი წარმოდგენა მოკლე ჭკუის ერთ-ერთი ნიშანია.
პლინუსი:- გულ-მშვიდად მოსმენა საყვედურისა იმის თვისებაა,ვინც ღირსი ყოფილა ხშირად ქებისა..
შექსპირი:-უფრო ღირსეული იქნები ვიდრე ხარ, შენს ღირსებას რომ არ ახსენებდე
უენლისი:-ჭეშმარიტი სიდიადისკენ ხშირად-ქედმაღლობაა დაბრკოლება…
ვეისი:-ბრძენ კაცს ისე თავმდაბლურად უჭირავს თავი, თითქოს თვითონ კი არ ასწავლიდეს სხვას, არამედ სხვისგან სწავლობდეს.
ადამიანს თუ შესწევს იმის უნარი, რომ გარედან შეაფასოს თავისი თავი, ესეიგი მას ინტელექტი გააჩნია…
ბუდა:-საკუთარი თავისა და სურვილების დაძლევა ომში გამარჯვებაზე უფრო უდიდესი გამარჯვებაა.
დემოკრიტე:-პატოოსანი და უპაიოსნო ადამიანი შეიძნობა არა მარტო იმით,რას აკეთებს, არამედ იმითან რა სურს მას.
უილიუს კეისარი:- ადამიანი ადვილად დაიჯერებს ხოლმე იმას,რაც მისთვის სასურელია.
ფენელეონი:-შეუძლებლის ნატვრა სნაულებაა ჭკუისა.
ფენელეონი:-არ შეიძლება გსურდეს ის, რაც არ იცი.
ჟან-ჟაკ რუსო:-კაცი მაშინ არის ღარიბი, როცა სურვილი სჭარბობს ღონეს.
ვეისი:-ბედნიერია, ვისთვისაც ხელმისაწვდომია ის,რაც სურს; უფრო ბედნიერია ის ვისაც ის სურს, რაც მისთვის ხელმისაწვდომია.
მუდი :-კარგი ხასიათი უნარია,რომ საკუთარ თავს გზაზე გადაუდგე, თუმცა შეგეძლო განზე გამდგარიყავი.
შპალენგერი:-მშვიდობა ყველაზე მოკლე მანძილია ორ ომს შორის..
გარსია მარკესის 13 გენიალური ფრაზა: 1)მე შენ მიყვარხარ,არა იმიტომ ვინც ხრ შენ,არამედ იმიტომ რო ვინ არ მე როცა სჰენს გვერდით ვარ. 2)არცერთი არამიანი არ იმსხურებს შენს ცრემლებს,ხოლო ის ვინც იმსახურებს,არასოდეს აგატირებს შენ. 3)მხოლოდ იმიტომ, რო ვიღაცას არ უყვარხარ ისე,როგორც შენ გიდნა რომ უყვარდე,იმას არ ნიშნავს რომ,იმ აამიანს მთელი გულით არ უყვარხარ! 4)ნამდვილი მეგობარი ის არის ,ომელსაც უჭირავს შენი ხელი და გრძნობს შენს გულს. 5)ყველაზე საშინელი მონატრებაა,იყო მის გვერდით და აცნობიერებდე,რომ ის არასოდეს იქნება შენი! 6)არასოდეს მოიშიალო სახეზე ღიმილი .მაშინაც კი ,როცა სევდიან განწყობაზე ხარ ვიღაცას შეიძლება შენი რიმილი შეუყვრდეს 7)შეიძლება ამ სამყროში მხოლოდ ადამიანი ხარ,მაგრამ ვიღაცისთვის მთელი სამყარო ხარ. 8)შეიძლება ღმერთს სურს ჩვენ ვხვდებოდეთ უვარგის ადამიანებს მანამ, სანამ შევხვებით იმ ერთადერთს .. იმიტომ რომ,როცა ეს მოხდება ჩვენ მადლიერი ვიოთ 9)ნუ ტირი იმიტომ,რომ ეს დამთავრდა .გაიღიმე იმიტომ რო ეს იყო. 10)არ ფანტო დრო იმ ადამიანზე რომელიც არ ისწრაფვის რომ დრო შენთან გაატაროს 11)ყოველთვის მოიძებნებიან ისინი ვინც ტკივილს მოგაყენებს.მაგრამ არ უნდა დაკარგო რწმენა ადამიანების მიმართ,უბრალოდ ცოტა ფრთხილად იყავი. 12)გახდი უკეთესი და შენვე მიხვი ვინ ხარ,სანამ შეხვედები ახალ ადამიანს იმ იმედით რომ ის შენ გაგიგებს შეგიცნობს 13)ნუ გამოავლენ ესოდენ ძალისხმევას ყველაფერი საუკეთესო მოულოდნელად ხდება!
