ტელეჟურნალისტი სტივენ რობერტ ირვინი ქ. ბირვას, კუინზლენდში Australia
Zoo ზოოპარკის მფლობელი, მრავალი ფილმის ავტორია ბუნებაზე, როგორებიცაა
«The Crocodile Hunter» («ნიანგებზე მონადირე»), «ნიანგებზე მონადირის
დღიურები». ნახეთ ვიდეოები:
ცნობილი ავსტრალიელი ნატურალისტი და ტელეჟურნალისტი სტივ ირვინი გადაცემის
გადაღების დროს გულის არეში "სტინგრეის” ნემსის მიერ სასიკვდილო დარტყმის
შედეგად დაიღუპა. მისი სიტყვებია: "თუ შენ არ შეგიძლია საკუთარ თავს
დასცინო, ესე იგი შენი სიცოცხლე ძალიან მოსაწყენია”, – ამბობდა ირვინი.
მისი სერიალი დიდი პოპულარობით სარგებლობდა მთელს მსოფლიოში და Discovery-ს
არხზე გადიოდა. მას ორი შვილი დარჩა, ხოლო მისი მეუღლე ტერი ტელეჟურნალისტს გადაღებებისას დახმარებას უწევდა.
1991 წელს სტივ ირვინმა გააგრძელა საოჯახო ბიზნესი და მალევე შექმნა ფილმ
«ნიანგებზე მონადირე»-ს პირველი სერიები, რომლითაც გახდა პოპულარული მთელს
მსოფლიოში.
იმავე წელს მიიღო ჯილდო ავსტრალიურ ტურისტულ უნდუსტრიაში შეტანილი
წვლილისთვის. პრემიით იყო აღნიშნული მისი დამსახურებები მწვანე კონტინენტის
პოპულარიზებაში, მის დოკუმენტურ ფილმებში ველურ ბუნებაზე და ზოოპარკ
"ავსტრალიის” შექმნით.
არაერთხელ ირვინი იყო სიტუაციებში, როცა მისი სიცოცხლე ბეწვზე იყო
ჩამოკიდული. ჰქონდა უამრავი ჭრილობა მიღებული ველურ ცხოველებთან კონტაქტის
დროს. როგორც თვითონ ირვინმა მოყვა, პირველი სერიოზული ჭრილობა მან
მიიღო 90-იანი წლების დასაწყისში, როცა ნავის ცხვირიდან ნიანგისკენ
გადახტა. ნიანგი კლდაზე იჯდა, რომელსაც ირვინი მხრით დაეცა და ქვამ მისი
ძვლები დაამტვრია. ძვალმა კი მნიშვნელოვანი ძარღვები და კუნთები გაჭრა.
შემდეგ ჯერზე აღმოსავლეთ ტიმორში მან ნიანგის გადარჩენის დროს, რომელიც
ბეტონის მილში მოხვდა, და სხვა საშუალება მისი გამოყვანის არ არსებობდა.
ამიტომაც მან შიგნით ჩაყვინთა ცხოველთან ერთად. ნიანგმა დაიჭირა მისი ხელი,
რის გამოც იგივე ხელი დაუზიანდა და ძარღვები დაუსკდა. ერთხელ ირვინს
ნიანგმა თავიც კი დაუზიანა, როცა მან დაიჭირა იგი წყალქვეშ. შემდეგ
მუხლებიც დაიზიანა როცა 4 მეტრიან ნიანგზე ზედ იჯდა. პროგრამა
"ნიანგებზე მონადირე” პირველად 1992 წელს გავიდა ეთერში. თავისი უშიშარი და
ენუზიაზმით აღსავსე სურვილით სტივს ზალიან უნდოდა გაეცნო ფაუნა ახლო
კონტაქტში. მისი სერიალი სარგებლობდა დიდი პოპულარობით მთელს მსოფლიოში და
მაუწყებლობდა Discovery-ს არხზე.
2006 წლის 4 სექტემბერს სტივ ირვინი აკვალანგით წყალქვეშ ჩავიდა რომ დიდ
ბარიერულ რიფთან "სტინგრეი” ვიდეოფირზე აღებეჭდა. იგი მასალების მოძიებით
იყო დაკავებული თავისი შემდგომი ფილმისთვის "ოკეანეს სასიკვდილოდ საშიში
არსებები”-სთვის. წამყვანი საკმაოდ ხშირად სტუმრობდა "სტინგრეი”-ებს.
პრინციპში ეს მტაცებელი იშვიათად არის საშიში ადამიანისთვის: ავსტრალიის
ნაპირებთან მხოლოდ ორი შემთხვევაა ცნობილი. ეტყობა სტივი ხშირად სიკვდილს აღიზიანებდა. ნახეთ ვიდეო, თუ როგორ მოხვდა პირდაირ გულში ამ თევზის კუდის ელექტრული ნემსი:
ერთერთი თევზი თავს დაესხა წამყვანს როცა იგი მის თავს ზემოთ დაცურავდა.
