სამი წლის წინ ახალგაზრდა ლომი მოჰყვა ბრაკონიერების მიერ დაგებულ ხაფანგში - ყელზე შემოეხვია მავთულის მარყუჟი, რომელიც ვიწროვდებოდა მის ზრდასთან ერთად.
ლომი გადაარჩინეს მისმა და-ძმებმა, რომლებიც უწილადებდნენ საზრდოს მთელი სამი წლის განმავლობაში. ბოლოს მეტყევეებმა დააძინეს ლომი, მოხსნეს მარყუჟი და დაუმუშავეს ღრმა ჭრილობა.
უნდა ითქვას, რომ ბრაკონიერები მეტად გააქტიურებულნი არიან აფრიკაში - თუ ადრე კილოგრამი ლომის ძვალი ღირდა 10 დოლარი, ამჟამად ღირს - 300 დოლარი. გასაკვირი არ არის, რომ თუკი ლომების რაოდენობა აფრიკაში ნახევარი საუკუნის წინ აღწევდა 200 ათასს, ახლა მხოლოდ 23-25 ათასს ითვლის