შილერი:-უკვე მოსული მწუხარება უფრო ასატანია, ვიდრე მოსალოდნელი.
ვერო:- ამნისტია არის აქტი, რომელთაც მბრძანებლები სხვა ადამიანებს ისეთ უსამართლობებს აპატიებენ,რომელნიც მათ თვითონ ყველაზე ხშირად ჩაუდენიათ.
რენანი:- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია.
ჰიუგო:-ვინც ძერას დაშავებული ფრთა მოურჩინა, ის აგებს პასუხს მისი კლანჭების მოქმედებაზეც.
რუსო:-მადლიერება მოვალეობაა, რომელიც უნდა შესრულდეს,მაგრამ იმის უფლება კი არავის აქვს რომ მას დაელოდოს.
მორალი:- იყავ პირველი,როცა უნდა უსმინო და უკანასკნელი,როცა უნდა ილაპარაკო.
სოფოკლე:- ბევრის ლაპარაკი და ბევრის თქმა ერთი და იგივე არ არის.
პასკალი:- ჩვენ მადლიერი უნდა ვიყოთ მისი, ვინც ნაკლზე მიგვითითებს.
ფლობერი:-მერე და სხვა რა არის თანასწორობა, თუ არა უარყოფა თავისუფლებისა, ყოველივე ამაღლებულისა და თვით ბუნებისა? თანასწორობა მონობაა!!!
დიუმა:-ისტორია სხვა არაფერია, თუ არა ლურსმანი,რომელზეც სურათი ჰკიდია.
ზიადელი:-ეგოიზმის ყველაზე სრულყოფილ ფორმას – დედის სიყვარული ქვია…
ჩეხოვი:-თუ გსურს ბევრი დრო გქონდეს, ნურაფერს გააკეთებ.
სენეკა:-ბოროტმოქმედმა შეიძლება ხანდახან აირიდოს სასჯელი, მაგრამ მის შიშს კი ვერასდროს მოიცილებს.
ამიელი:-რწმენა საბუტის გარეშე უყოყმანოდ დაჯერებაა.
შოუ:-პესიმისტი ისეთი კაცია, რომელსაც სიცილი ავიწყდება; ოპტიმისტი კი იცინის,რათა ზოგი რამ დაივიწყოს.
შექსპირი:-იყო პატიოსანი არ ნიშნავს, იყო რჩეული ათიათასთა შორის.
ლაუბი:-ოჯახში თუ ბავშვი არ იზრდება, იგი იღუპება.
ქეი-ქუასი:- ორი ვინმესი უნდა გეშინოდეს-ძლიერი მტრისა და ვერაგი მეგობრის.
გოეთე:-შეცდომა სასარგებლოა ხოლმე, ვიდრე ახალგაზრდები ვართ, ოღონდ სიბერემდე არ უნდა ვათრიოთ ის.
რაბლოე:-ადამიანის გონება მის მუშტებზე უფრო ძლიერია.
პასკალი:-ჭირში ჩავარდნილი კაცი სხვის უბედუერბას ვერ გაიზიარებს.
გოეთე:-თუ ჭაბუკი ყველამ შეიძულა,ჩანს,ის რაღაცას წარმოადგენს.
ჟან პოლი:-სიყვარულის სამი მეოთხედი ცნობისმოყვარეობაა.
ფრანკლინი:-ამაყ ადამიანებს სხვათა სიამაყე სძულთ.
დემოკრიტე:- უმჯობესია კიცხო საკუთარი შეცდომები ვიდრე სხვისი
შოუ:-სათნოება ის კი არ არის,რომ უარი თქვა მანკიერებაზე, არამედ ის,რომ არ ელტვოდე მას.
ბელინსკი:-ვინც წინ არ მიდის,ის უკან მიჰყვება.ერთ ადგილზე დგომა არ არსებობს.
ლინკი:-მჭერმეტყველებაა-თქვა სიმართლე და გაჩუმდე…
პეტრე I :-არანაირი მოვალეობა არ გამაჩნდეს-აი,ეს არის უბედურება.
მარგოლიუსი:-სიხარული სიცოცხლის შეგრძნებაა.
შამფორი:- ყველაზე მდიდარი მომჭირნე კაცია, ყველაზე ღარიბი კი -ძუნწი.
ფსალმუნი:- ყველა ადამიანი მატყუარაა.
გოეთე:-სიცოცხლე არის ისეთი გამოცდილება, რომლის გამოც სიამოვნებით აღარ ვკვდებით.
ბიორნე:-სინანული გონიერებაა,რომელიც გვიან მოდის.
რიხნერი:-ადამიანი ერთადერთი ცოცხალი არსებაა დედამიწაზე,რომელმაც იცის,რომ უნდა მოკვდეს.