მან აწია მისი კუდი რომლის ელექტრული ნემსი პირდაპირ გულში მოხვდა. მისი
გული გაჩერდა უფრო ადრე ვიდრე ვინმე მისი გუნდიდან რეაგირებას მოასწრებდა. სტივ ირვინმა თავისი კარიერა დაიწყო ბავშვობიდან, როცა კვინსლენდის
მიდამოებში მშობლების რეპტილიათა პარკისთვის ნიანგებს იჭერდა. 1991 წელს
იყო დაჯილდოებული ავსტრალიის ტურისტულ ინდუსტრიაში წვლილის შეტანის
საფუძველზე. პრემიით იყო აღნიშნული მისი დამსახურებები მწვანე კონტინენტის
პოპულარიზებაში, მის დოკუმენტურ ფილმებში ველურ ბუნებაზე და ზოოპარკ
"ავსტრალიის” შექმნით.
ავსტრალიელი ველური ბუნების ექსპერტის, ტელეჟურნალისტისა და ბუნებაზე
გადაღებული უამრავი ფილმის ავტორის, სტივ ირვინის, მეტსახელად ”ნიანგებზე
მონადირის” 8 წლის შვილი ბობი ველურ ბუნებაზეა შეყვარებული. არა
დასამალი: მთელი ავსტრალია ლაპარაკობს, რომ ბობი „კოპიო" მამაა – ერთი რამ
უდავოა, იზრდება მომავალი „ნიანგებზე მონადირე". 8 წლის ბობი ჩართულია
შოუში ნიანგებთან „Australia Zoo"-ს ზოოპარკში. ადრე ბობი თავის დასთან-
ბინდისთან და დედა ტერისთან ერთად მონაწილეობდა სხვადასხვა სატელევიზიო
შოუებში.
სტივ ირვინს სულ პატარა ბობი ყოველთვის მიყავდა გადაღებებზე და ნიანგებთან
თავის გამოსვლებზე. ეხლა კი, ეს ცხოველები არიან 1,5 მეტრის და აღურვილნი
არიან დიდი და მახვილი კბილებით და ადამიანის მხრიდან შემთხვევითი
დაუდევრობისას, შეიძლება შოუს მონაწილემ თითიც კი დაკარგოს; ბობ ირვინს
დიდი წარმატება აქვს ნიანგებთან ერთად შოუს გამართვაში; მიუხედავად იმისა,
რომ ბობი უკვე გვივენებს დიდებულ ოსტატობას, მთლად მარტო არ მიყავს ეს
შოუ. ახალგაზრდა „ნიანგებზე მონადირე" ბობის დაზღვებას უკეთებს გამოცდილი
ზედამხედველი. ავსტრალიის ზოოპარკში, 200 ადამიანის თვალწინ, ბიჭმა
საშიშ ნიანგებთან ახლოს მისვლა და მათი გამოკვება გაბედა, იგი ნიანგებს
ხელით აჭმევდა; შეკრებილი საზოგადოება ბიჭის ყველა მოძრაობას შიშით
აკვირდებოდა. ავსტრალიელთა უმრავლესობა უსურვებენ ბობის ბედნიერებას ცხოვრებაში და ამავე დროს სთხოვენ, რომ იყოს ძალიან ფრთხილი და წინდახედული;
ეხლა წავიკითხე სტატიაში 2006 წლის 4 სექტემბერს წყალში ჩასულა "სტინგრეი”-ებზე რო გადაეღოთ და დენმა დაარტყა ამ თევზის გამო, რომელიც საშიშია ადამიანისთვის! გარდაცვალებაც ეს დღე იყო
სტივ ირვინის ფილმებზე გავიზარდე, წლების წინ საკაბელო არხმა დაიწყო ფუნქციონირება ქუთაისში და ჩვენც გვერგო ბედნიერება გვქონოდა სამეცნიერო-საგანმანათლებო და საბუნებისმეტყველო გადაცემები ძალიან სასარგებლო არხების მეშვეობით. შემდეგ წელი არ მახსოვს ეს კაცი გარდაიცვალა გადაღების დროს (წყალში იღებდნენ რაღაცას) და პირდაპირ ეთერში მისი დაკრძალვა ვნახე. სტადიონზე მანქანით შემოიყვანეს მისი ნივთები და ძალიან გულის ამაჩუყებელი სიტუაცია იყო. სიტყვით მისი მცირეწლოვანი ბავშვიც გამოდიოდა.. ბევრი რამე ვისწავლე ამ კაცის გადაცემებიდან
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს [ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!