სოხუმი
ეცემა. მეხთატეხასა და ცეცხლის ალს ოთხფეხაც ვეღარ უძლებს და გზას
დაადგება. ივლის ტყე-ტყე, ხან ზღვის სანაპიროთი და დაღლილ-დაქანცული
მიადგება ენგურის ნაპირს. გაღმა პატრონის მამისეული სახლია, სადაც
არდადეგებზე, ბავშვებთან ერთად ცუგაც მიჰყავდათ. ამ სოფლისკენ ეშურება, რომ
პატრონის დაღუპვის ამბავი ჩაიტანოს.
მოხდება სასწაული და ენგურზე, ფონით გამობობღებული ცუგა, ზუგდიდთან მიმდებარე ერთ-ერთ სოფელში ნაცნობი სახლის ჭიშკართან აღმოჩნდება.
ენგურგაღმა,
მამისეულ სახლში მის პატრონს ელიან! ქალაქში, ნაცნობ აფხაზთან შეფარებული
ეგულებათ, ხან ტყვედ აყვანილად წარმოიდგენენ... სჯერათ, რომ სასწაულები
ისევ ხდება, რომ ომიდან დიდი ხნის შემდეგაც ბრუნდებიან უგზო-უკვლოდ
დაკარგულები...