ნიცშე:-მრწამსი ხშირად ყველაზე საშიში მტერია ჭეშმარიტებისა.
ბრეხტი:-ომი იგივე ვაჭრობაა,ოღონდ ყველით კი არა-ტყვიით.
ნეტარი ავგუსტინე :-სასწაული ეწინააღმდეგება არა ბუნების კანონებს,არამედ იმას რაც ჩვენ ვიცით კანონების შესახებ.
თეოფრასტე:-სიამაყე თავისებური აბუჩად აგდებაა ყველასი გარდა საკუთარი თავისა.
ვოლტერი:-უზომოდ პატარა ადამიანებს უზომოდ დიდი სიამაყე ახასიათებთ.
კნიტელი:-ბებერი მაშინ ხარ,როცა წარსულში მეტ სიხარულს ხედავ,ვიდრე მომავალში.
ლაბრუიერი:-მღელვარება, შიში, მწუხარება კი არ გვაშორებს სიკვდილს, პირიქით გვაახლოებს. მე მაინც ვფიქრობ, რომ გადაჭარბებული მხიარულება არ შეჰფერის ადამიანებს,რაკი მოკვდავნი არიან.
რიდი:-სიმართლე არის ის,რისთვისაც ადამიანები ერთმანეთს ხოცავენ.
მარკუს ავერელიუსი:-ყველაზე საზიზღარი სახეობა სიმხდალისა-ეს არის საკუთარი თავის შებრალება.
ბიორნე:-არაფერი ინანო!-აი, ეს არის ყოველგვარი სიბრძნის სათავე.
არისტოტელე:-გაიძვერას სინდისი, რომ გაუღვიძო, სილა უნდა გააწნა.
პუბლილიოს სირიუსი:-სირცხვილის შესწავლა არ შეიძლება, კაცი მასთან ერთად უნდა დაიბადოს.
დემოკრატე:-სულელებს დიდ ზიანს აყენებენ ისინი, ვინც მათ აქებენ.
მორი:-ბრძენი უფრო იმას ეცდება,რომ სნეულება აირიდოს,ვიდრე საშუალება ეძებოს მის მოსარჩენად.
კუპერი:-ადამიანი იმდენ ხანს არ ცოცხლობს, რომ საკუთარ შეცდომებზე ისწავლოს.მთელი სიცოცხლის განმავლობაში უშვებს შეცდომებს და ერთადერთი, რისი მიღწევაც შეუძლია არის-მოკვდეს გამოსწორებული.
ილია:-ქვეყანაზე, რომ ჭირი არ იყოს, ადამიანი ენასაც არ ამოიდგამდა.
ნაპოლეონი:-თუ გინდა, რომ სიყვარულს ძლიო-გაექეცი.
ოვიდიუსი:-რასაც უნდა აკეთებდე, იფიქრე დასასრულზე.
თომას ფულერი:-დღევანდელი ერთი საათი ხვალინდელ ორ საათს უდრის.
ლაბიში:-ეგოისტი…ისეთი ადამიანია, რომელიც ჩემზე არ ფიქრობს..
ლაროშფუკო:-ეჭვიან კაცს თავისი თავი უფრო უყვარს,ვიდრე საყვარელი არსება.
გერმანული ანდაზა:-სიმდიდრის შეზიზღება უდიდესი სიმდიდრეა.
მონტესკიე:-თავაზიანობა მიდრეკილებაა კაცისა, რომ სხვებს თავი მოაწონოს.
ბერბსტი:-კრიტიკა არის ხელოვნება-სხვის ხარჯზე ისე გამდიდრდე სულიერად, რომ ქურდობა ვერავინ შეგნიშნოს
უფროს კატონი:-როცა ბრძენს ელაპარაკები ეცადე, ნაკლები სიტყვა იხმარო.
გოეთე:-ვინც მარტოობას დანებდება, ის მალე მარტოხელა გახდება.
ნიცშე:-მეგობრად ის მიიჩნიე, ვისაც იგივე ადამიანები სძულს,ვინც შენ.
სტალინი:-მიზანი ყოველივე ბრძოლისა -გამარჯვებაა.
ბრანსტერი:-მლიქვნელობა მუხლებზე მდგომი აგრესიაა.
დემოკრატე:-დიდი საქმეა, მოვალეობის ერთგული იყო უბედურების ჟამს.
კაბუსი:-ცუდ ამხანაგს მარტოოა ჯობია.
გოეთე:-კაცმა ყოველდღე უნდა მოისმინოს თუმდაც ერთი სიმღერა, თვალი შეავლოს კარგ სურათს და თუ ეს შესაძლებელია,წაიკითხოს რომელიმე ბრძნული გამონათქვამი.
კომენსკი:-მაგალითის გარეშე ვერაფერს შეისწავლი.
კორეული ანდაზა:-მარტოხელა კაცი ყოველთვის ბოროტია.
პასკალი:-კაცთა ცოდვანი და დანაშაულნი უფრო ბევრ რამეს გვასწავლის, ვიდრე კეთილნი საქმენი მათნი.
სოკრატე:-ისე მოეპყარი მშობლებს,როგორც შენ ისურვებდი, რომ საკუთარი შვილები მოგეპყრან.
ფრენცელი:-დრო ფულია, ოღონდ მაშინ,როცა დრო არ გაქვს…biggrin.gif
ბლოხი:-დრო არის საათი უციფერბლატოდ.
უაილდი:-ზნეობა პოზაა-ჩვენ მას ვიყენებთ იმ ადამიანთა წინააღმდეგ, რომელნიც ჩვენთვის არასასიამოვნონი არიან.
ლაუბი:-თავისუფალია ადამიანი, ვინც სულ ცოტა, ის მაინც შეიგნო, რომ თავისუფალი არ არის.
ოლკოტი:-კამათი ბევრს ეხერხება, მაგრამ უბრალო საუბარი ცოტა ვინმემ თუ იცის.
ჰაბარდი:-მეგობარი არის კაცი, ვინც ყველაფერი იცის შენს შესახებ და მაინც უყვარხარ.
ჰიუგო:-მინდა ვიყო სახელოვანი-ეს ბედნიერებაა; მაგრამ როდესაც მინდა სასარგებლო ვიყო -ეს მოვალეობაა.
ბუასტი:-მტრისგან მოყენებული უდიდესი ბოროტება ის არის,რომ იგი ჩვენს გულს სიძულვილს აჩვევს.
მენეკენი:-ნდობა არის ის გრძნობა, როდესაც მაშინაც კი უჯერებენ ადამიანს, როცა იცი, რომ მის ადგილას ყველა ტყუილს იტყოდა.
კანტი:-ვინც უარი თქვა მეტისმეტზე, მან თავი იხსნა გაჭირვებისგან.
ჟუბერი:-ყველაფერი, რაც ზედმეტია, ზნესაც აფუჭებს,ადამიანს და გონებასაც.
სტენდალი:-ყველას მეგობარი არავის მეგობარი არაა.
გოეთე:-კანონი ძლიერია, ოღონდ უფრო ძლიერია გაჭირვება.
ქეი-ქუასი:-რეგვენთან ნურასოდეს იმეგობრებ.
უილიამსი:-მოთმინება ისეთი უნარია,რომელიც მაშინ ამოიწურება,როდესაც ყველაზე მეტად არის საჭირო.
შპენგლერი:-მშვიდობა ომის გაგრძელებაა სხვა საშუალებით…
პავეზე:-მწუხარებაც და სიამოვნებაც იმას ნიშნავს,რომ ვნებებს აჰყოლილხარ.
ბუასტი:-ყველა ადამიანის ყოველი სურვილი და ნატვრა ერთად, რომ ახდეს ეს დედამიწა ჯოჯოხეთად გადაიქცეოდა.
იუნგი:-დიპლომატიის არდადეგებს ომი ეწოდება.
კალდერონი:-ნურასდროს მისცემთ რჩევას იმას, ვინც მხოლოდ ფულს გთხოვთ.
ტოლსტოი:- თუ გინდა იყო ბედნიერი-იყავი!
სტენდალი:-ღმერთს გული გრძნობს და არა გონება. აი, რა არის რწმენა.
ვახრანგ_VI:-კაცი მრავლისა სიტყვითა ჭკუას ვერ გამოიჩენს.
რუსული ანდაზა:-ის მიწა კი არ ფასობს ძვირად,სადაც დათვი ცხოვრობს, არამეს ის სადაც ქათამი იქექება..
როლფსი:- მშვიდობა კაცობრიობის ნიჭის გამოცდაა.
შვაიცერი:-ოპტიმისტი არის ადამიანი, რომელიც ყველგან მწვანე შუქს ხედავს, მაშინ, როცა პესიმისტი მხოლოდ წითელს ამჩნევს…ოღონდ ჭეშმარიტი ბრძენკაცი ვერ არჩევს ფერებს.
გასეტი:-სხვა რაა ძალა, თუ არა სასოწარკვეთილი გონება.
პლუტარქე:-ხასიათი სხვა არაფერია, თუ არა ხანრძლივი ჩვეულება.
ცვაიგი:-ადამიანის ხასიათს ყველაზე უკეთ ამჟღავნებს მისი მოქმედება გადამწყვეტ (მომენტში) წუთებში.
ტორო:-თქვენი ჯანმრთელობის შესახებ იმსჯელეთ იმისდა მიხედვით, თუ როგორ გახარებთ დილა და ზაფხული.
შიფი:-დრო არის ღარიბთა სიმდიდრე და მდიდართა სირაღიბე.
დემოკრატე:-არა სიტყვა არამედ უბედურება არის ჭკუის სასწავლებელი ბრიყვთათვის.
მარკუზე:-აზროვნება დაძაბულობაა, რწმენა კი – კომფორტი
ციცერონი :-სამართლიანობა სიბრძნის გარეშე ბევრ რამეს ნიშნავს, ხოლო სიბრძნე სამართლიანობის გარეშე-არაფერს
აკაკი:-ვისაც მწარე უჭამია, იცის სიტკბოს გემოვნება.
აკაკი:-პატარა ნაპერწკალი სჯობს დიდს, მაგრამ ცივსა ნახშირსა.
აკაკი:-უმჯობესია, რომ მოკვდეს კაცი, ვიდრე ცოცხლობდეს ვით ცოცხალ-მკვდარი.
აკაკი:-ახალი ძველსა შელახავს, შეუცვლის ხორცს და ფერსაო.
აკაკი:-ბუნებისგან დაჩაგრული განა შესძლებს მეგობრობას?! მოშხამული ცივი გული სხვას რას გასწევს, თუ არ მტრობას?!
აკაკი:-გული თუ გატდყა შესაძლებელიც აღარ სჯერა!
აკაკი:-და სადაც სიყვარულია- იქ სიწმინდეა.ღმერთია.
აკაკი:-ზოგჯერ სადაც ჭკუა სცდება და ტყუის-იქ გრძნობა მართალია.
აკაკი:-იქ ვარდს ან იას ვინ მოჰკრეფს სადაც ეკალი სთესია?
აკაკი:-კარგი ყოველთვის კარგია, მაგრამ კარგს უკეთესი სჯობია.
აკაკი:-მერცხალი, რომ კიდეც მოჰკლა მაინც მოვა გაზაფხული.
აკაკი:-პეპელა სანამ ყვავილს ნახავდეს- მყრალ ბალახებსაც თავსა ევლება
* * *
ყოფიერება განსაზღვრავს ცნობიერებას…
* * *
სიყვარული და სიძულვილი ერთი ჯიშის მხეცია…
* * *
მიზანი საშუალებებს ამართლებს…
* * *
წარმატება შრომის შედეგია,იღბალი კი შემთხვევითობა…
* * *
ვირისგან წიხლი არ უნდა გეწყინოს…
ვოლტერი:-არასდროს გააღმერთო ბავშვი, თორემ გაიზრდება და თაყვანისცემას მოგთხოვს…
სენეკა:-ლოთობა ნებაყოფლობითი სიკვდილია.
ვოლტერი:-განკურნების იმედი უკვე ნახევრად განკურნებაა.
არასდროს დადგე ადამიანთან ზურგით, რადგან არ იცი როდის ჩაგცხებს ლახვარს.
* * *
რიგი დამთხვევებისა უკვე კანონზომიერებაა.
ბერნე-როდესაც პითაგორამ თავისი ცნობილი თეორემა აღმოაჩინა,ღმერთებს მსხვერპლად ხარი დაუკლა.მას შემდეგ,აღმოაჩენს თუ არა ვინმე რომელსამე ჭეშმარიტებას,ხარებს შიშის ძრწოლა და კანკალი აიტანს ხოლმე.
ბუასტი-ჭეშმარიტი ამპარტავნება უფრო ადვილად იტანს წყენას,ვიდრე მოწყალებას.
ბუასტი-ყველაზე სასაცილო ქვეყნიერებაზე იგია,როცა სულელი მეტიჩარა გაბუტული დადის.
უფრო ბევრ დედ-მამისათვის გონიერი ყმაწვილი იგია,ვისაც თოჯინასავით უჭირავს თავი:ხელი აქვს-არ უნდა გასძრას,ფეხი აქვს-არ უნდა ირბინოს,ენა აქვს-ხმას არ უნდა იღებდეს,მისმა მბრწყინავმა თვალებმაც კი არ უნდა აღიბეჭდონ რაიმე სურვილი…ბევრი დედ-მამა ზრდის შვილს თავისთვის და არა იმისთვის,რომ შვილი ბედნიერ ჰყონ სამერმისოდ.ჭეშმარიტი გაზრდა შვილისა უნდა იყოს უანგარო.ბავშვი უნდა იზრდებოდეს თავისი თავისთვის, სამშობლოსათვის,კაცობრიობისათვის. გუიო
***
"არის ხალხი,ვისაც მეტისმეტი გაბრაზება მეტისმეტ სიამოვნებას ანიჭებს,მეტადრე თუ გაბრაზებამ ზღვარს გადააცილა.”
"სრულყოფილი რომ გახდე ჯერ ბევრი რამ უნდა არ გესმოდეს!მალე გაგება კი ,ვინძლო,ცუდად გაგებას ნიშნავს.”
"ვნებით თავბრუდახვეული კაცი,ისიც ხანში შესული,პირწმინდად ბრმავდება და საიმედო რომც არაფერი ჰქონდეს იმედს მაინც არ ეშვება.კიდევ მეტი,გონებას ჰკარგავს და რა ჭკუის კოლოფიც არ უნდა იყოს,ბრიყვი ბალრივით იქცევა.”
დოსტოევსკი
ჰალმ-ჭეშმარიტებამ იმდენი კეთილი არ მოუტანა ქვეყანას,რამდენი ავიც დათესა მისი სახით მოჩვენებულმა ბოროტმა.
მოპასანი-სიცოცხლე მთაა.მის მწვერვალზე ასვლით ნელ-ნელა ადიხარ, მაგრამ ჩამოსვლით კი სწრაფად დაეშვები.
გვერაცცი-ვინც მეტისმეტად იხრება დედამიწისაკენ,იმის საქციელს თან ტალახის სუნი აჰყვება ხოლმე.
კუზმა პროტუკოვი-ბევრი ადამიანი ძეხვას ჰგავს,რითაც გასტენავ,იმის მქონებელია.
ვოლტერი:-განკურნების იმედი უკვე ნახევრად განკურნებაა.
დეკარტი:-ღმერთმა ბუნების კანონები, რომ დაადგინა შემდეგ უკვე თავი მიანება და თვითდინებას მიანდო სამყარო.
განდი:-ნუ გაწყვეტ მეგობრიბის ძაფს-თუ მისი გასკვნა მოგიწია, კვანძი სამუდამოდ დარჩება.
ზოლა:-რაც შენმა მტერმა არ უნდა იცოდეს, იმას მეგობარსაც ნუ გაანდობ.
ლაბრიუერი:-აღსასრული ერთხელ დგება ჩვენ კი მთელი სიცოცხლე ველით მას. სიკვდილის შიში უფრო საზარელია, ვიდრე თვით სიკვდილი.
პასკალი:- რაკი შეუძლებელია ყოვლისმომცველი ცოდნა, რაკი შეუძლებელია ყველაფერზე ყველაფერი იცოდე, ჯობია ცოტა რამ მაინც იცოდე ყველაფერზე, ვიდრე ყველაფერი იცოდე ერთი რამის შესახებ.
დიუმა:-სხვებზე მაღლა მდგომ ადამიანს, სადაც არ უნდა იყოს იგი, თაყვანისმცემელი და მიმბაძველი ყოველთვის გამოუჩნდება.
ბუალო:-მკაცრი, ულმობელი, ჭკვიანი მეგობარი არ მოგასვენებს სანამ შეცდომას არ გამოასწორებ.
აინი:-მამის მტერი შვილის მეგობარი არასდროს იქნება.
შილერი:-ვისაც არ ძალუძს, რომ დაიცვას მშვენიერება, ის ტრფობის ჯილდოს ვერასდროს დაიმსახურებს.
პუბლილუსი:-ლამაზი გარეგნობა მუნჯი რეკომენდაციაა.
ბალზაკი:-პატიოსნება ნაწილ-ნაწილ არ იყოფა.ის ან გაქვს, ან საერთოდ არ გაგაჩნია.
კანტი:-ყველგან ყოფნა-იგივეა,არსად არ იყო.
გოეთე:-ჭკვიანების დაცინვა სულელების ბუნებრივ პრივილეგიას წარმოადგენს.
ლაროშფუკო:-არ არსებობს უფრო მეტი სისულელე, ვიდრე სურვილი, ყოველთვის იყო ყველაზე ჭკვიანი.
ფილდინგი:-ზედმიწევნით ეშმაკი ადამიანები ხშირად ცდებიან, რადგან სხვები მიაჩნიათ უფრო ჭკვიანებად, ვიდრე სინამდვილეში არიან.
ტოლსტოი:-ყველა აზრი, რომელსაც დიდი შედეგი მოჰყვება, ყოველთვის უბრალოა.
ფრანკლინი:-ვინც ყიდულობს იმას,რაც არ სჭირდება, მალე გაყიდის იმას, რაც სჭირდება.
შექსპირი:-ბოროტი საქმე დღის სინათლეს ვერსად წაუვა.
ავიცენა:-ბრძენი ის არის, ვისაც თავისი შეცდომები ახსოვს.
კარამზინი:-უმჯობესია, გმირის ქვრივი იყო, ვიდრე-ლაჩრის ცოლი…
აპიქტეტე:-ყველაზე სასიამოვნო ყველაზე უსამოვნოდ იქცევა, თუ ზომას გადასცილდება.
სოლომონ დოდაშვილი:-ადამიანს ისე არაფერი ამძიმებს,როგორც ცარიელი თავი.
ბერნე:-დავადება ათასგვარი არსებობს, ჯანმრთელობა კი -ერთი.
ბალზაკი:-მლიქვნელობა გულისხმობს ანგარებას.
ტოლსტოი:-მშიშარა მეგობარი მტერზე საშიშია, რადგან მტერს ერიდები, მეგობარს კი ენდობი.
ფენელონი:-კაცს, რომელსაც სძულს სიმართლე სძულს ისიც ვინც ბედავს სიმართლის თქმას.
შექსპირი:-სულმდაბლურად ვინს პირფერობს ლხინში, გჯეროდეს, რომ გიღალატებს ჭირში.
დუსოლი:-თუ არ ძალმიძს მთელი ქვეყნის მბრძანებლობა, ჩემი საკუთარი თავის მბრძანებელი მაინც ვიქნები.
შილერი:-ჭეშმარიტება არ იჩაგრება იმით, რომ ვიღაცა მას არ იზიარებს.
მონტენი:-ბევრი რამ უნდა ისწავლო, რათა შეიგნო რომ ცოტა რამ იცი.
სენტ-ეგზიუპერი:-გიყვარდეს-ერთმანეთის ყურებას კი არ ნიშნავს, არამედ ხედვას ერთი მიმართულებით.
ბიუფონი:-არაფერი არ არის ისე გადამდები, როგორც შეცდომა, რომელსაც მხარს უჭერს ცნობილი სახელი.
ჯონგრივი:-არავითარი მრისხანება არ შეედრება სიძულვილში გადასულ მიყვარულს.
პასკალი”-რა ცარიელია ადამიანის გული! და რამდენი სიბილწეა ამ სიცარიელეში.
შექსპირი:-სხვების რჩევებს დაუკვირდი, საკუთარ აზრებს გაუფრთხილდი.
ვოლტერი:-სასაცილოდ აგდება სხვისი-ხშირად ჭკუის სიღატაკეს ნიშნავს.
ბეკონი:-ფიქრებს, როგოც ადამიანებს, აქვთ თავისი სიჭაბუკის ხანა.
ციცერონი:-ყველა ადამიანს შეუძლია შეცდეს, სიჯიუტეს მხოლოდ სულელი იჩენს.
ჰელვეციუსი:-რომ გაგიკვირდეს ერთი წუთიც კმარ; რომ გასაკვირველი საქმე გააკეთო-მრავალი წელია საჭირო.
შექსპირი:-მდაბალ გრძნობათაგან ყველაზე უმდაბლესია შიში.
ნაპლეონი:-შემთხვევას ზედმეტ სახელად ქვია ,,განგება”.
კარლეილი:-ყველაზე დიდი შეცდომა ის არის, როცა ადამიანი თავის თავს სრულად უცდომელად მიიჩნევს.
სერვანტესი:-მრავალსიტყვაობა ყოველთვის უსიამოვნების მომგვრელია.
ნიცშე:-კარგი ქორწინება მეგობრობის ნიჭს ეფუძნება.
რუსო:-ხანდახან ისეთი ქებაც გვიყვარს, რომლის გულწრფელობაც არ გვჯერა.
ილია:- უფულო ერი ერთა შორის და უფულო კაცი ადამიანთა შორის, ყმაა ფულიანისა.
სუვოროვი:-უქმად ყოფნა ყველა ბოროტების ძირია.
,,ვისრამიანი”:-უმეცარი მოყვარე მოსისხლესა უარეაო.
ებნერ-ეშენბახი:-გეშინოდეს კაცისა, რომელიც თავისი სათნოებით ტრაბახობს.
გაიბელი:-ჭაღარა თავს სწავლა ეძნელება.
სენტ-ეკზიუპერი:-ჭეშმარიტი სიყვარული სხვათა გამო სიხარულია.
სენეკა:-სიძუნწე კეთილშობილია მხოლოდ დროის ფლანგვაში.
მტერი იტყვის და მტერს ეთქმის: "მე ჩემთვის და შენ კი შენთვის!”
მ.ფოცხიშვილი
ჩინელი ფილოსოფოსი: გზა მიზანია და მიზანი გზაა
"რა სიცოცხლეა ეს სიცოცხლე!”- რამდენჯერ მითქვამს, მაგრამ არასდროს მიფიქრია მისი დათმობა.
მ.ფოცხიშვილი
ფროიდი: ადამიანი, რომელმაც პირველად შეძლო შუბის მაგივრად შეურაცხმყოფელი სითყვა ეხმარა, იყო ცივილიზაციის დამაარსებელი
ფრომი: "ეხლა” და "აქ” მარადისობაა
იდრე ადამიანს სურვილი და იმედი აქვს,მრავალი ტანჯვის ატანა შეუძლია;ბედნიერებაც რომ არ ეწეოდეს ადამიანს,მაინც მისი მოლოდინი სასიამოვნოა.ასეთი მოლოდინი შეიცავს ისეთ სიტკბოებას,რომელიც სინამდვილის მაგივრობას წევს. ებერსი
გონება სასტიკია,გული ჯობია გონებას. გოეთე
ციხე არის დროის სიჭარბით კომპენსირებული სივრცის უკმარისობა – იოსეფ ბროდსკი
ჭეშმარიტება არასდროს არ იმარჯვებს, უბრალოდ მისი მოწინააღმდეგენი იხოცებიან – მაქს პლანკი
სიცოცხლე მხოლოდ მაშინ არის კარგი,როდესაც სიყვარულის სხივითაა გამთბარი. გოეთე
ხალხს ის უყვარს და მიაჩნია ძვირფასად,ვინც იმის ფიქრსა და აზრს მოსვენებას არ აძლევს. მაიკოვი
მხოლოდ ბოროტ ადამიანს ეჯავრება სიმღერა-გალობა. ზეიმე
ყოველივე გაივლის,ყოველივე გაქრება:ძალა-უფლება,გენიოსობა… ყველაფერი მიწად იქცევა,მხოლოდ კეთილი საქმეა მკვიდრი,იგი მბრწყინავე მშვენიერებაზე დიდ ხანს ისულდგმულებს. ტურგენევი
ხშირად არწივი ქათამზე დაბლაც კი დაეშვება ხოლმე,მაგრამ ქათმები ღრუბლებამდე ვერასოდეს მიაღწევენ. კრილოვი
ხელუხვობა ღარიბისა ხშირად უფრო ცრემლს მოჰგვრის კაცს,ვიდრე ტანშიშველი სიღატაკე. ვერტეიმერი
თავისუფლება ნებისა რომ არსებობდეს,ვინღა ისურვებდა მოსვლას ამ წუთისოფელში,ან აქედან წასვლას. ვერტეიმერი
ტკბილია სურვილი,მარა სასურველად ყოფნა უფრო ტკბილია. ჰ.სენკევიჩი
უსასრულობა შეიძლება უსასრულოდ პატარაც იყოს
არაფერია კარგ თეორიაზე მეტად პრაქტიკული კურტ ლევინი
"ცუდის ” ანტონიმი მაინცდამაინც "კარგი” არ არის, ის შეიძლება "უფრო ცუდიც” იყოს პოლ ვაცლავიკი
ვინც უმიზეზოდ შეგიყვარებს,იგი მალევე შეგიძულებს უსაბაბოდ. სტეინბერგი
ჭკვიანია იგი,ვინც კაი დროზე მოვა,უფო ჭკვიანია,ვინც თავის დროზე წავა. გაიბელ
მოხვეჭა სიმდიდრისა უფრო ადვილია,ვიდრე გონიერად გაფრთხილება მისი. სირუს
ჭეშმარიტი სიმდიდრე ქონების სიდიდე კი არ არის,არამედ მისი გონიერი მოხმარებაა. ნაპოლეონი
ოქროს დრონი იყვნენ მაშინ,როცა ოქრო არ ბატონობდა. გარნეზია
ეხლანდელი ჩვენი მეგობარნი მხოლოდ ჩვენთა ნაკლულოვანებათა მკვლევარნი არიან. მეიდანი
ორატორმა უნდა თემა ამოწუროს და არა მსმენელთა მოთმინება – უინსტონ ჩერჩილი
carpe diem რუსულად ითარგმნება კარგად "lavi moment”
ლაროშფუკო :-ჭეშმარიტი მამაცობაა, მოწმეთა დაუსწრებლად გააკეთო ის, რასაც იმისთვის აკთებ, რომ ადამიანებმა გაქონ.
ჰოლბახი:- ცხოვრება ის დღეები როდია, რომლებიც წავიდა, არამედ ისინი, რომლებიც დაგვამახსოვრდა.
ჰესიოდე:-მეგობართა წამდაუწუმ გამოცვლა არ ვარგა.
ბელინსკი:-ადამიანი ყოველთვის ყველაზე საინტერესო მოვლენა იყო და იქნება ადამიანისთვის.
წყარო: http://icode.ge/2011/03/21/ბრძნული-აზრები-ცნობილი-გ/
|